წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 6018 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

391

 დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,

 ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;

 წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;

 კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული.

 

 392

 "მონააო ასმათისი", საწოლს ვუთხარ შემოყვანა.

 მოეწერა: "გიბრძანებსო", ვისი მესვა გულსა დანა.

 ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,

 წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

 

 393

 ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;

 ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,

 მითხრა: "ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,

 მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი".

 

 394

 ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,

 სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა;

 შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,

 მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

 

 395

 დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,

 ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;

 ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:

 "აწ წადიო, ვერას გითხრობს", მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

 

 396

 ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,

 ვთქვი: "საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,

 მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?"

 გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!"

 

 397

 ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავარეთ შიგან ბაღი;

 მითხრა: "ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,

 სიმძიმილთა ერდო დაჰხაშ, სიხარულის კარი აღი;

 სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი".

 

 398

 მე ვუთხარ: "დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;

 ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბვითა შრეტდი ამ ალსა,

 ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედას-ზედა მავალსა;

 თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა".

 

 399

 შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;

 საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,

 ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;

 ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura