წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 44599 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

- დიდებულნი გავისტუმრე. დარდი უფრო შემომაწვა და გამახელა. მისი არა ვიცოდი რა და მომეტებულად ეს მტანჯავდა. მინდვრის მხარეს რომ ზღუდე მქონდა აგებული, იმას გადავადექ და... საშინელი ამბავი შევიტყვე, მიკვირს, თავი რომ არ მოვიკალი! ორი ქვეითად მომავალი დავინახე და წინ მივეგებე. ვიღაც მონას ქალი მოჰყავდა, ვიცანი, ვინც იყო:


"თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე,

აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე”.


მისი შემყურე დავიბენი და სიშმაგე მომერია. რა ამბავია ჩვენს თავს, რა მეხი დაგვცემია-მეთქი, შორიდანვე შევეხმიანე. მან საბრალოდ შემომტირა და ძლივს ესღა დაიჩივლა: "ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”.

ახლოს რომ მივედი, კვლავ ვკითხე: რა დაგვმართია, მართალი თქვი-მეთქი. ისევ საცოდავად ამიტირდა, მწუხარებით გაოგნებულს დიდხანს ენა ვეღარ მოებრუნებინა, "მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი”.

მერე მუდარით მითხრა: მოგახსენებ, რაღას დაგიმალავ? ოღონდ, როგორც მე გაგახარო, შენც ისეთი მოწყალება მიყავ: გეხვეწები, ღვთის გულისათვის შემიბრალე და "დამხსენ ჩემსა საწუთროსა”, ნუ მაცოცხლებო!

- როცა სასიძო მოჰკალი და ხმა დაგივარდა, - მიამბობდა ასმათი, - მეფე ზე აიჭრა და გამწარებულმა ყვირილი მორთო, მყისვე შენ გიხმო. მოგნახეს და, შინ რომ არ იყავ, მოახსენეს, სადღაც წასულაო.

მაშინ კი მოჰყვა ჩივილსა და მუქარას: ძალიან კარგად ვიცი, რად დაუღვრია სისხლიო, მას ჩემი ქალი უყვარდა, "რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან”. თავი მომიკვდეს, თუ ჩემი და ცოცხალი დავარჩინო, ღვთის მადლმა, სულს ტანჯვით ამოვხდი, ეს რა მიყო, რანაირი აუზრდიაო:


"მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!

მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?!”


აქ ტარიელმა გაიხსენა, რომ ფარსადანს წესად ჰქონოდა დადებული, თავი იშვიათად დაეფიცებინა, მაგრამ თუკი დაიფიცებდა, აასრულებდა კიდეც.

- ვიღაც ავმა და ბოროტმა მეფის ეს წყრომა რა მოისმინა, მივიდა და ყველაფერი შეატყობინაო "დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის”, ისევ მიამბობდა ასმათი.

შენმა ძმამ საქვეყნოდ თავი დაიფიცა, რომ ცოცხალს აღარ დაგარჩენსო. ღმერთია მოწამე, ბრალი არა მიმიძღვის რაო, თქვა დავარმა, მაგრამ, რახან ასეა, ვის გამოც და ვისი გულისთვისაც ვკვდები, ერთმანეთს ვეღარ ეღირსონო, დაიქადა.


"პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს,

შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს”.


დავარი უშვერად ლანძღავდა ნესტანს, რას არ უწოდებდა, თანაც მოთქმა-ტირილით ემუქრებოდა: საქმრო ხომ მოაკვლევინე და მეც ტყუილუბრალოდ ვიღუპები, იცოდე, არც შენ გაგახარებ, "აწ ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე”, ვინცა გწადიაო.


"ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,

დაალება, დაალურჯა, მედგრად პირი მოიქუშნა,

მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა,

ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა”.


- როცა დავარი მისი ცემით გაძღა, ორი მონა იხმო, ქაჯებს რომ ჰგვანდნენ, და კიდობანი მოატანინა. "მას შიგან ჩასვეს იგი მზე” ჯიქურ და უბოდიშოდ, როგორც ტყვედპყრობილი. ზღვისაკენ სარკმელი იყო, კიდობნიანად იქიდან გადაიპარნენ და გაუჩინარდნენ.

გაბოროტებული დავარი გონს მოეგო და გამწარდა: ეს რა ჩავიდინე, ნამდვილად დასაქოლი ვარ! სიცოცხლე მაინც მომძაგებია და, ვიდრე ჩემი ძმა მომკლავდეს, ბარემ თავს მოვიკლავო, თქვა და "დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა”.

- არ გიკვირს, მახვილით გული მეც რად არ გავიგმირეო, შესაბრალისად შემომტირა ასმათმა, ცრემლად რომ იღვრებოდა. ახლა ის მიყავ, რაც "მმართებს ამისსა მახარობელსა, ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!”

- ერთობ გავქვავდი, გული ლოდივით დამიმძიმდა, მაინც ვანუგეშე: რა შენი ბრალია, წავალ, მოვძებნი, ზღვა და ხმელს შევაჯერებ-მეთქი.


"მეტმან ზარმან გამაშმაგა. მომივიდა ცხრო და თრთოლა.

გულსა ვუთხარ: `ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,

გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა”.


ვისაც ჩემთან წამოსვლა გინდათ, აჰა, ჟამია-მეთქი, მივმართე მეომართ. შევეკაზმე, შევჯექი და წამოვედი. ასსამოცი რჩეული მოყმე გამომყვა, ჩემთან ხანმონათევი და მისანდო.

ზღვას მივაშურე, ხომალდში ჩავსხედით და გავემართეთ. ზღვაში მარჯვე ადგილი დავიჭირეთ, საცა ყოველი მხრიდან მომავალ ხომალდს უნდა გამოევლო, და უნახავი არავინ გაგვიშვია. ამაოდ მოვილოდინე, ვერა გავიგე რა, და "შმაგი უფრო გავე-ვშმაგდი”. თურმე ღმერთს ძალზე ვსძულებივარ, ასე რომ გამწირა!

- მთელი წელიწადი რომ დავყავ, "ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა” და ნაპირზე გადმოველ. გული ერთობ გამიმხეცდა, აღარავის ვუსმენდი. მხლებელნი ამომიწყდა და, ვინც ცოცხალი დარჩენილიყო, ისინიც დამეფანტნენ. ორიოდე მსახური და ასმათიღა შემრჩა, ტკბილი ასმათი, ვის ამაგსაც ვერასოდეს გადავიხდი.


"მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,

ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura