წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 1618 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

რახილ, რა ხელმა გადმოგხატა ძველი ფრესკიდან,

ვნების ყვავილი, აკრძალული, შენ ვინ გაჩვენა?!

როს ცისკრის ვარსკვლავს იისფერი ცეცხლი ეკიდა,

მაშინ დაგწყევლა სიყვარულმა და შეგაჩვენა.


რახილ, შეხედე: იმგვარივე მზე არის დღესაც!

რახილ, რა ხელმა მოგაჩეჩა ძველი თალმუდი?!

ამღვრეულ კუროს - ზოდიაქოს გაჰყევი შენსას -

და მორჩილების სახლსა შინა აღარ დაბრუნდი!


ისმის ღიღინი მორწმუნეთა სინაგოგიდან,

შენ კი, შენ დღესაც ამქვეყნიურ ცოდვით დათვრები.

რახილ მოახლით მოედანზე გავლა მოგინდა,

რომ კვლავ იხილო, მამრის ჯილაგს ვით ენატრები.


ისეც შხივიან ჩახსნილ მკერდში მკვრივი ატმები,

ისევ კრუტუნებს ფოცხვერივით შენში ძახილი. . .

- რახიილ! - აღმოხდათ მოსეირეთ. მოდის რახილი:

და ვაი იმას, ვისაც ერთხელ შეუყვარდები!


ვაი, მომწვანო ზურმუხტები - შენი თვალები!

შენთან ეგვიპტის დედოფალიც იყო ბოგანო.

მაგრამ სიბერეს შენც კი ვერსად დაემალები,

რახილ, ღვთის წყრომავ, ფეხადგმულო ცოდვის გორგალო!


რახილ, ვინ მოგყავს მშვენიერი მოკლე საბელით,

ვინ არის იგი, დალალებით წითლად ნაფერით,

შენი გულისთვის თუ კაენმა მოკლა აბელი,

ო, მაშინ უნდა ეპატიოს სულყველაფერი.


რახილ, მითხარი ვისთვის გინდა ძუ მსხმოიარე,

ვნების მტევნებით, მაცდუნებელ თვალთა ხამხამით?

მოდიხარ, სურვილს ხანძარივით მოაბრიალებ,

და მაღალ მკერდზე მსხვილ ალმასებს გააქვთ ხარხარი.


რახილ, მითხარი რა ხილია შენი თანმხლები,

მხრებზე ხავერდის ხენდროსფერი წამოსასხამით?

ხმაურობს ხალხი ხვავრიელად დახრილ დახლებით,

რაბინს ქათმებით ახორხლილი მისდევს ხახამი...


რახილ, მითხარი, ვისთვის გინდა მსხვერპლი ახალი,

რისთვის გაზმორებს ზეზეურად სიზმართ მორევი?

ეშმაკმა უწყის საიდუმლო შენი ზრახვანი!

ქალი არ არის ქვეყანაზე შენი მომრევი!


ჩაიარა და თან წაიღო მთელი უბანი,

მშვენიერ მხევლებს შურით დარჩათ თვალი დათხრილი.

შეყვარებული, ამაყი და თავისუფალი,

ცოდვილი სულის წარსაწყმედად მიდის რახილი."

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura