წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 5942 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1095

 მიუწერა: "წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.

 შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება.

 შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,

 და შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება".

 

 1096

 ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!

 მიუწერა: "კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე,

 აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე,

 და მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე".

 

 1097

 მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,

 შეღამდა და წა-ცა-ვიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა:

 "ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა".

 და მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: "ჰგავსო ეგე რასა?"

 

 1098

 წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა.

 ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა,

 დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე-, ვითა,

 და ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

 

 1099

 ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი;

 შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,

 შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი,

 და დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.

 

 1100

 ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.

 მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;

 უთხრა: "არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,

 და გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

 

 1101

 გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,

 მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:

 ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,

 და დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!"

 

 1102

 ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი;

 ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;

 ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი;

 და თქვა: "დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი.

 

 1103

 მოთსქვამს: "მოვკალ, თავი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,

 იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,

 გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი.

 და ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი".

 

 1104

 ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;

 უბრძანა: "რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული?

 რას დაგქადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?

 და დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?"

 

 1105

 დიაცმან უთხრა: "ჰე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,

 ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;

 დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა.

 და თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

 

 1106

 ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,

 ხვაშიადთა ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;

 ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა,

 და მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლთა მხვრეტსა.

 

 1107

 ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით:

 მო- ვითა -ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,

 მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!

 და მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო- ვით-გითხრა ცრემლთა ლამით.

 

 1108

 თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,

 დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა.

 ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა,

 და თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა".

 

 1109

 რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა,

 ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!

 "ამა საქმისა ვერ-ცნობა, - თქვა, -ჩემი სიძუნწე არსა".

 და ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა!

 

 1110

 ფატმანს უთხრა: "კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად,

 გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად;

 იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომარად ჩემად დარად,

 და რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად".

 

 1111

 მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,

 კვლავე შეჰყივლა: "ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად,

 თუ მო- ვითა -ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,

 და ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად".

 

 1112

 ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;

 ზღვის პირსა სახლნი ნაგებნი დგეს ქვითა წითელ-მწვანითა,

 ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა,

 და დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

 

 1113

 მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა;

 ხმა-მდაბლად ჰკადრებს: "ისია სრა მისი, ეძებ რომელსა".

 უჩვენებს, ეტყვის: "ჰხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?

 და იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა".

 

 1114

 კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.

 ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,

 თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა,

 და თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.

 

 1115

 იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;

 ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;

 ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა, ვერცა თუ ვცანითა,

 და ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.

 

 1116

 მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია.

 ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია,

 ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,

 და მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.

 

 1117

 ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.

 წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!

 ესე მიკვირს, სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა!

 და რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

 

 1118

 რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,

 უბრძანა: "მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,

 თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,

 და აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

 

 1119

 აწ მითხარ თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?

 რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად".

 ფატმან ფერხთა მოეხვია: "არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად,

 და გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

 

 1120

 მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;

 ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!

 ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დავიქადენით,

 და თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით".

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura