მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 14777 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ვიდრე დაეუფლებით ორატორული ხელოვნების საიდუმლოს, უნდა ეცადოთ თავი აარიდოთ ამ  სფეროში ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს.

კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებმა გაანალიზეს და შედარება მოახდინეს დილეტანტებისა და პროფესიონალი ორატორების ქმედებებს შორის.

გამოიყენეთ მათ კვლევებზე დაყრდნობით აღმოცენებული რჩევები და მიხვდებით როგორ გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა და თვითკონტროლი საჯარო გამოსვლების დროს.

 

შეუსაბამობა

 

შეუსაბამობაროდესაც თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვის შინაარსი არ ემთხვევა საუბრის ტონს, მიმიკას და  გარეგნულ იერსახეს, აუდიტორია ამას უმალვე ამჩნევს.

აუდიტორია ფლობს შეუცდომელ უნარს, გამოიცნოს ორატორის განწყობა და პირადი მდგომარეობა.

თუ წარმოთქვამთ - ,,გამარჯობათ მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით” - აკანკალებული ხმითა და ღილების წამდაუწუმ  სწორებით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მომენტალურად გაქრება პირადად თქვენდამი და წარმოთქმულისადმი ნდობა.

ამიტომ, ეცადეთ თქვენი ნათქვამის განწყობა გაიზიაროთ გულწრფელად. ანუ თუ ამბობთ მე მიხარია! - ნამდვილად გაიხარეთ აუდიტორიის წინაშე. თავდაჯერებულად გადაეცით განწყობა მსმენელთ.

კარგ განწყობაზე დამდგარი ადამიანები, უკეთესად აღიქვამენ  ინფორმაციას და უჩნდებათ კონტაქტის გაგრძელების სურვილი.

თუ გუნებაზე არ ხართ, არ არის საჭირო ტყუილი. ეცადეთ მსმენელის თანაგრძნობა მოიპოვოთ და აღიაროთ ,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ცოტათი ვღელავ”, ამ შემთხვევაში გულწრფელი მოსაუბრისა და მართალი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ.

 

თავის მართლება

 

თავის მართლებაგაითვალისწინეთ, რომ მსმენელთათვის სულ ერთია: ნერვიულობთ თუ არა, რამდენი ხანი ემზადებოდით გამოსვლისათვის და რამდენად გამოცდილი ხართ საჯარო გამოსვლებში.

ამიტომ, ნუ დაიწყებთ თავის მართლებას წინასწარ ,,მე ცუდი ორატორი ვარ, იშვიათად მიხდება საზოგადოების წინაშე წარდგენა", "ამ საქმეში გამოუცდელი ვარ და შეიძლება არ გამომივიდეს” - სწორედ ასე იწყებენ გამოსვლას დილეტანტი ორატორები.

ისინი ამგვარად ცდილობენ წინასწარ გამოიწვიონ თანაგრძნობა და მიიღონ ინდულგენცია ცუდი გამოსვლისათვის.

გზავნილი თითქოსდა გულწრფელია, თუმცა ცუდ შედეგებამდე მივყავართ. სტუმრები ვერ ითავისებენ რისთვის მოვიდნენ, თუ  თავად წარმდგენი წინასწარ აღიარებს, რომ გამოსვლა უვარგისი იქნება.

აუდიტორია ეგოისტური წარმონაქმნია, ის პირველ რიგში საკუთარ თავზე ფიქრობს. ამიტომ, გამოსვლის პირველივე სიტყვებით სწორედ მას მიმართეთ. პირველ ადგილზე დააყენეთ მისი განცდები და სურვილები.

თქვენი მიზანია ინფორმირებული, მოტივირებული გახადოთ ან გაართოთ პუბლიკა. მთავარია არა ის, თუ რას ამბობოთ ან რას გრძნობთ, არამედ ის, თუ რა ინფორმაციას იღებს და როგორ განწყობაზე დგება აუდიტორია თქვენი გამოსვლის დროს.

ამიტომ, იმგვარად უნდა ისაუბროთ, თითოეულმა  მსმენელმა იგრძნოს, რომ ჩაწვდით მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, რომ ესაუბრებით თითოეულს პერსონალურად.

თუ ასე მოიქცევით, მსმენელთა უმეტესობა უბრალოდ არ მიაქცევს ყურადღებას თქვენს მღელვარებას, ვინაიდან უპირატესობას მიანიჭებს სარგებელს, რომელსაც მიიღებს თქვენი გამოსვლის შედეგად.

მღელვარება შემცირდება, თუ მეტ ყურადღებას გადაიტანთ სხვა ადამიანებზე და მათ ინტერესებზე.

 

მობოდიშება

 

მობოდიშებაეს შეცდომა წინას ჰგავს. დამწყებ ორატორებს უყვართ მობოდიშება. ბევრი მათგანი ცდილობს წინასწარ მოიბოდიშოს და ძალიან ხშირად ითხოვს პატიებას ცუდი მოხსენების გამო - გთხოვთ მომიტევოთ: (გაციებული ხმის, მოუწესრიგებელი გარეგნობის, ძალიან მოკლე გამოსვლის, უხარისხო მასალის, გრძელი, დამღლელი სიტყვის და ა.შ) გამო.

გახსოვდეთ, რომ აუდიტორია არ არის თქვენი მოძღვარი, რომ ცოდვები შეგინდოთ. ამიტომ უკეთესია, თუ თავიდანვე აღმოფხვრით ყველა იმ ხარვეზს, რის გამოც შეიძლება მობოდიშებამ მოგიწიოთ.

თუ არსებობს ისეთი  რამ, რისი თავიდან აცილებაც არ შეგიძლიათ, უბრალოდ თქვით ”ძალიან  ვწუხვარ”!

მაგრამ ყველაზე უკეთესია თუ მიეჩვევით იმას, რომ ნაკლი ღირსებად გადააქციოთ. მაგალითად -” დღეს გაციებული ვარ და ხმა ცუდ მდგომარეობაში მაქვს, ამიტომ გთხოვთ რაც შეიძლება მომიახლოვდეთ და ჩემთან ახლოს დაჯდეთ (ან დადგეთ), ასე უკეთესად შევძლებთ ერთმანეთს სათქმელი გავუზიაროთ”.

ასეთ შემთხვევაში უხერხულობასაც აიცილებთ და აუდიტორიაც ჩათვლის, რომ კი არ ბოდიშობთ, არამედ მათზე ზრუნავთ.

 

თვალები და წარბები

 

თვალები და წარბებინამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ სრულყოფილად მართავთ საკუთარ მიმიკას? ბევრ ახალბედას უბრალოდ ეჩვენება, რომ ეს ასეა, სინამდვილეში კი მოუმზადებელი ადამიანისათვის მიმიკის მართვა სულაც  არ არის ადვილი.

სახის კუნთების მართვა ვარჯიშის გარეშე ძალიან ძნელია. იდუმალი და მომხიბვლელი გამომეტყველებიდან - შიშისაგან ფართოდ გახელილ თვალებამდე მხოლოდ რამოდენიმე მილიმეტრია, რომელიც კარდინალურად ცვლის აღქმის უნარს.

ფსიქოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აუდიტორია ორატორის თვალის მიდამოებს უთმობს 10-15-ჯერ მეტ ყურადღებას, ვიდრე სახის სხვა ნაწილებს.

წარბები თქვენი მიმიკის მთავარი ელემენტია, ისინი არა მარტო მიანიშნებენ თქვენს ემოციაზე, არამედ მართავენ მას. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თვალებსა და წარბებს. თუ ისინი იმასვე გამოხატავენ, რასაც თქვენი სიტყვები, - აუდიტორია შეგიყვარებთ.

ზოგ შემთხვევაში, ზედმეტად ზემოთ აწეული წარბები გაუბედაობისა და არაკომპეტენტურობის ნიშანია. მომღიმარი თვალები და სწორი წარბები კი ზუსტად ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ.

აუდიტორია სიამოვნებით მოგისმენთ  და დარწმუნდება თქვენს კომპეტენტურობაში.

ამიტომ ივარჯიშეთ სარკის წინ, დახვეწეთ საკუთარი მიმიკები. შეგიძლით ნახოთ თქვენი გამოსვლის ვიდეოჩანაწერი და ანალიზი გაუკეთოთ მას.

 

სიტყვების შერჩევა

 

სიტყვების შერჩევაადამიანებს ცალკეული სიტყვები უფრო ადრე ესმით და ითავისებენ, ვიდრე მთლიან წინადადებებს. ამიტომ ცალკეული სიტყვების მნიშვნელობაზე ისინი უფრო სწრაფად რეაგირებენ და მეტად ათვიცნობიერებენ მათ, ვიდრე მთლიან წინადადებას.

ასევე, უარყოფითი ნაწილაკი აღიქმება უფრო გვიან, ვიდრე დანარჩენი სიტყვები. ხანდახან კი საერთოდ  ყურადღების მიღმა რჩება.

ამიტომ, სიტყვათა ისეთი კონსტრუქციების გამოყენება როგორიცაა: ”არ მოიტანს დანაკარგს, არ იქნებოდა ცუდი, არ დავიშურებთ ძალისხმევას, არ მინდა თავი შეგაწყინოთ გრძელი სტატისტიკური მონაცემებით - ასეთი მიდგომა მსმენელში მოულოდნელ უარყოფით ეფექტს იწვევს.

კარგია თუ მოახერხებთ და სიტყვებს  გონებაში დაასურათებთ. ანტიკურ ხანაში რიტორიკის მასწავლებლები პირდაპირ თხოვდნენ მოსწავლეებს -,,მოყევით ისე, რომ დავინახო”...

სიტყვებმა უნდა შექმნას თქვენთვის სასურველი სურათი მსმენელთა გონებაში. ამიტომ გამოიყენეთ ისეთი ფრაზები რომელიც გაამყარებს თქვენს მიზანს. მსმენელამდე მხოლოდ ის უნდა მივიდეს, რაც თქვენ გსურთ.

პოზიტიური განწყობის შესაქმნელად იმის ნაცვლად რომ თქვათ, ”არ იქნებოდა ცუდი”, თქვით - ”ეს კარგი იქნებოდა” ან ”ეს ბრწყინვალე და შესანიშნავი იქნებოდა!” შექმენით პოზიტიური განწყობა პოზიტიური სიტყვებით, რადგან აუდიტორიის განწყობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.

 

იუმორის  გრძნობის უკმარისობა

 

იუმორის  გრძნობის უკმარისობანებისმიერ სტუდენტს შეხვედრია მომაბეზრებელი ლექტორი, რომელიც საუბრობს უმრავლესობისთვის გაუგებარი ტერმინოლოგიით და ეს გაუთავებლად გრძელდება ისე, რომ თითოეული სტუდენტის გონებისათვის როგორც ყოველი სიტყვა, ასევე მთლიანი შინაარსი შეუცნობელი და გაუგებარი რჩება.

ამიტომ, გაუგებრად გადმოცემული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, საინტერესო ამბებით შეცვალეთ.

თხრობის დროს გაიღიმეთ, მოყევით სახალისო ისტორიები, რომელიც სათქმელთანაა დაკავშირებული. მსმენელი პერიოდულად უნდა განტვირთოთ და შეასვენოთ.

ამ შემთხვევაში, აუდიტორია ყურადღებით მოგისმენთ და კეთილგანწყობილი და მადლიერი დაგრჩებათ.

შეგიძლიათ საკუთარ თავზეც მსუბუქად იხუმროთ, უამბეთ თუ რაიმე სახალისო დაუდევრობა ჩაგიდენიათ. მსმენელი ამას თავდაჯერებულობაში ჩაგითვლით.

რასაკვირველია არავინ არ ითხოვს თქვენგან ანეგდოტები მოყვეთ სამგლოვიარო მიტინგზე, თუმცა ზოგიერთი მნიშვნელოვანი თემის იუმორით შემსუბუქება აუცილებელია. ამავდროულად საჭიროა თემა მსმენელმა სერიოზულად აღიქვას.

სიცილი მაცოცხლებელი ძალაა ტვინის მუშაობისთვის. მაღალი კლასის პედაგოგებმა იციან, რომ კარგი განწყობა და იუმორი ადამიანს უძლიერებს სწავლის სურვილს და უფრო ეფექტურს ხდის ათვისების პროცესს.

სიცილი ეხმარება ადამიანს მოდუნდეს. ის ტვინში ისეთ ქიმიურ გარემოს ქმნის, რომელშიც უკეთესად ხდება ახალი ინფორმაციის აღქმა. ეს დადასტურებულია ნეიროქირურგების მიერ.

 

თავის  ყოვლისმცოდნედ  მოჩვენება

 

თავის  ყოვლისმცოდნედ  მოჩვენებათავდაუჯერებელ და მოუმზადებელ ორატორზე უარესია ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს.

ის თავს ყოველთვის იმ აუდიტორიაზე ჭკვიანად თვლის, რომელსაც მიმართავს. განთავისუფლდით იმ აზრისგან, რომ ყველა ერთად აღებულზე მეტი გესმით და იცით.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დახელოვნებული ხართ ორატორულ გამოსვლებში, გახსოვდეთ, რომ სხვა ზოგად საკითხებში შეიძლება აუდიტორიაში მყოფნი თქვენზე უკეთ ერკვეოდნენ.

ნუ მიიჩნევთ  აუდიტორიას თქვენზე ბრიყვად, რადგან საპასუხოდ იგივე რეაქციას მიიღებთ.

ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება მწარედ გაგაწბილოთ. თუ აუდიტორიიდან ისეთი კითხვა წამოვიდა რომელზეც წარმოდგენა არა გაქვთ, აღიარეთ, რომ ამ საკითხში ღრმად არ ხართ ჩახედული, ან მიუთითეთ იმ კომპეტენტურ ადამიანზე, ვისაც ამ კითხვაზე თქვენთვის ხელსაყრელი პასუხის გაცემა შეუძლია.

ამით გაცილებით დიდი სიმპატიას მოიპოვებთ, ვიდრე ფანტაზიით  განავრცოთ თქვენთვის უცნობი თემა. 

ახალი ინფორმაციის წარდგენის მსურველი ადამიანები ჩართეთ პრეზენტაციაში. სწორად შეაფასეთ მათი ცოდნა.

ამით რამდენიმე კურდღელს დაიჭერთ, რადგან გამოხატავთ სხდომის მონაწილეთა მიმართ პატივისცემას და მაცოცხლებელ ძალას შეიტანთ თქვენს გამოსვლაში, უფრო გაამდიდრებთ და განავრცობთ მას.

მადლობა გადაუხადეთ აუდიტორიას ჩართულობისათვის, ეს ერთმნიშვნელოვნად თქვენდამი მათ ინტერესს გამოხატავს.

რა თქმა უნდა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რის საშუალებას გაძლევთ განსაზღვრული რეგლამენტი.

 

მოუსვენრობა

 

მოუსვენრობააუდიტორიის წინაშე შიშის დასაძლევად ორატორმა შეიძლება მოუსვენრად იაროს ერთი ადგილიდან მეორისკენ. თავი მოარიდეთ მოუსვენარ მანიპულაციებს სხვადასხვა საგნებით. კათედრის აწევ დაწევას, ფანქრით თამაშსა და მითითებებს სხვადასხვა შეუსაბამო ზედმეტი ქმედებებით.

შედეგად აუდიტორია ყურადღებას თქვენს საქციელზე გადაიტანს და არა სასაუბრო თემაზე. მომხსენებლის ქმედებაში უნდა იგრძნობოდეს, თუ რამდენად თავდაჯერებულია იგი.

სცენაზე წამდაუწუმ  სიარული და ბოლთას ცემა შემთხვევითი არაა. ასეთი საქციელი იმაზე მიანიშნებს, რომ თავდაუჯერებელ ორატორს გაქცევა უნდა. ასევე აღიქმება აუდიტორიისაგანაც.

ასეთი ქმედებები საშინლად აღიზიანებს მსმენელს, ამიტომ იმის მაგივრად ყურადღებით გისმინოთ, ფიქრობს რა სასაყვედურო ფრაზას გეტყოდათ საშუალება რომ ჰქონოდათ.

საჯარო გამოსვლის ხანგრძლივობაზეც ბევრია დამოკიდებული, აგრეთვე იმ დაწესებულების თავისებურებაზედაც, სადაც მიმდინარეობს გამოსვლა და სხვა მრავალ ფაქტორზე.

მნიშვნელოვანია ისეთი ადგილი შეარჩიოთ, საიდანაც შეძლებთ მხედველობითი კონტაქტი დაამყაროთ მთელს აუდიტორიასთან.

თუმცა არც ისაა სასურველი ერთი ადგილი ტკეპნოთ. ორატორი, რომელიც მთელი გამოსვლის განმავლობაში კათედრას ეფარება, არ ტოვებს საუკეთესო გამომსვლელის შთაბეჭდილებას.

გადაადგილდით, თუმცა გათვითცნობიერებულად აკონტროლეთ სივრცე. საკითხის ცალკეული დეტალების განხილვისას, ცვალეთ პოზიციები. ამით გაცილებით გაუადვილებთ აუდიტორიას ინფორმაციის აღქმისა და დამახსოვრების შესაძლებლობას.

მოხსენების დასრულების შემდეგ, როცა იწყებთ მსმენელთა კითხვებზე პასუხების გაცემას, მშვიდად განაგრძეთ გადაადგილება სასცენო სივრცეში, ყურადღებით უსმინეთ შეკითხვებს და შეეცადეთ ზუსტი  პასუხები გასცეთ მას.

 

მონოტონურობა

 

მონოტონურობაარაფერია  აუდიტორიისთვის ისე მოსაბეზრებელი, როგორც საინტერესო მოხსენების ტექსტის მოსაწყენი, მონოტონური ხმით წაკითხვა.

ამ შემთხვევაში, ყველა წარმოთქმული მარცვალი ერთ მდინარედ მიედინება და გაუგებარია სად დასრულდა აზრი, ან დამთავრდა წინადადება.

ასეთი ორატორი საზოგადოებას აღიზიანებს და ღლის. მსმენელი თავს ძლივს იკავებს, რომ არ ჩამოეძინოს.

საუკეთესო ორატორი კი მთლიანად ფლობს აუდიტორიას. იმისათვის, რომ პუბლიკა ტონუსში ჰყავდეს, იგი მუდმივად ვარირებს ხმის სიძლიერითა და სიმაღლით.

როცა უნდა ინტერესი გააღრმავოს, ის ხმას უწევს და ანელებს სათქმელს. ხმამაღლა წარმოთქმით კი ხაზს უსვამს საკითხის მთავარ აქცენტებს. როცა საჭიროა ის ხმას მნიშვნლოვნებასა და დრამატიზმს მატებს.

ყურადღება მიაქციეთ თქვენი წარმოთქმულის ჟღერადობას. მკაფიოდ  გამოჰყავით მოხსენების საგულისხმო მომენტები, ციტატები. ხმით გამოხატეთ თქვენი გრძნობები და პუბლიკას მთლიანად დაიპყრობთ.

ამით საზოგადოების წინაშე წარმოჩინდებით, როგორც თავდაჯერებული, ენერგიული, საკუთარ საქმეზე შეყვარებული და კომპეტენტური ადამიანი.

 

პაუზების არარსებობა

 

პაუზების არარსებობაახალბედა ორატორებს პანიკურად ეშინიათ პაუზების, რომელიც გარდაუვალია აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს.

როგორც წესი ისინი ჩქარობენ შეავსონ ეს პაუზები სხვადასხვა უაზრო სიტყვებით.

საუბრის უინტერესოდ წარმართვის შემთხვევაში, მსმენელთა ნაწილი შესაძლოა აბსოლიტურად გამოეთიშოს მოსმენას, ნაწილი კი მოთმინებით დაითვლის წუთებს მოსაწყენი მოხსენების დამთავრებამდე. 

იმ მომენტში, როცა არაფერია სათქმელი, უმჯობესია გაჩუმდეთ და გააკეთოთ მოკრძალებული პაუზა მანამ, სანამდე მოიფიქრებთ რა თქვათ.

პერიოდულად ორატორს ესაჭიროება გარკვეული დრო ენერგიის მოსაკრებად, მასალების გადასახედად, შესაჯერებლად ან უბრალოდ წყლის დასალევად. ამ დროს აუდიტორიასაც ეძლევა საშუალება გააანალიზოს თქვენი ნათქვამი.

ორატორული ხელოვნების კარგი მცოდნეები პაუზებს მიზნობრივად იყენებენ, რათა მიაღწიონ გარკვეულ კავშირს აუდიტორიასთან. პაუზის გამოყენება ვიზუალური კონტაქტის დასამყარებლადაცაა საჭირო, რათა გადაამოწმოთ სწორად იყო თუ არა გაგებული თქვენი ნათქვამი.

პაუზები კარგია ასევე საუბრის მსვლელობაში დრამატიზმისა და დაძაბულების შემოსატანად, ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად  და ასე შემდეგ.

ამიტომ ნუ შეგეშინდებათ დროდადრო ზომიერი დოზით გააკეთოთ პაუზები. ჩვეულებრივ, პუბლიკა პაუზებს უფრო მოკლე ხანგრძლივობით აღიქვამს ვიდრე ეს ორატორს ეჩვენება.

 
 
 

კომენტარები
გიგა
2020-03-15
კარგი სტატიაა. დამეხმარა ძალიან.
დავით
2020-03-06
არსებობს ორატორული ხელოვნების რამე სკოლა? ან კურსები?
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ