მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2940 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

რისთვის მიყვარხარ? - ამის ცნობა შენ გენებება?

საბრალო გული, მე, უბადრუკს, ვისთვის მეგზნება?

- მაშ, ჩემო ღმერთავ, დავიჩოქო, მომეცი ნება,

ჭეშმარიტებით ვაღიარო მე აღსარება:


ცხოვრება ჩემი წყაროსავით მომდინარებდა,

ვერც სოფლის ღელვა, ვერცა ჟინი მას ვერ არევდა

რასა ვგონებდი, თუ ვინმე მას ააჩქარებდა

და ჩემი ხვედრი მე სიცოცხლეს გამიმწარებდა!…


მომეღო ცნობა პირველადვე, რა გნახე შენა,

ვუძღვენ მადლობა მას, ვინც, ტურფად, შენ დაგამშვენა:

ვინც ამა სოფელს მოგიყვანა ჩემდა სალხენად,

ვინც ჩემ ნუგეშად, ჩემს ცხოვრებად შენ აღგაშენა!…


გულისა მეფავ, გულს მომეცი მაშინ ფონება!…

შენკენ ფრინავდნენ მყის გრძნობანი, მათთან გონება

შენ იქმენ ჩემთვის ცხოვრება და კრეზის ქონება…

მე მაშინ გულსა განვიზრახე შენი მონება…


ხვედრმაც ღიმილით გადმომხედა, მომცა იმედი,

აღმითქვა შენი მეუფება - რასაც ვძიებდი!

აგერ, ვამბობდი, შემეცვლება მასთან ბეჭედი…

მაგრამ, ვაიმე! შედგა ჩალხი, გაბრუნდა ბედი!..


რისთვის მიყვარხარ? - მისთვის, რომ ხარ ეგრე ლამაზი:

წყნარი და მშვიდი, მასთან მარდი, ვით რამ გავაზი,

ვარდის და ბროლის ხარ სადარი, ტურფა და ნაზი…

მისთვის მიყვარხარ, რადგანა ხარ უფლისა ვაზი!


მაშ, ღმერთმა მკითხოს, თუ ოდესმე ეს სიყვარული

ან გავიგრილო, ან შევსცვალო მე შენზე გული,

უკუნისამდე თუ არ ვიყო მე შენი ყული,

მხვდეს რისხვა ღვთისა, მეხი ცისა, ვიყო წყეული.


რისთვის მიყვარხარ? - მისთვის, რომ გულს მიჩინე წყლული,

რადგან ვიტანჯვი შენის ეშხით გაბრუებული,

რომ არ მიწყალებ, არ გიბრავლი, ბეჩავ, ბედკრული!..

მისთვის მიყვარხარ, რადგანა ხარ უმანკო სული!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ