წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 55190 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

- მთელი ღამე მევლო. დილით ზღვის ნაპირას ბაღი გამოჩნდა, მეორე მხარეს კლდის მღვიმეები იყო. ისე შევატყვე, ქალაქს მივუახლოვდით. `არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი”, და ქალაქში შესვლას იქ შეჩერება ვარჩიე. შესასვენებლად ლაღად აზრდილ ხეთა ჩეროში ჩამოვხტი. მსახურთ პური ჭამეს, მე კი თვალი მოვატყუე, მივიძინე.


"მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური:

ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,

ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური”.


- ძახილი მომესმა და იქით გავიხედე: მოყმე იყო, ამაყად ყიოდა და ზღვისპირ შავ ტაიჭს ქარივით დააქროლებდა, გაფიცხებული "მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა”, ხელთ სისხლით მოსვრილი ხმლის ნატეხი ეჭირა, თვითონაც სისხლი ჩამოსდიოდა, დაჭრილი ტკივილს გაემწარებინა.

მისი ნახვის წადილმა შემიპყრო, მყისვე მსახური მივადევნე და შევუთვალე: შეჩერდი, ლომს ვინ გიბედავს დაგჩაგროს, მიჩვენე-მეთქი. მან არ მოუსმინა, ხმაც არ გასცა. "ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა”, და ვუთხარი: შეჩერდი, გამაგებინე, რა მოგსვლია-მეთქი. შემომხედა, მოვეწონე და შედგა.


"გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: 'შენ ასეთნი ხენი ვინ ჰხენ!'

მერმე მითხრა: 'მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:

იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,

უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ'".


მისმა თვალტანადობამ მეც გამაოცა და მომხიბლა. ვუთხარი: კარგი ჭაბუკი იარებს არ შეუდრკება, დაწყნარდი, ხის ძირას ჩრდილში ჩამოვსხდეთ-მეთქი. დამიჯერა და გამომყვა, ერთმანეთს მამა-შვილივით შევეტკბეთ.

ერთი ჩემი მსახური დასტაქარი იყო, ისრის პირები ფრთხილად ამოუღო და წყლულნი შუხვია. მერე ვკითხე, ვინ ხარ ან ვინ გავნო-მეთქი. გიამბობო, დამპირდა და


"პირველ მითხრა: არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამსგავსო

ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო.

რამან შეგქმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?

ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?!"


მულღაზანზარის მეფე ვარ, ფრიდონი მქვიანო, მითხრა, მახლობლად ქალაქი მაქვს და ტახტი იქ მიდგას, აქედან მოკიდებული ჩემი სამფლობელოა, მცირეაო, მაგრამ "ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი”. მერე მიამბო:

- პაპაჩემმა ვაჟიშვილები რომ გაყო, ზღვაში ერთი კუნძულია, იგი ბიძაჩემს არგუნა, ოღონდ იმ კუნძულში წილი მეც დამიდო. იქ კარგი სანადირო ადგილებია, მე არ მერგო, მაინც ვჩემულობდი და ბიძაშვილები მომერჩოდნენ.

დღესაც გამოველ, ქორ-შავარდნით მინდოდა მენადირა და ხუთიოდე ბაზიერი ვიახლე, სხვა არავინ. ლაშქარს ვუბრძანე დამლოდებოდა. ზღვის შტო ნავით გადავცურე და კუნძულზე გავედი, მოზიარენი არაფრად ჩამიგდია, ჩემიანებია და რად დავერიდო-მეთქი.

ვნადირობდი და ყიჟინასა ვსცემდი. ჯავრი მოსვლოდათ, ასე როგორ გაგვითამამდაო. ლაშქარი ფარულად დამახვიეს, ნავებითა და ხომალდებით გზა შემიკრეს, დრო მიხელთეს, მათ სიმრავლეს რომ არას დაგიდევდი. ბიძაშვილები თავადაც შემსხდარიყვნენ და დიდი ჯარით აქეთ ჩემს ლაშქარს ეომებოდნენ.


"მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,

ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,

ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა,

სწადდეს, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა."


უკან ხომ დიდი ლაშქარი მომდევდა, იქიდანაც მიტევდნენ და აქედანაც, "არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს”, ერთი მხრიდან რომ ვერ დამჯაბნეს, ირგვლივ მომეჯარნენ.

ხმალმა მიმტყუნა, გამიტყდა, ისარიც გამომელია. რაღა მექნა, ნავიდან ცხენი ვასკუპე და "ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე”. მდევართ მივუბრუნდებოდი და შავ დღეს ვაყრიდი, უკანვე გარბოდნენ. მხლებელნი იქვე დამრჩნენ და ყველანი დამიხოცეს.


"აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!

ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!

ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,

ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!"


- უფრო მეტად მომეწონა ფრიდონი, ჩემი გული ერთობ მოინადირა. ვუთხარი: რა გეჩქარება, ჯერ იარები მოგიშუშდეს, მერე კი მეც წამოგყვები და იმათ სულ მუსრი გავავლოთ, ჩვენ ორს ერთად რა მეომარი დაგვიმაგრდება-მეთქი.

საჩემოდ მაგას რა ლხინი შეედრებაო, მომიგო, სიკვდილამდე შენი მადლიერი და მონა-მორჩილი დავრჩებიო. მიგვიწვია და წაგვიძღვა. რა მივედით, ვნახეთ, თუმცა პატარა, მაგრამ მართლაც სიტურფითა და სიკეთით სავსე ქალაქი იყო, ყველას მდიდრულად ეცვა.

ნაბრძოლსა და დაწყლულებულს ლაშქარი ერთი ვაი-ვიშით გამოეგება, "პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა”, ეხვეოდნენ და ხმალს უკოცნიდნენ. მეც დიდი ამბით შემხვდენენ, იმათაც


"კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი,

შემასხმიდიან ქებასა: მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!”


- ფრიდონი მალე მომჯობინდა, ცხენზე შეჯდომა და აბჯარ-იარაღის ხმარება შეეძლო. მისი ნახვა ერთ რამედ ღირდა: "კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!” ნავ-ხომალდნი დავკაზმეთ და დიდი ლაშქრით საომრად გავემზადენით. გულხელდაკრეფილნი არც ისინი მსხდარან, ჩაბალახი ჩამოებურათ და შებმას გვიპირებდნენ.

- ზღვაში რომ შევცურეთ, წინ რამდენიმე ნავი ერთად მომეგება, ამაოდ გარჯილიყვნენ: ფიცხლად ზედ შევეჯახე, "ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა”.

მეორე ნავსაც მივსწვდი, კიდეზე ხელი მოვავლე და 'ზღვას დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა!” სხვებმა იკადრეს გაქცევა და სამალავს მიაშურეს. მხილველთ უკვირდათ და ქებას მასხამდნენ. რა ზღვა გავიარეთ და ხმელზე გავედით, ცხენდაცხენ შემოგვიტიეს, სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა.


"მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:

იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია”.


ორივე ბიძაშვილნი ხმლით მარჯვედ ჩამოყარა, მერე მაგრად გათოკა და, ამის დამნახავნი, "მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა”. მტრის ლაშქარს ვეკვეთეთ და ზარდაცემულნი გავფანტეთ, გაქცეულთ "ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით”.

ქალაქი ფიცხლად დავიჭირეთ. ნადავლი განძეულობა აღარაფერში ეტეოდა. ფრიდონმა საუნჯენი მოინახულა, თავისი ბეჭდით დაბეჭდა და წამოვიდა, ორივე ბიძაშვილი ტყვედ იახლა:


"მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა.

ჩემი თქვეს, თუ: ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”


- მულღაზანზარს დაბრუნებულთ მოქალაქენი დიდი ჟრიამულით დაგვიხვდნენ. იყო ერთი ზეიმი და თვალის სეირი, "აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან”. მე და ფრიდონს ქება-დიდებას გვასხამდნენ და მოწიწებით გვიხსენიებდნენ, მას მეფედ, მე კი მეფეთმეფედ მიხმობდნენ.


"დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით,

ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ-იეფობით”.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura