მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 101714 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- ქვეყნის მანათობელო მზეო ზეცით მოვლენილო, - სწერდა ფატმანი, - შენგან შორს მყოფთა დამწველო და ამაჟრჟოლებო, "ტურფაო, ლამაზ-ენაო, ბროლო და ლალო, ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!” შენი ამბავი თუმცა თავად არ გამიმხილე, მაინც გავიგე დანამდვილებით, გული დავიტკბე და დავიამე.

ახლა ტარიელს წერილი და "ნიშანი რამ გაუგზავნე”, გაახარე უშენობით გაშმაგებული! გწამდეს, საწადელს ეწევით და "იგი ვარდობდეს, შენ იე”.

აქ მისი ძმადნაფიცია მოსული, არაბი მოყმე ავთანდილი, როსტევან მეფის სახელოვანი სარდალი, და შენ დაგეძებს. ეს ზანგი იმიტომ გამოვგზავნეთ, ქაჯეთისა ყოველივე დაწვრილებით გვინდა შევიტყოთ: ზღვის გაღმა მხარეს წასული ლაშქარი თუ დაბრუნდა, "ვინ არიან მცველნი შენნი” ან მათ ვინ მოთავეობს.

მანდაური რაც რამ იცოდე, უკლებლივ გაგვაგებინე, მოიწერე, ბრძენსა და თამამს როგორც შეგშვენის. მხნედ იყავ, აქამდე რა ჭირიც გინახავს, ლხინად შეგეცვლება, ვგონებ, ღვთის ნებით მალე შეგყაროთ ერთმანეთის შესაფერი უებრო მიჯნურნი!

ფატმანმა წერილი გრძნეულ ზანგს მისცა და უბრძანა, "მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!” გრძნეულმა ტანთ საგრძნეულო წამოსასხამი წამოისხა და წამსვე ისარივით გაფრინდა, გადაიკარგა. შებინდებისას უკვე ქაჯეთს იყო მისული. უამრავ მოყმეთ, მცველად რომ იდგნენ, გვერდი უჩინრად აუარა, ციხის დახშული კარნი ისე შევლო, თითქოს ღია ყოფილიყოს, და:


"შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი,

იგი მზე დაკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,

შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის-ფერად - იანი."


ზანგმა დაამშვიდა: ვინა გგონივარ, გული რაზედ მიგდის? მე ფატმანმა გამომგზავნა, სასურველი ამბავი მომიტანია, თუ არა გჯერა, აი, წერილი მოგართვი და დარწმუნდებიო, "მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”

ფატმანის ხსენებაზე ქალი გაოცდა, თვალები ფართოდ გაახილა და შავი წამწამები შეარხია: "ნუშნი გააპნის, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა”. წერილი გამოართვა, კითხულობდა და მდუღარე ცრემლით ალბობდა, საბრალოდ მგმინავი. ქალს უკვირდა, საიდან გაუგიათ, რომ ისევ სული მიდგასო. ზანგსა სთხოვა, მიამბე, ჩემი მძებნელი ვინ არისო. მან მოახსენა: 

- რაც წამოსულხარ, უშენობით მზე დაგვბნელებია. ფატმანი ხომ გულს ლახვარგაწონილი გაუთავებლივ მოგტირის, მისი ცრემლი ზღვას ერთვის. აქ ერთხელ ადრეც გამომგზავნა და შენი ამბავი მივართვი. ახლა ვინმე მკლავ მაგარი და პირმშვენიერი მოყმე ეწვია და, რაც რამ თავს ჭირი გადაგხდომია, დაწვრილებით მოუყვა. ის მოყმე დაგეძებს. მალე უნდა დავბრუნდე, მოუთმენლად მიმელიან.

- ეტყობა, მართალს ამბობ, - უთხრა ქალმა, - უეჭველად ჩემი დამწველი სადმე ცოცხალია, თორემ ფატმანმა რა იცოდა, `ვიყავ ვისი წანაგვარი?” წერილს მივსწერ და შენც მოახსენე, რარიგ გულმდუღარეცა ვარ!

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ