მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3200 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

კარგა ხანია ახლობლად გთვლიდი,

თან გდევდი გულის უაზრო ხეთქვით.

მაგრამ კრძალვით თუ რაღაცის რიდით

გულისნადები აქამდე ვერ ვთქვი.


ახლა კი ჩემ წილს ყველაფერს გიყოფ,

გეტრფი, გიმღერი, გლოცულობ, გლოცავ;

შენთვის თილისმა ეს ლექსი იყოს,

ჩემთვის კი - შენი პირველი კოცნა.


თქვი, სიყვარული თუკია ბრალი,

ან ნანდაური სხვაც ვინმე თუ გყავს;

მიყვარხარ, რა ვქნა, შენფერი ქალი,

ალბათ, სუყველას ჩემსავით უყვარს.


მაგრამ მაგ მკერდზე მე უნდა დავდნე,

მე უნდა ვიქცე შენს გამო ხელად...

ო, უკვე ვეღარ ავიტან ამდენს,

შენ, ჩემო ერთავ, შენ, ჩემო ყველავ!


და შენად კარად მალე მოვდგები,

მოვალ, მლოცველი მოვსულვარ ვითომც;

ზაფხულის მოსვლას რად ელოდები,

მე არც ზამთარში დაგაკლებ სითბოს!


რაც გამაჩნია, ყველაფერს გიყოფ,

გეტრფი, გეხვევი, გლოცულობ, გლოცავ...

შენთვის თილისმა ეს ლექსი იყოს,

ჩემთვის კი - შენი პირველი კოცნა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მინდია არაბული  • • •   მინდია არაბულის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ