წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 38050 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

თუ კაცს მოთმინება შესწევს, დიაცის დაქსელილ ტრფობის ბადეს უნდა განერიდოს: ვნებააშლილი თვალს თვალში გაგიყრის, მოგხიბლავს, მიგიზიდავს, მიგინდობს, თავადაც მოგენდობა და... ანაზდად გიღალატებს, არ დაგზოგავს, არ შეგიბრალებს. ახლა მოდი და მას საიდუმლო გაუმჟღავნე, სულერთია, რაც გინდა იყოს!


"სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:

გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,

მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,

მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის."


ფატმანს ავთანდილის ნდომა გულს ჩავარდნოდა. მალე მისი ტრფობის ცეცხლი ისე მძლავრად შემოენთო, ვერა და ვერ მალავდა. გამწარებული ვაებდა და თვალთაგან ცრემლს აწვიმებდა. აღარ იცოდა, რა ექნა: მიღმა ვუთხრა, ვაითუ გამიწყრეს და ჭვრეტაც დამანატროსო, არადა რანაირად გავუძლო ამ ცეცხლს, სულ უფრო მეტად რომ მწვავს და მდაგავსო!

ვეტყვი, მაინც ვეტყვი და ან მომკლას, ან დამარჩინოს, უთქმელობით ხომ ჩემს წყლულს მაინც არა ეწამლება რაო: "მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს?!” მოყმეს წერილი მისწერა, სიბრალულით კაცს რომ გულს შეუძრავდა, დაუფარავად აუწყა, მისი მიჯნურობით რა სატანჯველსაც მისცემოდა:


"ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,

მით შეგქმნა მოშორვებულთა ლხინად, არ ჭირთა მწადებლად,

ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,

მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.


შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,

ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!

შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემიცა ჭნებიან,

სრულად დამწვარ ვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან."


- მოწმედ თვით ღმერთი მყავს, რა შიშითა და ძრწოლით გწერ ამას, მაგრამ ბედკრულმა რა ვიღონო, მოთმინება რომ ერთობ დამკარგვია, მაგ შავი წამწამების ისართა სობას გული ნიადაგ ხომ ვერ გაუძლებს?! თუ რამეს მიშველი, მიშველე, თორემ საცაა გავგიჟდები! ვიდრე პასუხი მომივიდოდეს და შევიტყობდე, დასამიწებლად გამწირე, თუ მოგენაღვლე და ვერ გამიმეტე, მანამდე კიდევ გავძლებ სულდგმული, რაგინდ ვეწამო. ან სიკვდილი და ან სიცოცხლე, ნეტავ, როდის გადამიწყდება?!

მისი წერილი ავთანდილმა ისე წაიკითხა, თითქოს დას ან ნათესავს მოეწეროს. არ იცისო ჩემი გულისნადები, ვისი ვარ და ვინ მეტრფიალება, სად ეგ და სად ჩემი მზე, ან კი იმას რად ვადარებო, ფიქრობდა ჭაბუკი და ფატმანზე ჯავრი მოსდიოდა.


"თქვა: `ყვავი ვარდსა რას აქმნევს, ანუ რა მისი ფერია!

მაგრამ მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.

უმსავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”


გმობით რომ გული იჯერა, მერე სხვარიგად განსაჯა:

- თავს იქით შემწე ვინა მყავს და, რახან მისი პოვნა მწადია, ვისთვისაც გადმოვხვეწილვარ, მმართებს, რომ გულისყური ერთობ იმაზედ მქონდეს მიპყრობილი, როგორმე მის კვალს მივაგნო. დიაცს ვინც უყვარს, "გაექსვის და მისცემს გულსა”, სირცხვილს არას დაგიდევს, რაც რამ იცის, უამბობს, ხვაშიადს უკლებლივ გაუმჟღავნებს.

ის დიაციც ბევრი ვინმეს მნახველია, ყოველი მხრიდან მოსულ მგზავრთა ცნობისმოყვარე მასპინძელი. მიჯობს სურვილი ავუსრულო, არ გავაწბილო, ვინ უწყის, იქნება მან იცოდეს ის საიდუმლო, ესოდენი წვითა და დაგვით მე რომ დავეძებ, დაუფარავად ყოველივე მიამბოს და მომეშველოს მოძმის ვალი გადავიხადო, ჩემი გულისთვის მძიმე სატანჯველს რომ არ მოერიდა და სისხლის ცრემლი ღვარა.


"კვლა იტყვის: `ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების,

მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების, 

ბინდის გვარია სოფელი, ეს თურმე ამად ბინდდების,

კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura