წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 736 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ერთი კაცი შემომიჩნდა,

გაგირიგებ ლამაზ ქალსო,

ასეთია დალოცვილი,

მზეს უსწორებს მაღლა თვალსო.


მოინდომოს, ხვალ გაჰყვება

თუნდაც ბრძენს და თუნდაც გმირსო,

მზითევი აქვს, რა მზითევი!

ცხენს მოგცემს და უნაგირსო.


ოქრო, ვერცხლი და ზურმუხტი,

მის კალთაში ელავს, წვიმსო,

საბანი და ქვეშაგები,

იმდენი აქვს, ვეღარ თვლისო.


ვით კოლხეთის დედოფალი,

მარგალიტის ტახტზე ზისო,

დღისით ხალხში გამოგაჩენს,

დაგიამებს ღამე ძილსო.


აი, ასე შემომიჩნდა

მაჭანკალი - მარებელი,

სოფელ-სოფელ მარებელი,

კაცთა გამამწარებელი.


შემომიჩნდა ის წყეული,

დამიბნელა მთლად გონება,

გადამრია, დამახარბა

სხვისი განძი და ქონება.


მაყრიონიც მომაყენა

და ის ქალიც, ადრე დილით,

შევხედე და რას შევხედე!

დიდხანს ვიყავ დაბნედილი.


ყოფილა და რა ყოფილა!

წავიქეცი ბანზე ლამის,

რომ ვიხილე ის უკბილო,

კუზიანი და ელამი.


ვით ჯაგლაგი ცხენი ჩემი,

მოჩაქჩაქებს დედაბერი!

პატარძალი მომიყვანეს,

ჩემი ჭკუის შესაფერი...


ეზო-კარი დაიბუგოს.

ძირიანა, ფესვიანა,

სადაც იგი გაიზარდა

თავის ოქრო-ვერცხლიანა!


...რა მწარეა, შინ შეუშვა

ცრუპენტელა მაჭანკალი

ანდა კიდევ, მე რომ შემრჩა,

ამისთანა პატარძალი!

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura