წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 4442 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1549

 ას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,

 მას თანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;

 ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია,

 და ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.

 

 1550

 დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,

 ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა,

 შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა,

 და მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირსა მზისა მსგავსისა.

 

 1551

 იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,

 კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები.

 მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,

 და მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: "ნუ აეხსნები, იქ ები!"

 

 1552

 მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა;

 შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა;

 მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,

 და ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

 

 1553

 არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი;

 მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი;

 გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი.

 და სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

 

 1554

 ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია;

 ტარიელს უთხრა: "შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია.

 მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;

 და ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.

 

 1555

 აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად".

 სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.

 ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად.

 და პირველ ძღეენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

 

 1556

 არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა,

 ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა,

 გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა,

 და ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა.

 

 1557

 მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,

 სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;

 რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, -

 და თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

 

 1558

 კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,

 ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,

 კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,

 და ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.

 

 1559

 ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული,

 ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული.

 ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული,

 და მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

 

 1560

 რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი.

 თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.

 ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,

 და ათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

 

 1561

 ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მოველად,

 ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,

 შესთვალა: "შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,

 და მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.

 

 1562

 უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

 ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;

 წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,

 და ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან".

 

 1563

 როსტევან ჰკადრა: "მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?

 რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,

 ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,

 და თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა".

 

 1564

 ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.

 მან უთხრა: "აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,

 ახალ შერთულსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?"

 და ავთანდილ უთხრა: "მაგითა შენგან არ მოვიღორები".

 

 1565

 არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!

 "ცოლი უყვარსო, გამწირა", იყო ამიხად მსახავად;

 მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?

 და კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!"

 

 1566

 ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა;

 უბრძანა: "ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;

 რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა".

 და ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.

 

 1567

 შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია,

 კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.

 კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.

 და არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.

 

 1568

 ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,

 ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი,

 მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი,

 და ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნი-მცა ესხნეს წთობილნი.

 

 1569

 მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,

 ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა;

 არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,

 და მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ხამს, თავი იქედგოროსა.

 

 1570

 მათთავე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,

 იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,

 ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩასდიან.

 და მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

 

 1571

 ნესტან-დარეჯან თქვა: "ნეტა-მც ყოლა არ შეგემცნებოდი, -

 მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი.

 ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,

 და ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის ჭნებოდი".

 

 1572

 თინათინ უთხრა: "ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,

 რად-მცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!

 ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,

 და აგრემცა მივი, რაზომსა ცრემლსა მე დავიდინებო!"

 

 1573

 კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;

 ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;

 იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.

 და რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

 

 1574

 როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,

 ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,

 ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების;

 და ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

 

 1575

 ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით;

 იტყვის, თუ: "თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით;

 რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,

 და შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით".

 

 1576

 ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;

 სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:

 "მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე".

 და უბრძანა: "თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!"

 

 1577

 გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა

 ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,

 კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,

 და მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

 

 1578

 სამ თვე ვლეს, - ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა!

 მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!

 მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,

 და ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura