წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 5631 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

406

 მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;

 ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა,

 ეწერა: "გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,

 მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა".

 

 407

 ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!

 შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;

 სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,

 სიცილით მითხრა: "წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო".

 

 408

 შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა;

 გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,

 ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,

 საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირით და ტანითა.

 

 409

 შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,

 გულსა ბნელი განმინათლა, ზედა ლხინი ადგა სვეტად.

 მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,

 ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამსა ჭვრეტად.

 

 410

 უბრძანა, თუ: "მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!"

 მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა.

 დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა;

 მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

 

 411

 მიბრძანა: "ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,

 მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:

 დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,

 მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

 

 412

 თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,

 მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:

 მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;

 ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

 

 413

 ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,

 აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;

 ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.

 გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

 

 414

 წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე;

 ღმერთმან ქმნას და გაგემარჯვოს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე!

 მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?

 გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!"

 

 415

 მოვახსენე: "არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,

 მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,

 შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად,

 აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

 

 416

 აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირს-ა;

 მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა;

 შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა,

 შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა".

 

 417

 ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა,

 მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:

 "უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა,

 ღმერთი მომკლავს! ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთი-ცა".

 

 418

 დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით,

 ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით,

 მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით.

 მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

 

 419

 მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბადახშ-მინისა.

 მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;

 ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,

 აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა!"

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura