წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 726 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რაფიელ ერისთავი - ლექსები

 

ვეტრფი შავსა თვალებსა,

ვეტრფი სხივებრ მაკებსა,

სიყვარულით სავსეთა,

ელვა არ მაკმარესა,

დახე, მათთა კამკამთა,

ჰკრიან შავთა წამწამთა, -

ისარი მკრეს მე გულსა,

დღენი გამიმწარესა!


მე არ მიყვარს თვალები,

თუ რომ იყვნენ მწვანენი,

ეშმაკობით სავსენი,

ქაჯთა დასახმარენი,

მე გულს შემიხმუჭვნიან,

ვერას გავიხარენი, -

ნაპერწკალი არ იხრწნის

მათში ბრწყინვალებისა!


ნაცრის ფერი თვალები,

გრილნი, მეტად მკრთალები,

ტყუილად კი არა სთქვეს -

ფიჩხულთდასაგვანები…

რა წამს მათ დავინახავ; -

როგორ არ გებრალები, -

ჟრჟოლას ვიწყებ, მომივა

მე დრო გაცივებისა!


წაბლის ფერსა თვალებსა,

თავს ვინც ათაყვანებსა,

სიმშვიდეს ემონება,

მითვე ინეტარებსა,

მათთან თვის საუკუნეს

ტკბილად გაატარებსა, -

მარადიღა ილოცოს

სახელი ღმრთაებისა!


ვიშ, ვიშ ცისფერო თვალებო

სიყრმისავითა მალნო!

მე ნუ მიმზერთ მრისხანედ,

ანგელოზთა სამალნო,

თქვენი ელვა მსგავსია,

ჩემი გულის წამალნო, -

ვითომც სხივი გფერნოდეს

სამოთხის კარებისა!..

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura