მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5101 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბაყაყების კროსიერთხელაც, ბაყაყების ჯგუფმა  გადაწყვიტა მოეწყო შეჯიბრი სირბილში. მათი მიზანი იყო  მიეღწიათ მაღალი კოშკის უმაღლეს მწვერვალამდე.

შეიკრიბა უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი, ზოგი სანახაობისთვის, ზოგი მონაწილეთა გასამხნევებლად.

მალე კროსიც დაიწყო. სიმართლე რომ ვთქვათ, მაყურებელთაგან არავის სჯეროდა, რომ ბაყაყებს შეეძლოთ მიეღწიათ კოშკის უმაღლეს მწვერვალამდე.

ისინი ამას არა მარტო გულში ფიქრობდნენ, არამედ ხმამაღალი შეძახილებითაც გამოხატავდნენ:

- ეს ხომ შეუძლებელია!!!

აგრეთვე:

- ეს ხომ უმძიმესი ამოცანაა!

ან:

- მათ არაფერი გამოუვათ, კოშკი ძალიან მაღალია!

და მართლაც, ერთი-მეორის მიყოლებით, ბაყაყებმა დისტანციიდან გადახვევა დაიწყეს. დაქანცულობისგან ხან ერთი ჩაიმუხლებდა და ჩამოჯდებოდა ხელჩაქნეული, ხან მეორე, ხან მესამე...

შეძახილები კი არ წყდებოდა:

- აი, არ ვამბობდით?

- აბა რა ეგონათ, როგორ შეიძლებოდა მათ ამხელა მწვერვალისთვის მიეღწიათ!

- არავის შეუძლია დაძლიოს ეს სიმაღლე!

- განა შეიძლება ბაყაყმა ეს შეძლოს?

სულ უფრო მეტი ბაყაყი კარგავდა უკანასკნელ ძალებს და ეთიშებოდა შეჯიბრს. მხოლოდ ერთი ბაყაყს არ სურდა დანებება და აგრძელებდა შეუპოვრად მიზნისკენ სვლას.

ბოლოს და ბოლოს მონაწილეთაგან აღარავინ დარჩა, გარდა ამ ბაყაყისა, რომელმაც წარმოუდგენელი ენერგიის დაძაბვით მაინც შეძლო და მიაღწია კოშკის მწვერვალს.

კროსის დასრულების შემდეგ, მონაწილენი, გულშემატკივრები და უბრალოდ ცნობისმოყვარენი შემოეხვივნენ გამარჯვებულს და მოინდომეს გაეგოთ როგორ მოახერხა მან ეს.

და როცა კითხვები დააყარეს, გამარჯვებულმა არავის უპასუხა, იგი იდგა და უხერხულად იღიმებოდა.

გამარჯვებული ბაყაყი ყრუ იყო...

 
 
 

კომენტარები
მაიკო
2019-07-25
მაგარია მართლა
იანა
2018-12-09
ჰა ჰა ჰა - ძალიან მაგარია :)))
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ