წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 1159 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

 ლურჯი ტალღით,

 ცელქით, ლაღით,

 ქოჩორს იყრის ტბის ფაფარი;

 მთვარის გული,

 დასისხლული,

 დაჰქათქათებს თავს დამდნარი;

 შორით გედი,

 თეთრი გედი,

 ერთვის ნელა ტბისა ქშენას;

 და განცდილი, 

 მწვავი - ტკბილი,

 ეწვეთება სათუთ სმენას…

 

 თვლემავს ნელა

 ის თეთრყელა,

 აგონდება ტურფა ლედა:

 როს მწყურვალი

 და მხურვალი

 მისი მკერდით სუნთქვას ლევდა;

 ოჰ, იმ სუნთქვის, 

 ტკბილის, უთქმის,

 ახლაც ათრობს მას სურნელი;

 ფრთას ისწორებს, 

 თავს იწონებს,

 ტკბილ ხსოვნაში სძირავს ნელი…

 

 და იქ, შორ - შორს, 

 ვერცხლის ქოჩორს

 უცხო ხილვა თავს ადნება:

 თითქო ქაფში,

 თუ სარდაფში,

 ტურფა ლედა იბადება;

 შეჰკრა გედი, იცნო ბედი.

 გადაეშვა ტბის ლურჯა მკერდს;

 ლაღი - ფრენით,

 ვნება - ლხენით,

 აღწევს სატრფოს, ქაფად ნაკვეთს…

 

 მაგრამ ლედა,

 ტკბილი ელდა.

 გაჰქრა სადღაც, ვით ჩვენება;

 შეჰკრთა მჭვრეტი,

 ტანწერწეტი,

 მოსწყდა გული, გატყდა ნება;

 გედი ქაფ - ტანს,

 სევდას ატანს,

 ეკვრის გულით, ტანჯვას უფრთხობს;

 ხოლო შორით

 მწარე გრძნობით -

 ვეღარ ნახავ - ნისლი უხმობს…

 

 შედრკა გედი,

 იხსნა მკერდი,

 ყელი ლაღი მოიღერა;

 გულ - ჩამწყდარი,

 და თან მტკბარი,

 იწყო ცრემლთა მან სიმღერა;

 ტბის ფართე გულს,

 ათრთოლებულს,

 ეფინება ჰანგი მწირის;

 გედი დნება,

 გედი კვდება

 გედი ჰყივის, გედი სტირის...

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura