წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 21598 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ასე იარეს სამი თვე და, ის იყო ინდოეთის საზღვარს მიუახლოვდნენ, ქედზე შეფენილი ლაშქარი დაინახეს. ტარიელმა იეჭვა ლაშქარი ვისიც უნდა ყოფილიყო და აღნიშნა კიდეც:


"იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;

ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი"


ავთანდილმა შეჰკადრა ტარიელს, სიტყვები რა საჭიროა, შევებრძოლოთ და ჩვენი ძალა ვაჩვენოთო. მეგობრები დაეკაზმნენ საომრად, 
საუკეთესო ცხენებზე შესხდნენ და ლაშქართან ერთად ქედი ისე ჩაიქროლოეს, ბუქი დააყენეს. წინ მომავალი დარაჯნი ცხენებიდან ჩამოყარეს და "ვისნი ხართო?" - დაეკითხეს.


"მათ მოხსენეს: "ტურფაო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი,

რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი".

უბრძანა: "წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი,

და აცნობეთ თქვენსა პატრონსა: "მოვლენ გულითა ქებულნი."


უთხარით თქვენს პატრონს, რომ ტარიელი ვარ, ინდოთა მაღალი ხელმწიფე. როგორ გაბედა ინდოეთს მოსდგომოდა?  მოვედი როგორც ცეცხლი, და მზად ვარ ჩემი ხმალი მის ტანზე დავაბლაგვო. მოპარვით მოსვლა არ მწადია, გაემზადოს, რაზმი დააწყოს და შემებას. ჩემი მორევა თუ დაიქადა, მუზარადს ჩაბალახად გადავუქცევ.

დარაჯები წავიდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ და მალე რამაზს ყველაფერი მოახსენეს, დამალვა არც კი უცდიათ: - ინდოთა მეფე ტარიელი მოდის, ლაშქარიც კარგი ჰყავს, ჩვენსას ერთი-ორად სჯობს, ინდოთა დროშა ხელს უპყრია და: "დროშა არაბთა მეფისა მას თანა შენატყუბია;", ამას გარდა მასთან არის მზე მოყმე ფრიდონი, "რომელმან შექმნა სისხლისა გუბია."

ცოტა ხნის შემდეგ ხუთასი ცხენოსანი გამოჩნდა, არაბი მეომრები საბრძოლველად მოემზადნენ, თუმცა:  ტარიელ ეტყვის: "ნუ იქმთო", მისცა სიტყვისა ნანანი; და მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი." რამაზი მუხლებზე დაეცა, ფეხებზე მოეხვია ტარიელს და შებრალება სთხოვა.

ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მომკალი, ხუთასი ვეზირი მახლავს და მათაც თავები დასჭერი, ოღონდ სპათ ნუ დაჰხოცავ, უდანაშაულოები არიანო. ტარიელი მოლბა, ნუ დაჰხოცავთო - ბრძანა და ყველას შეუნდო: "ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია"


"ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე:

ესეაო მამაცისა მეტის-მეტი სიგულოვნე:

ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე;

და გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე."


ერთი კაცი მახარობლად ლაშქარს გაუგზავნეს - აღარ დაგხოცავთ, შეგიწყალათო. ლაშქარმა გაიხარა, ბუკსა კრა და ტარიელს სიხარულით მიეგება.

მათ ბოლომდე კიდევ არ სჯეროდათ, რომ ტარიელს იხილავდნენ. მართალია დროშა იცნეს, მაგრამ მაინც ეჭვობდნენ, რამე ღალატი არ იყოსო.


"ტარიელ მიდგა, უყივლა:"მე მოველ, მეფე თქვენიო,

თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,"


მაშინ ყველამ იცნო ტარიელი და "სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია". ქალაქის კარნი და კლიტენი გაიხსნა და ყველა სიხარულით მათ შეეგება. ტარიელმა და ნესტანმა რა დაინახეს ფლასით დამოსილი ვეზირნი, გაიგეს ფარსადან მეფის სიკვდილის ამბავი.

თავს დატეხილი აუტანელი მწუხარებით განაწამები საბრალო მამა ასულმა მწარედ დაიტირა, გულსაკლავად ვაებდა და ცრემლი ნაკადად სდიოდა, "ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა”.

ნესტანთან ერთად ტარიელიც ხმამაღლა დასტიროდა გამზრდელ ხელმწიფეს, თავ-პირში იცემდა და თმას იგლეჯდა, "გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია”.

ცოტათი რომ სული მოიბრუნეს, აღარ დაახანეს და ინდოეთის სატახტოსაკენ ფიცხლად გაეშურნენ. მათ დაბრუნებას ყველა ზეიმით ხვდებოდა. დიდებულნი ტკბილად მოეგებნენ და მოწიწებით თაყვანი სცეს.

დედოფალმა უზომოდ გაიხარა მათი ნახვით, ორივე მხურვალედ ჩაიკრა გულში, ცრემლი მოსწმინდა, ანუგეშა - აღარ არის გლოვის დრო, რადგან ღმერთმა დიდი მწუხარება დიდი სიხარულით შეგვიცვალაო და თავადაც:


"მოიშორვა
კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,

გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა."


აი
სასახლეშიც მივიდნენ. დიდებულები გამოეგებნენ და ერთმანეთი დიდი სიყვარულით მოიკითხეს. ტარიელმა დედოფალს ავთანდილი და ფრიდონი წარუდგინა - ესენი არიან ჩვენი მხსნელნი, "ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება."

ტკბილად აჟღერდა საკრავთ ხმა, ზეიმი გაჩაღდა. ქალ-ვაჟი ინდოეთის სახელმწიფო ტახტზედ დასვეს და დალოცეს, სასოებით მიანდეს შვიდი სამეფოს ბედ-იღბალი. "თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახეთ, მზეცა ვერა სჯობდეს!”

მძიმეზე მძიმე განსაცდელის შემდეგ გაუგონარი სიხარული ხვდათ წილად. აქამდე რაც ტანჯვა გამოევლოთ, ერთობ "დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი”. ასე ყოფილა, შვება-სიამეს თურმე სრულად ვერ იგემებს, ვისაც გასაჭირი არ გამოუვლია: "ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი”.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura