წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 9339 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

“ ენთო დარბაზი, გუნდი მღეროდა,

ხმებს მიჰყვებოდა საკრავთა ჰანგი

და დედოფალი ანთებულ მზერით

ხალისს მატებდა მხიარულ ნადიმს.

 

მერმე აიღო ოქროს ფიალა -

თითქოს შიგ რაღაც იხილა ავი;

სახეს დაეცა ჩრდილი მთლიანად

და ძირს ჩაჰკიდა ლამაზი თავი.

 

უეცრად დაცხრნენ მონადიმენი,

მოდგა დუმილი ყოველი მხრიდან

და დედოფალმა მცირე ხნის მერმე

ასწია თავი და ბრძანა მშვიდად:

 

სიყვარულს ჩემსას მიელტვით, ვიცი,

ყველა, ვინც ახლა აქაა ირგვლივ;

პირობა ჩემი იქნება მტკიცე,

თანასწორობის გთავაზობთ გვირგვინს:

 

ვყიდი სიყვარულს! არავის არსად

არ მოსწრებია ამგვარი რამე,

თქვით, რომელს ნებავს სიცოცხლის ფასად

იყიდოს ჩემი მხურვალე ღამე?

 

ზარი დაეცა უეცრად ყველას,

გულები მძლავრმა მოიცვა ვნებამ

და დედოფალი უჩუმრად ღელავს,

თუმცა სახეზე კადნიერება გადაჰფენია.

დაცინვით მკვეთრით

უმზერს დარბაზში შეკრებილ აშიკთ.

უცებ ხალხის წინ გამოდის ერთი

და კიდევ ორი მოჰყვება ვაჟი.

 

გულუშიშარად მოდის სამივე

და დედოფალიც გამოეგება...

მორჩა, წინ სამი მწველი ღამეა,

სამივ სიკვდილის საწოლზე წვება!

 

შერძწუნებულმა უცნაურ ამბით

ხალხმა უნებურ თავი დახარა.

საბედისწერო საწყაოს ირგვლივ 

მოდგა სამივე წილის საყარად.

 

ფლავიუს იყო მათში პირველი,

გმირი ქველობით გასაკვირველი.

თურმე მეუღლის მზვაობრობისგან

სული უწუხდა დღე და მოსწრება

და როგორც ომში, სისხლის ჩქერალში

გადეშვებოდა თურმე მღერალი -

ისე მიიღო ეს გამოწვევაც.

 

მას მერე წარსდგა ბრძენი კრიტონი,

დიდ ეპიკურეს  ყრმა მიმდევარი,

ის ვინც უმღერდა ამურს, კიპრიდას

და იყო მათთვის ღამის მთევარი...

 

ხოლო მესამე-ღვთაების მსგავსი,

ვით გაზაფხულის პირველი გაშლა,

მისი სახელი აღარვის ახსოვს,

ამწვანებოდა ულვაში ახლად;

თვალებში ენთო შუქი გრძნეული,

მთლად აღტაცებად იყო ქცეული.

უდუღდა გულში ჭაბუკურ ვნების

ჯერ განუცდელი მხურვალე ალი

და დედოფალმა იდუმალ ნებით, 

სწორედ ამ ჭაბუკს დაადგა თვალი.

 

- ვფიცავ შენს სახელს განცხრომის ღმერთავ,

რომ ხარკი გელის ჯერარნახული,

რომ სარეცელზე ამ ვაჟთან ერთად

ვიქნები მხოლოდ შენი მსახური.

 

მომაპყარ ხედვა, კიპრიდავ მძლავრო,

და თქვენც იხილეთ, ღმერთნო ჰადესის-

ღამე, რომელსაც ალერსით გავლევ...

ამბორით, ცეცხლზე უმხურვალესით

დავაგზნებ ყოვლის დამბუგავ ვნებას-

სანამ რიჟრაჟი ამოვა დილის,

დავდნები, როგორც შანდალში ცვილი...

 

...და ვფიცავ, დილა რომ აენთება

და ქვეყნად გაშლის სხივების ყვავილს,-

რიჟრაჟთან ერთად მოიკვეთება

ამ ბედნიერი ვაჟკაცის თავი...”

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura