წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 5400 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

381

 ვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.

 პასუხად ვსწერდი: "მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?

 მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!

 სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია".

 

 382

 ასმათს ვუთხარ: "მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;

 ესე ჰკადრე: "რათგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,

 აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,

 რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები".

 

 383

 ასმათ მითხრა: "მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:

 ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს,

 ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს";

 და-ცა-მვედრა: " ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს".

 

 384

 მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,

 მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;

 მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,

 ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

 

 385

 ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;

 მან მითხრა: "არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა".

 ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:

 "ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა".

 

 386

 ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,

 ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;

 შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.

 მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura