მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 19760 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იმისათვის რომ მოიპოვოთ შინაგანი თავისუფლება, მნიშვნელოვანია ისწავლოთ როგორ გამოხატოთ თავისუფლად თქვენი გრძნობები და ემოციები.

ნუ შეგრცხვებათ გაიცინოთ, თუ მხიარულ განწყობაზე ხართ. მიეცით  თავს გაბრაზების უფლება მაშინ, როცა ამის საფუძველი გაგაჩნიათ და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ისე არ გაგიგებენ როგორც საჭიროა.

 

თავი დააღწიეთ ეჭვიანობას

 

თავი დააღწიეთ ეჭვიანობასრთულ სიტუაციაში, ხშირად ვერ პოულობთ სწორ გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ განიცდით დაბნეულობას, შებოჭილი ხართ, არ იცით როგორ მოახდინოთ გავლენა შექმნილ სიტუაციაზე. ამავდროულად მერყეობთ და ეჭვობთ, თუ რომელი მოქმედება იქნება მართებული კონკრეტულ მომენტში.

ამგვარი სიტუაციის გასაღები - თქვენი გრძნობებისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვაშია.

იმის გარკვევას, თუ რამდენად მართებულია თქვენი გადაწყვეტილებები, აზრი არა აქვს, რადგან ძალიან ხშირად ამის დასადგენად პრაქტიკულად დროც არ რჩება ხოლმე. ამიტომ, გაქვთ საკუთარ შეგრძნებებზე და ემოციებზე დაფუძნებული მოსაზრებები? - გამოავლინეთ იგი!

ფიქრში, თუ  რისი თქმა ან გაკეთებაა უკეთესი, ხელიდან გაუშვებთ დროს, შესაბამისად კი მომენტს, როცა თქვენი მოსაზრება შეიძლებოდა აქტუალური და გადამწყვეტიც კი ყოფილიყო.

გარდა ამისა, დაგრჩებათ დაუხარჯავი ემოციური მუხტი და ფიქრი, რომ ”ყველაფერი შეიძლებოდა კარგად ყოფილიყო თქვენ რომ მოსაზრება გამოგეთქვათ ან რამე მოქმედება განგეხორციელებინათ”, რაც დიდი ხნის განმავლობაში დაგტანჯავთ და მოსვენებას არ მოგცემთ.

 

თავი დააღწიეთ შიშის გრძნობას

 

თავი დააღწიეთ შიშის გრძნობასძალიან ხშირად, საკუთარი და მოწინააღმდეგის (პირობითად) ძალების შეფასებისას, სავარაუდოდ აზვიადებთ მოწინააღმდეგის ძალას და აკნინებთ საკუთარ შესაძლებლობებს.

ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე სრულიად უსუსური უნდა იყოს, რომ თქვენ არ გაგიჩნდეთ შიშის და მორიდებულობის გრძნობა მასთან მიმართებაში.

შიშის გრძნობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ თქვენ ამ ადამიანზე რაიმეთი მაინც ხართ დამოკიდებული. ამ დროს მის წინაშე საკუთარი მოსაზრების, და მითუმეტეს უკმაყოფილობის გამოთქმა თქვენს ძალებს აღემატება, რადგან შიშობთ რამე ისე არ გამოვიდეს, როგორც საჭიროა.

შეეცადეთ გადალახოთ შიში. მნიშვნელოვანია, რომ არსებული პრეტენზიები თანმიმდევრულად, წყნარად და ბოლომდე ჩამოაყალიბოთ. ნუ დაიტოვებთ გულში სულ მცირე უკმაყოფილებასაც კი.

გულჩახვეულობა მხოლოდ გავნებთ და დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი და შეკავებული პრეტენზიები ერთ დღეს მაინც გადმოიღვრება ისე, რომ ვეღარ გააკონტროლებთ და სასურველი შედეგის მიღების ნაცვლად საქმეს უფრო გაირთულებთ.

ან კიდევ უარესი, შეიძლება თქვენი რისხვა სრულიად უდანაშაულო, ახლობელ ადამიანებს დაატყდეს თავს, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე - თქვენივე  ოჯახის წევრებს, რომლებიც არ უნდა გააწამოთ თქვენი სისუსტით და უგერგილობით.

 

თავი დააღწიეთ დანაშაულის გრძნობას

 

თავი დააღწიეთ დანაშაულის გრძნობასერთის მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გრძნობაა. მისი წყალობით შეგიძლიათ გაიგოთ  სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, უკეთესად გაუგოთ სხვა ადამიანებს.

მაგრამ თუ ვერ უმკლავდებით საკუთარი დანაშაულის გრძნობას, რომელიც განუწყვეტლივ იზრდება რაოდენობაში, მაშინ შესაძლოა იგი უმძიმეს ბორკილად გადაგექცეთ, რომლის ზიდვა ძალიან გაგიჭირდებათ.

თუ დანაშაულის გრძნობის ჩარჩოში მოქცევა ვერ შეძელით, იგი დაეპატრონება თქვენს აზრებს და მოქმედებებს.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს გრძნობა მოდის მხოლოდ მაშინ, როცა სიტუაცია უკვე გამოსულია კონტროლიდან. ის აგირევთ აზრებს და არ მოგცემთ მოსვენებას მანამდე, სანამ არ ჩაწვდებით მის ჭეშმარიტ ბუნებას და არ მიხვდებით, რომ უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.

თქვენ და მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ პირველ რიგში საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი. ბევრისთვის ცნება ”საკუთარი თავის სიყვარული” რთული, გაუგებარი და მიუღებელია, მაგრამ თქვენთვის რეალიზებადი გახადეთ ცნება ”იზრუნეთ საკუთარ თავზე”, ან ”იმეგობრეთ საკუთარ თავთან”.

დროგამოშვებით იხუმრეთ საკუთარ თავზე, იუმორი საუკეთესო წამალია გაჭირვებიდან და სულელური მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. ის თქვენი საუკეთესო თანამზრახველი იქნება და დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ დანაშაულის გრძნობას.

გახსოვდეთ, რომ  გრძნობები თავისას ითხოვენ, ისინი გადახარშვას საჭიროებენ, ამიტომ ყოველთვის დაუთმეთ მათ ცოტაოდენი დრო და ყურადღება.

 

თავი დააღწიეთ აკრძალვებს

 

თავი დააღწიეთ აკრძალვებსოდესღაც ყველა ადამიანს ასწავლიდნენ, რომ: გაბრაზება - ცუდი ტონია, რომ მხოლოდ უნდა გაახარო და სიამოვნება მიანიჭო ირგვლივმყოფებს და ა.შ...

მაგრამ ამავე დროს, არავინ ასწავლიდა, რა უნდა მოუხერხო იმ ნეგატივს, რომელიც გინდა თუ არ გინდა, გროვდება პიროვნების შიგნით. 

რას იღებს ადამიანი ასაკთან ერთად? - უზარმაზარ ტვირთს ნეგატიური ემოციების სახით, რომელსაც მალავს საკუთარი ტვინის ვითომდა უხილავ კუნჭულებში. სინამდვილეში კი ეს დაგროვილი ტვირთი უკანვე უბრუნდება მას - მაღალი წნევის, კუჭის პრობლემების, გულის ტკივილის და ნერვული სტრესების სახით.

ამ ტვირთის გარეთ გამოშვებას და ყველა ნეგატიური ემოციის დავიწყებას კი ხელს უშლის აკრძალვები, რომელიც სათავეს ბავშვობიდან იღებს.

ამიტომ, მიეცით ხოლმე  საკუთარ თავს გაბრაზების უფლება! რეგულარულად (როცა მიზეზი გაქვთ) გაბრაზდით მთელი ძალით და დაიცალეთ უარყოფითი ემოციებისგან.

შემდეგ კი იმისათვის, რომ  მალე აღიდგინოთ ენერგია და ჩაჯდეთ ჩვეულ რითმში, იხუმრეთ და იუმორით შეხედეთ საკუთარ თავსა და ემოციებს.

ასე უფრო გაგიადვილდებათ...

 
 
 

კომენტარები
სოფო
2023-01-01
ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ. კონფლიქტს არასდროს ვიწყებ პირველი და ვითმენ გარკვეულ ზღვრამდე. მაგრამ როცა მოთმინების ფიალა მევსება, აღარფერს ვიტოვებ გულში. ვუფრთხილდები იმ ადამიანებს, ვინც მე მიფრთხილდება. ვინც არ ერიდება ჩემს გულის ტკენას, ის ასრულებს არსებობას ჩემს ცხოვრებაში. ზუსტად ვიცი ვისგან რას ველოდო. ილუზიებში არ ვცხოვრობ და გვერდით მხოლოდ ის ადამიანები მყავს, ვისაც ვაფასებ და იგივეს ვიღებ. არ ვხარჯავ დროს და ენერგიას არასწორ ადამიანებზე. ამის ფონზე ცხოვრება უფრო პოზიტიური და საინტერესოა. ეძებეთ ბედნიერება წვრილმანებში და არ იდარდოთ იმ ადამიანებზე, ვინც თქვენში სულს ვერ ხედავს.
ნატა
2020-06-19
სწორია, რაც წერია, მაგრამ რთულად დაძლევადია
ანდრია
2018-12-21
ნინო, გატყობთ კარგი ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენი თვითშეფასების დონე შემაშფოთებელია...
ნინო
2018-12-21
რატომღაც ყოველთვის დამთმობი,ჩუმი და მორცხვი ვიყავი.ბავშვობიდან ბევრ რამეს მიკრძალავდნენ და არ მოსწონდათ ჩემი სიმორცხვე.ყოფილა შემთხვევა,რომ რაღაც სიტუაციაში დამნაშავე არ ვიყავი და ხმა ვერ ამოვიღე.ბავშვობაში უფრო გამოვხატავდი ემოციებს, მაგრამ ახლა თავის მართვა მიჭირს.ემოციების გამოხატვის მეშინია.რომ დამცინებენ და ვერ გამიგებენ.მიჭირს ურთიერთობა ზოგიერთ ადამიანთან,რომლებსაც ვიცნობ დიდი ხანია.მგონია,რომ მათ აღარ ვაინტერესებ და მათთან თავს დამცირებულად,შეურაცხოფილად ვგრძნობ.მგონია,რომ ვერ მიგებენ.დღემდე გამოუთქმელი გრძნობა მტანჯავს.ახლა რაღა აზრი აქვს.ვერ გამოვხატავ საკუთარ აზრს,მხოლოდ იმიტომ,რომ მგონია სხვებს დავჩრდილავ ან რამეს ისე ვერ ვიტყვი და ამის გამო გამკიცხვენ.ყველაფერს ძაან განვიცდი.სხვებზე ვფიქრობ გამუდმებით და მაწუხებს მათი ბედი.ვიცი,რომ განსხვავებული ვარ,მაგრამ ბევრი ვერ მიღებს და მეც ვცდილობ მათთნაირი ვიყო,რადგან ბრბოს ვერ გავექეცი.სადაც ჩემი ადგილი არაა ყოველთვის იქ ვარ.მეშინია საკუთარი თავის აღიარების.არ ვარ გაბედული ადმიანი,რომ ყველასგავცე პასუხი უბრალოდ ეს ჩემს ინტერესებში არ შედის.არმინდა ადამიანებთან რაიმეს ახსნა _განმარტება მჭირდებოდეს.მინდა უსიტყვოდ მიგებდნენ.ადრე მართლაც ასე იყო და ახლა ყველაფერი შეიცვალა,მათ შორის მეც
ინა
2017-12-28
ამისთვის პირდაპირობაც საჩიროა ზოგი ადამიანი მხოლოდ ამის გამო ვერ გამოხატავს ბრაზს ან თუნდაც პოზიტიურ განწყობას
ციური
2017-05-04
თავისუფალი რომ იყო შენ ტავზე უნდა იმუშაო დიდებს გვიჭირს იმიტომ რომ ტავისუფლება ტავისუფლად ყველაფრის თქმა საჯაროდ გვგონია.ტავისუფალი და ლაღი ხარ როცა ვარი თქვი მრუშობაზე,ქურდობაზე,გოროტის კეთებაზე,შურზე,მე არ მეგულება ადამიანი ეს არ ამზიმებდეს განა მატ შეუზლიათ ლაღი იყოს არა ისინი ყვირიან სხვისი მისამარტით აქაოდა მე თავისუფალი ადამიანი ვარო.ვეცადოთვაპატიოთ დასაჯიროებისას ვამხილოტ სიყვარულიტ .აი ეგ არ შეგვიზლია ეგაა აღზდაში დაშვებული შეცდომა
უბრალოდ მე
2017-02-06
ცუდია რომ საქართველოში ცნება "ფსიქოლოგი" ისე აქტიურად არ მუშაობს, უფროსებს კი არა ბავშვებსაც ჭირდებათ ხოლმე ფსიქოლოგთან ვიზიტი,გასაუბრება და დახმარება მაგრამ რატომღაც გვეშინია ხმამაღლა თქმის.ხანდეხან კარგია გაჩუმება და ემოციების მოთოკვა მაგრამ არა ყოველთვის, ყველა ადამიანი თავისუფალია ანუ თავის უფალი და ყოველთვის სხვის ინერესებს არუნდა ემორჩილებოდეს,ზედმეტი თავმდაბლობა სამწუხაროდ არავის ჭირდება...მეტი თავდაჯერებულობა,მეტი რწმენა, მეტი სითამამე...წარმატებები ყველას
ნუგო დევიდ
2016-11-08
კარგია გაბრაზება მაგრამ ისე არა რომ სხვა დაზიანო გაბრაზების დროს ბალიში დაიდეთ პირზე და იყვირეთ ..
მე
2016-03-19
ძალიან მომწონს ახალგაზრდები ასეთ თავისუფალ აზროვნებას და საკუთარი პიროვნების წარმოჩენას რომ ეჩვევიან. ადამიანი თავისუფლებისთვისაა გაჩენილი, ღმერთმა ის ასეთად შექმნა და არა მონობისთვისთვის. ჩვენო შვილებო, თამამად იარეთ წინ (და არა თავხედურად), ბევრი ისწავლეთ, ბევრი იკითხეთ, იშრომეთ და განათლდით, რომ ისევ თქვენს თავს, თქვენს სამშობლოს და თქვენს მომავალს გამოადგეთ. ნუარფრის შეგეშინდებათ, ღმერთი მაღალია, წინ გამარჯვება და ძალიან ლამაზი ცხოვრებაა!
ნანა გობეჯიშვილი
2016-02-24
დავითის აბსოლუტურად მესმის...მისი "პრობლემა" თავშეკავებული რეაქციებია, იქ, სადაც არ უნდა გაჩუმებულიყო, ამას ბავშვობიდან გვინერგავდნენ და ეს არასწორია, გამოთქმაც არსებობს: "თუ ყველაფერზე გაჩუმდები, სიჩუმე მოგიღებს ბოლოს". შეიძლება ვერაფერი შეცვალო, მაგრამ უნდა თქვა, უთხრა...ახლა სკოლამდელ ასაკშივე არის რეკომენდაციები, რომ არ დაიჩაგროს ბავშვმა თავი, ისწავლოს პასუხის გაცემა, ამ პასუხებს ასერტული პასუხები ჰქვია. ასერტული პასუხი არის მოკლე, მკაფიო, ბრძანებლობითი ნათქვამი მჩაგვრელის მისამართით, მაგ."აღარ გაბედო ასეთი რამ".და სხვა, ახლა ასე ვასწავლით და მე ეს ძალიან მომწონს...გააჩნია რაზე გაჩუმდები, ამის გარჩევა უნდა შეგეძლოს, მოსესი არ იყოს, ებრაელები არიან ცოლ-ქმარი, კედლის იქით მოშე ცხოვრობს, მეზობელი, მოცე ვერ იძინებს და ცოლს ეუბნება სარას, ასი დოლარი ვალი რომ მაქვს მოშესი, ჯერ ვერ ვაძლევ და დარდით ვერ ვიძინებო, მოიცაო-უთხრა სარამ და გასძახა მოშეს, "მოშე, ჩემ ქმარ რო ასი დოლარი მართებს ვერ გაძლევს ჯერ და იცოდეო", ქმარს კი უთხრა "დაიძინე, ახლა იმან ინერვიულოს შენი პრობლემა აღარააო" ებრაელები ძალიან მოხერხებული და ბრძენი ხალხი არიან..ასე რომუპასუხო ემოციებს ზიანი მოაქვს...დავითს კი მინდა ერთი რამ ვურჩიო, როგორც ფსიქოლოგმა, თუ ვინმესთვის პასუხი უნდა გაგეცათ და ვერ მოახერხეთ, ვერ გაბედეთ, ისევ თქვენი თავმდაბლობისა და ღირსების გამო, მიუტევეთ მათ და აპატიეთ, ეს თქვით ხმამაღლა, ამოიღეთ გულიდან წარსული და მიუხურეთ კარი, ეს უარყოფითი ენერგია ანგრევს ადამიანს, არ მისცეთ მათ ამის უფლება კიდევ გააგრძელოვ მსგავსი რამ...დამიჯერეთ არც იმათ ექნებათ სულიერად აწყობილი ცხოვრება, შიძლება თქვენ კიდევ უკეთესად ხართ...გაიხედეთ წინ დაგაითავისუფლეთ გული.....დაისახეთ ახალი მიზანი და გწამდეთ, რომ გაიმარჯვებთ "
Davit
2015-09-03
ბავშვობიდან ვარ დაჩვეული დათმობას,მოთმენას,გატარებას,წყენის გულში ჩაკვლას და ა.შ. გამომიმუშავდა უნდარი ჩემი გრძნობების დამალვის. ყველა ვინც მიცნობს ვგონივარ მხიარული,მუდმივი პოზიტივით დამუხტული და ჭკუამხიარული ადამიანი,მაგრამ ყველაფერი ასე არაა. გარდატეხის ასაკის გამო გამიმძაფრდა ყველაფერი და დამეწყო უმიზეზო დეპრესიები,ოჯახთან ურთიერთობა გამიფუჭდა,მეგობრებს რომლებიც დიდი ხანია მგონია რომ მათ ძალიან ვუყვარვარ,ნელ-ნელა ვგრძნობ რომ სულაც არაა ასე და მათ "ვკიდივარ"
რომ ვუფიქრდები რომ ვის ვუყვარვარ ჭეშმარიტად მეგობრებიდან მხოლოდ ერთი-ორი მახსენდება. საზოგადოებაში გასვლა აღარ მიყვარს,პარკში რომ გავდივარ მეგობრებთან ერთად ვცდილობ რომ იმ ადგილებში გავიარო სადაც არავინაა,იქ დავჯდე სადაც არ დაგვინახავენ და ა.შ კიდევ ბევრი პრობლემა მაქვს საკუთარ თავთან,ვიცი რომ ეს ჩემშია პრობლემა და ნაწილობრივ ჩემს ირგვლივ მყოფი საზოგადოებისაც,მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ საკუთარი თავის გახსნას...
taso
2015-06-25
ასე მგონია ჩემზე საუბრობდით,საინტერესოა ნამდვილად
bachana
2015-04-07
ძალიან საინტერესო და ცხოვრების სინამდვილეა რომელიც ყოველ ჩვენთაგანშია და ყველამ უნდა გავითვალისჭინოთ
gaga
2015-01-27
ნამდვილად საინტერესო თემაა, ბევრ რამეს გავითვალისწინებ..!
eka
2014-12-27
რასაც წერრთ სინამდვილეა.მე არ შემიძლია მოვათავსო გულის კუნჯულში ბოღმა, იმწუთშივე ვიფეთქებ ხოლმე,მარა რა გამოვიდა,ავი ხარო, სიმართლის პირში მიძახება იციო და ეს არავის მოსწონს.რა ვქნა ამიხსენით
ekaterine
2014-01-29
ძალიან საინტერესო იყო....
nino
2013-11-09
მომეწონა. საინტერესო თემაა, რეალობასთან ახლოა .
natia chincharauli
2013-08-30
დზალიან საინტერესო მასალაა...მადლობა
taso
2013-07-05
ძალიან საინტერესო საკითხია და სულმოუთქმელადაც წავიკითხე, მაგრამ... ვისურვებდი უფრო დაწვრილებით ინფორმაციას...
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ