თემატიკა
 
 
 
 

 

 

 

  ნანახია 8083 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! 

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. 

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, 

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

 

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, - 

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე! 

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების 

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

 

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, 

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული - 

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა 

და სიყვარულის დღესასწაული.

 
 
 

უკან

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ფრაზა
  • პოეზია

 

რა განსხვავებაა ჭკვიანსა და ბრძენს შორის?

ჭკვიანი - ნებიმიერი სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს.

ბრძენი - ასეთ სიტუაციებში არასოდეს ხვდება.

 

 

 

დღის აურა