წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 6762 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

340

 ვლა დაიწყო თქმა ამბვისა მან, რა ხანი მოიტირა:

 დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;

 მიბრძანა, თუ: "ქალი ვნახოთ", ხელი ხელათა დამიჭირა.

 მის ჟამიხა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?

 

 341

 მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,

 გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;

 მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.

 ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

 

 342

 ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:

 მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;

 მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.

 კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

 

 343

 ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,

 მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;

 ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.

 ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

 

 344

 ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;

 ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.

 მოვიდა, მივსცენ დურაჯნი, მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა.

 ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

 

 345

 აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!"

 მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთვქნა მწარენი;

 ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი,

 ჭმუნვით თქვეს: "მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვა, გმირთა მემუქარენი!"

 

 346

 ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,

 დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;

 დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,

 თქვა: "ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

 

 347

 მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,

 იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;

 ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.

 ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.

 

 348

 დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,

 დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,

 რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:

 გარე მომრტყმოდა ჯალაბი, ვითა ჩამსხდომი ნავისა.

 

 349

 შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,

 ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,

 პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა,

 მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

 

 350

 მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,

 ცრემლით მითხრა: "შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!"

 მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი შევკრთი დია,

 კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

 

 351

 სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან;

 მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;

 მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას სჩმახვიდიან.

 სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

 

 352

 აქიმნიცა იკვირვებდეს: "ესე სენი რაგვარია?

 სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია".

 ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.

 დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.

 

 353

 "სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი, არცა მკვდარი;

 მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;

 ვთქვი, თუ: "ჰა-ჰა, რას შიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!"

 თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

 

 354

 ვთქვი, თუ: "ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,

 მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე,

 აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!"

 მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.

 

 355

 ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა.

 ახარებდეს: "წამოჯდაო", დედოფალი გამორბოდა;

 მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,

 იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

 

 356

 იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია;

 მე მოვახსენე: "პატრონო, გული აწ უფრო მრთელია;

 ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია".

 ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემ თანა მვლელია.

 

 357

 გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;

 ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.

 შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;

 ვთქვი, თუ: "მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა".

 

 358

 ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,

 გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.

 საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან;

 ვთქვი, თუ: "რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?"

 

 359

 "მონააო ასმათისი". -" რა იცისო?", ვარქვი, ვჰკითხე.

 შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;

 გამიკრდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?

 მისგან ეჭვა არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.

 

 360

 მე გამიკვირდა: "სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?

 მიუყოლობა არ ვარგ-ა, დამწამებს უზრახობასა,

 ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა".

 დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

 

 361

 დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა,

 ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;

 დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა,

 მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

 

 362

 "მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,

 სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა;

 სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.

 გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

 

 363

 ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა;

 ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა.

 "მონააო ასმათისი". შემოყვანა ვუთხარ შინა.

 გულსა შინა დავუზრახე: "რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!"

 

 364

 მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა;

 წიგნსა შევატყევ, ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა;

 პასუხად გავეც: "ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;

 მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა".

 

 365

 გულსა ვარქვი, თუ: "ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ?

 ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულნი ინდონი მმონებენ;

 აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,

 თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ".

 

 366

 კაცი მოვიდა მეფისა: "სწადსო ამბისა სმინება".

 მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: "ქმნაცა სისხლისა დინება?"

 მე ვჰკადრე: "ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,

 წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება".

 

 367

 დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: "ამის მეტსა ნუ იქმ აბა!"

 ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,

 შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,

 მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: "შაბაშ, შაბა!"

 

 368

 შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;

 მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი;

 მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.

 აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

 

 369

 ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;

 ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;

 ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,

 შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

 

 370

 მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:

 "ქალი ვინმე იკითხავსო: "ინახვისა ამირბარი?"

 ზეწარითა მოუხურავს პირი, ბრძენთა საქებარი";

 და ვარქვი: "საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი".

 

 371

 ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად;

 შადი ვუთხარ: " ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად";

 გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარსა მცველად.

 გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

 

 372

 კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;

 მითხრა: "მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!"

 გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?

 ვთქვი: "არ იცის აშიკობა; თუ-მც იცოდა, წყნარად ზისმცა".

 

 373

 შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,

 ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;

 ვარქვი: "მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?"

 და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

 

 374

 მითხრა: "დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა:

 გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,

 მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდის არღა მალობა.

 და ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა".

 

 375

 ადგა, მითხრა: "თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია;

 ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;

 ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია,

 და ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უქმნევია".

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura