მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9023 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სტაფილო, კვერცხი და ყავა - ტიბეტური სიბრძნეტიბეტელ ბერთან მისი მოსწავლე მივიდა და შესჩივლა:

- მასწავლებელო, დავიღალე, ძალიან მძიმე ცხოვრება მაქვს, უამრავი სირთულეებითა და პრობლემებით აღსავსე. ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ, ყველგან დაბრკოლებას ვაწყდები, ძალებიც გამომელია... რა გავაკეთო?

მასწავლებელმა, პასუხის ნაცვლად, ცეცხლზე წყლით სავსე სამი ჭურჭელი შემოდგა. ერთში სტაფილო ჩააგდო, მეორეში კვერცხი, ხოლო მესამეში დაფქვული ყავის მარცვლები ჩაყარა.

გარკვეული დროის შემდეგ მან ამოიღო წყლიდან სტაფილო, კვერცხი, ხოლო მესამე ჭურჭლიდან სითხე ყავის ფინჯანში ჩაასხა.

- რა შეიცვალა? - ჰკითხა მან მოსწავლეს.

- კვერცხი და სტაფილო მოიხარშა, ხოლო ყავა წყალში გაიხსნა. - უპასუხა მოსწავლემ.

- არა, უთხრა მასწავლებელმა, ეს საკითხის მხოლოდ ზედაპირული შეფასებაა. აი, შეხედე, - მაგარი სტაფილო, ადუღებულ წყალში ყოფნის შედეგად რბილი და ადვილად დამყოლი გახდა. მყიფე და თხევადი კვერცხი კი პირიქით - მაგარი. გარეგნული იერსახე არც ერთ მათგანს არ შეუცვლია, მათ მხოლოდ შეიცვალეს საკუთარი სტრუქტურა ერთნაირად არახელსაყრელი გარემოების, - მდუღარე წყლის ზეგავლენით.

ასეა ადამიანებშიც...  გარეგნულად ძლიერი შეიძლება დაიშალოს და სუსტი გახდეს იქ, სადაც სუსტი და ნაზი  გამაგრდეს და გაძლიერდეს.

- და ყავა? - შეეკითხა მოსწავლე.

- ო! ეს ყველაზე საინტერესოა! ყავის მარცვლები მთლიანად გაიხსნა ახალ, მტრულ გარემოში და შეცვალა იგი - გადააქცია უბრალო მდუღარე წყალი შესანიშნავ, არომატულ სასმელად.

არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც არა თუ იცვლებიან გარემოებათა ცვლის შედეგად, არამედ ცუდი ცხოვრებისეული სიტუაციებიდან იღებენ გამოცდილებას, ცოდნას, და ნებისმიერ არასასიამოვნო მდგომარეობას სასურველ და სასიამოვნო გარემოებად გადააქცევენ ხოლმე...

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ