მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 52448 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

– Я вас любил

 

"Я вас любил: любовь еще, быть может,

 В душе моей угасла не совсем;

 Но пусть она вас больше не тревожит;

 Я не хочу печалить вас ничем.

 Я вас любил безмолвно, безнадежно,

 То робостью, то ревностью томим;

 Я вас любил так искренно, так нежно,

 Как дай вам бог любимой быть другим."

 

  (А.С. Пушкин)

თარგმანი: პაოლო იაშვილისა


მე თქვენ მიყვარდით: და ვინ იცის, ეს გრძნობა დიდი

იქნებ ჩემს სულში ჩარჩენილა, ვით ნათლის სვეტი,

მაგრამ მე თქვენი შეშფოთება არ მინდა მითი,

და თქვენი გულის დაღონებაც არ მინდა მეტი.


მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, უხმოდ, უთქმელად,

ხან მოკრძალებით, ხანაც ვიყავ ეჭვით ფარული,

მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად,

რომ ღმერთმა მოგცეთ ასეთივე სხვა სიყვარული.


თარგმანი: მიხეილ ქვლივიძისა


მე თქვენ მიყვარდით... სიყვარული ჯერ კიდევ იქნებ

მთლად არ გამქრალა და ჩემშია, ძვირფასო, ისევ,

მაგრამ ამაზე ნუ  იდარდებთ, თქვენს ნათელ ფიქრებს

მე ხელმეორედ მღელვარების არ მივცემ მიზეზს...


მე თქვენ მიყვარდით უნუგეშოდ, ფარულად, უხმოდ

ხან უძლურებით და ხან ეჭვით ვიყავი სავსე,

მე თქვენ მიყვარდით ისე წრფელად  და ისე უღვრთოდ,

რომ ღმერთს ვთხოვ: - ღმერთო, ნეტა სხვასაც უყვარდეთ ასე!

 

თარგმანი: ალექსანდრე ელერდაშვილისა


მე თქვენ მიყვარდით, იმ სიყვარულს ჩემი სულისთვის

არ ჩაჰქრობია, შესაძლოა, ყველა სანთელი,

მაგრამ ნურასდროს დაგანაღვლებთ ეს, ღვთის გულისთვის,

არ მინდა წყენა მოგაყენოთ ჩემი სათქმელით.

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, სიტყვის უთქმელად,

ვიყავ ხან კრძალვით გატანჯული, ხან ეჭვით სავსე;

მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად,

რომ ღმერთმა მოგცეთ - ვინმე სხვასაც უყვარდეთ ასე.

 

თარგმანი: ვასილ გულეურისა


მე თქვენ მიყვარდით!.. შეიძლება, ეს სიყვარული 

ჯერ არ ჩამქრალა ამ ჩემს გულში, ისევ ხმიანობს, 

მაგრამ დაე, ნუ შეგაშფოთებთ გრძნობა ფარული, 

არ მსურს რაიმემ დაგაღონოთ, გასევდიანოთ.

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, რიდით, მალულად, 

ხან ეჭვი მკლავდა, მაგრამ ტრფობა მქონდა მხურვალე. 

მე თქვენ მიყვარდით ისე წრფელად, ისე სათუთად, 

ღმერთმა ქნას, ასე მომავალში სხვასაც უყვარდეთ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალექსანდრე პუშკინი  • • •   ალექსანდრე პუშკინის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ