მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 66929 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

„რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი.

ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ!”

ნაპოლეონ ჰილი

 

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კარგად გაიაზრეთ შემდეგი:

ყველაფერი, რაც ხდება ბუნებაში, ხდება განსაზღვრული კანონების მიხედვით

 

წარმატების ფსიქოლოგიამუდმივად იფიქრეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ. თვითსრულყოფის პროცესს ხომ საზღვრები არა აქვს.

მნიშვნელოვანია სრულად აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და ეცადოთ მიეჩვიოთ რაციონალურად აზროვნებას. მხოლოდ ლოგიკურ აზროვნებაზე დაყრდნობით შეგიძლიათ გაერკვეთ და ჩამოგიყალიბდეთ აზრი გარე სამყაროზე.

შეეცადეთ შეცვალოთ უკეთესობისკენ ამ სამყაროში და საკუთარ თავში ის, რისი შეცვლაც გსურთ.

ნუ აჰყვებით ემოციებს, იფიქრეთ, იაზროვნეთ, სწორად შეაფასეთ მიმდინარე მოვლენები, ყოველი ღონე იხმარეთ, რათა მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები.

 

წარმატების მისაღწევად გააფართოვეთ თქვენი თვალსაწიერი

ადამიანმა, რომელსაც ვიწრო თვალსაწიერი აქვს, ცუდად იცის რას წარმოადგენს ჩვენი სამყარო და რას შეიძლება მიაღწიოს ამ სამყაროში.

მხოლოდ ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანს შეუძლია დაებადოს ისეთი იდეები, რომელიც მას წარმატებას მოუტანს.

ამიტომ, იყავით რაც შეიძლება ცოდნისმოყვარე! ისწავლეთ და გაიგეთ რაც შეიძლება მეტი, არასოდეს დაკმაყოფილდეთ იმით, რაც უკვე იცით. რეგულარულად გააფართოვეთ თქვენი ცოდნის საზღვრები.

 

წარმატება ურთიერთობის არეალის გაფართოებაა

წარმატების ფსიქოლოგიაგახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც შეიძლება მიაღწიოთ ცხოვრებაში, მიიღწევა მხოლოდ ადამიანების დახმარებით.

მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ რაღაც გიკარნახონ, გირჩიონ, რაიმეთი დაგეხმარონ, შემოგთავაზონ საქმიანი წინადადება და ა.შ.

თუ ეს არ შეუძლიათ გაგიკეთონ თქვენმა ახლობელმა და კარგად ნაცნობმა ადამიანებმა, მაშინ იგივე დახმარება შეიძლება აღმოგიჩინონ თქვენი ახლობლებისა და კარგი ნაცნობების ნაცნობებმა და ა.შ.

ამიტომ, რაც უფრო დიდია თქვენი ურთიერთობის არეალი და წრე ადამიანებისა, სადაც გიწევთ ურთიერთობა, მით უფრო მეტია წარმატების შანსი.

 

მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ რისი მიღწევა გსურთ და დახარჯეთ თქვენი რესურსების დიდი ნაწილი (დრო, ფული და სხვა)  იმ საქმეებზე, რომელიც ყველაზე მეტად გაახლოვებთ დასახულ მიზანს!

 

წარმატების ფსიქოლოგიათუ თქვენ საკუთარ თავს ვერ სცემთ პასუხს, რისკენ მიისწრაფით ცხოვრებაში, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

თუმცა, თუ იცით კიდეც, რა გსურთ, კარგად დაუკვირდით საკუთარ თავს, ხომ არ ხარჯავთ თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს არაეფექტურად?

დავუშვათ, თქვენ გადაწყვიტეთ მიაღწიოთ განსაზღვრულ მიზანს. იმისათვის რომ მიაღწიოთ ამ მიზანს, აუცილებელია გადადგათ სამი ნაბიჯი (პირობითად):

პირველი ნაბიჯი – გაახლოვებთ მიზანთან 80%-ით, თქვენგან კი მიაქვს 10% დრო და სახსრები.

მეორე ნაბიჯი – გაახლოვებთ მიზანთან 15%-ით, თქვენგან კი მიაქვს 50% რესურსი.

მესამე ნაბიჯი – გაახლოვებთ მიზანთან 5%-ით, თქვენგან კი მიაქვს 40% ძალა და რესურსი.

გასაგებია, რომ უნდა ჩამოყალიბდეთ და გადადგათ პირველი ნაბიჯი, მაგრამ დაფიქრდით, ყოველთვის ასე იქცევით ცხოვრებაში?

ხდება ხოლმე, რომ წვალობთ, დიდ დროსა და ენერგიას უთმობთ რთულად შესასრულებელ წვრილმანებს, მაშინ როცა შეიძლება შეიცვალოს რამე მთავარ საკითხში, ან საერთოდ ისე შეიცვალოს გარემოება, რომ თქვენი ძალა და ენერგია ტყუილად აღმოჩნდეს დაკარგული.

ამიტომ, ხშირად დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - ”რამდენად მაახლოვებს დასახულ მიზანთან და წარმატებასთან ის, რითაც ეხლა ვარ დაკავებული?  ხომ არ შეიძლება დავკავდე რამე უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანით, ვიმოქმედო უფრო ეფექტურად.”

 

მიზნისკენ  მიმავალ გზაზე დაჟინებით განახორციელეთ  მცდელობები ერთი მეორეზე მიყოლებით. ნურასოდეს დაყრით ფარ-ხმალს  

ყველა ახალი მცდელობა არა მარტო მექანიკურად დაგაახლოვებთ  მიზანს, არამედ შეგძენთ ყველაზე მთავარს, რაც დაგეხმარებათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში - ეს არის გამოცდილება. 

მიზნის მიღწევისთვის, ყოველი ახალი მცდელობის შემდეგ, თქვენ მიიღებთ სულ უფრო მეტ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ყოველი შემდგომი მცდელობა გაცილებით წარმატებული იყოს.

 

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე თუ არ გაგიმართლათ, მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულეთ, ხოლო თუ გაგიმართლათ, ბედს უმადლოდეთ და მადლობა შესწირეთ უფალს

მცდელობა იმისა, რომ გადააბრალოთ საკუთარი წარუმატებლობა რამეს ან ვინმეს, ცუდ სტიმულს მისცემს საკუთარ თავზე მუშაობის პროცესს. ხოლო საკუთარი თავით უკმაყოფილება, საშუალებას მოგცემთ ეძებოთ გზები შემდგომი წარმატებული თვითსრულყოფისკენ.

უკვე მიღწეულით განსაკუთრებული სიხარული და კმაყოფილება, მხოლოდ მოგადუნებთ. ამიტომ, უმჯობესია მიღწეული წარმატებისთვის ბედს უმადლოდეთ და მადლობა შესწიროთ უფალს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ვითარება თქვენს საწინააღმდეგოდ შეიცვალოს.

 

იყავით მზად გადახედოთ თქვენს მიზნებს ცხოვრებაში

მთავარია სწორად გაიგოთ... აქ არ იგულისხმება, რომ როგორც ქარაფშუტა ადამიანმა ემოციების ზეგავლენით რეგულარულად ცვალოთ თქვენი პრიორიტეტები და მისწრაფებები.

ადამიანი პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება და ის, რითაც დღეს დაკავებულია თქვენი გონება, შეიძლება ხვალ სულაც აღარ მოგეჩვენოთ საინტერესოდ. 

ამიტომ, ნუ მიიღებთ ისეთ კატეგორიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიგიყვანთ იქ, სადაც მოიწყენთ და საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ მოახდენთ.

უმჯობესია დასაწყისშივე დაისახოთ ზოგადი, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მიზნები, მაგალითად როგორიცაა:

სიცოცხლის  მაქსიმალურად გახანგრძლივება;

მატერიალური დამოუკიდებლობის მოპოვება;

საზოგადოებრივ მოღვაწეობაში აქტიური ჩართულობა;

ამ მიზნების არეალში მოქმედება თავიდან აგაცილებთ საკუთარი რესურსების უაზრო ხარჯვას, რადგან მათ მისაღწევად დახარჯული დრო, სახსრები და ენერგია არასოდეს იქნება ზედმეტი და ამაო.

შეიძლება სხვა, თქვენთვის სასურველი მიზნის დასახვაც, მხოლოდ შეეცადეთ წინასწარ განჭვრიტოთ, იქნება თუ არა თქვენი მიზანი აქტუალური შორეულ პერსპექტივაშიც.

 
 
 

კომენტარები
სიმ
2019-09-25
warmatebas ras arqmevt ar vici.warmatebuli xar tu gaqvs mshvidi wynari cxovreba imdeni shemosavali da iseti codna romelic ar gagapuchebs da sindis ar wagartmevs anu ar dagashorebs upals da iqnebi girseuli .da chaexutebi yovel sagamos colshvils .
ანდრია
2018-11-01
წარმატებას აღწევს ის, ვისაც აქვს უსაზღვრო ნებისყოფა.
რასაც გინდა ებრძოლე, მაგრამ ნებისყოფა თუ არ გაქვს, ვერაფერს მიაღწევ!
სტატია კარგია კი, გადასარევი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გაქვს ნებისყოფა.
მადლობა ბატონებო.
VM
2018-10-09
წარმატება - შრომაა უპირველესად, შრომა საკუთარ თავთან.
თუ შენ მოახერხებ საკუთარი თავის გარდაქმნას, ყველაფერს გარდაქმნი შენს ირგვლივ. და თუ ეს ვერ მოახერხე, ყოველდღიური რუტინისთვის ხარ განწირული...
გოგა
2018-02-21
წარმატება ცნობიერებაშია, რომელიც განსაზღვრავს ყოფიერებას.
სოფო
2018-02-13
ძალიან კარგი სამოტივაცო ტექსტია
Manana
2018-02-04
Vin aris kargi fsiqologi tbilisshi? Vistan mivide?
თემო
2017-11-05
გამარჯობათ, მართალია თუ ადამიანის მიზანი გმერთია აუცილებლად მიაგთევს მიზანს
Nwu
2017-10-06
Mariami adamians nivtad agiqvams, asetebi sahshishebi arian.jobia shors dadge asetisgan da mxolod salmit shemoifarglo.
ანრი
2017-07-12
მოკლე და ლაკონური სტატიაა. ვისაც უნდა სასრგებლო დასკვნას აუცილებლად გამოიტანს...
ლალი
2017-05-24
წარმატება ეს ის სიტყვა რომელიც ადამიანებს ხიბლავს,მაგრამ ვინ რაში ეძებს მაგას მთავარი ესაა ,....მიზანი და შრომის უნარი წარმატების უკანაა ნებისმიერი ადამიანის აზროვნება ინდივიდუალურია.მე ჰუმანური ვარ მოვა დრო და წარმატება თვითონ მოვა ჩემთან.......
ნუგო დევიდ
2016-11-08
ისე სკოლაში არ გამოვირჩეოდი სწავლა განათლებით > მაგრამ თვით განათლება მივიღე სულ ვკითხულობ წარამატება ჩემი მოსაზრებით არის მოძრაობა მსვლელობა მწვერვალისკენ მაგრამ დღევანდელი წარმატება უფრო გადაზდილია შურში ბოღმაში და გაუმაძღრობაში .. წარმატებული ადამიანი არის ის ვინც არ არის მსხვერპლი რეკლამების ხაფანგების სხვისი ამბიციების მსხვერპლი არ უნდა იყო მაინც ყველაფერი დროებითია მე წარმატებული ვარ და ვიქნები სულ ... დღევანდელ დღეს ჩვენს გარშემო იმდენი არჩევანია წარმატებული როგორ არ უნდა იყო თუ არ ხარ ზარმაცი ... მე შეილება ვიყო საუკეთესო შეფ მზარეული და ეს საქმე მიყვარდეს სიამოვნებას მანიჭებდეს მე უკვე წარმათებული ვარ მართალია არ ვარ დამსაქმებელი არ ვარ მილიონების პატრონი .....;. და ბოლოს რა არის წარმატება არავის არ უნდა შეადარო საკუთარი თავი მე თუ საკუთარ თავს შევადარებ ჩემზე წარმათებულს დაკნინებული გამოვჩნდები თუ შევადარებ ჩემზე წარუმატებელს თვით კმაყოფილება დამეუფლება და შევწყვეტ ზრდას ამითომ წარმატება არის თავისუფალი აზროვნება აზროვნება რო,ელსაც ზიანი არ მოაქვს არც გარემოსთვის არც ადამიანებისთვის .........
გ.დ
2016-08-05
წარმატება ეს სიტყვა ზოგადად ადამიანს ბედნიერს უნდა ხდიდეს როცა თავის თავში ადამიანი ჭეშმარიტ წარმატებას ჩამოაყალიბებს და არა წარმატებას რომელიც მის სულიერ ცხოვრებას წარუმატებელს გახდის ! ასე რომ წუთისოფელში არსებული ყოველი გადადგმული ნაბიჯი არა სრულყოფილი წარმატებისკენ გვიბიძგებს და მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურზე დამოკიდებულსა და დამონებულს გვხდის. ის წარმატება ფუჭია რომელიც თავისუფალ აზროვნებას გვართმევს !
დადუნა
2016-05-06
ძალიან მომეწონა. ნამდვილად არ ვიქცევი ასე და უაზრობაზე ვხარჯავ ძვირფას დროს. სიცოცხლე კი ისეთი ხანმოკლეა სამწუხაროდ... (((
ნანა
2016-04-05
ადამიანებს არ გვინდა გამდიდრება, უბრალოდ გვგონია, რომ გვინდა. აბა, როგორ უნდა გვინდოდეს? წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც იხრჩობა წყალში და ზედაპირზე ვერ ამოდის, ადამიანი, რომელსაც ასთმა აქვს, რა უნდა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა სუნტქვა...აი, სუნთქვასავით უნდა გიინდოდეთ, ძილზე მეტად უნდა გინდოდეთ, ჭამაზე მეტად...და მერე გამოვა...
ნანა
2016-04-05
მომწონს რეზის კომენტარები, ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც უსწრებენ დროს...ჩვენდა სასირცხვილოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში ზედმეთად ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები არ უყვართ, ესეც აზროვნების შედეგია, ჩვენ ვცხოვრობტ ღარიბულ გარემოში, ამოიტომ მდიდარი ჭკუის დამრიგებლებიც არ გვყავს...მშობელი კიდევ ამბობს-ჩემმა შვილმაც ისე იწვალოს, როგორც მე? დედა ენაცვალოს, თუ იშრომა-გვეცოდება-ყველა ასე ვართ, შვილმაც ფულის ყადრი საიდან უნდა იცოდეს? სალაპარაკო ძალიან ბევრია..
ნანა
2016-04-05
საქმე იმაშია, რომ ჩვენ საბჭოთა ანუ სოციალისტური აზროვნება გვაქვს და ასე ადვილად არ შეიცვლება, ამას თაობები სჭირდება, და რაც კაპიტალისტური გვაქვს გადმოტანილი-ისიც დამახინჯებულად, ანუ მიმატებული გარკვეული ვირეშმაკობები, . მაგ: განვითარებულ ქვეყნებში ვინც საავადმყოფოს მფლობელია კანონით ეკრძალება ერთი აფთიაქის ქონაც კი, ჩვენთან მიხვალ და რა წამალიც თვითონ უნდათ იმას გაგასაღებინებენ, ანუ ამ ვირეშმაკობებს უკვე კანონი აწესებს და აქ ადამიანმა რაღა უნდა ქნას? ჩვენ გვქვს ფულისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება-მფლანგველობითი, ჩვენი მოთხოვნილებები შესაძლებლობებს აღემატება. ჩვენ გვჭირს "ვეშომანია" ანუ ბარახლოისმი, ბავშვი ეკითხება დედას: დედა, ჩვენი მეზობელი ჩვენზე მდიდარია? არა, შვილო, უ ნიხ პროსტო მნოგო ვეშეი... ღარიბული აზროვნებაა ეს, ჩვენი პრობლემა აზროვნებაშიც არის...ბანკირების პროგრამა გავიარე, ფსიქოლოგი ვარ, ამერიკელები ატარებდნენ თბილისში, ფურორი მოახდინეს ჩვენს თავებში, სრულიად სხვა აზროვნება, კაცმა, მილიონერმა უბრალო ტელეფონი ამოიღო, და თქვენი ტელეფონი რა ფასიანიაო-ქალს კითხა, 800 ლარიო, ხელფასი რამდენი გაქვთო-300 ლარიო, თქვწნ ვერასოდეს ვერ გამდიდრდებითო, ასე ხართ მთელი ქვეყანაო. ბანკირი არის ადამიანი, რომელიც გაძლევს ქოლგას მზიან ამინდში და გართმევს მაშინ, როცა იწყება წვიმაო...ასე არ არის? თუ მართლა გაგიჭირდა დაგჭირდა ფული დაგაკარგინებს ყველაფერს...ვმუშაობ ბიზნეს ცენტრში ტრენერად, შეგიძლიათ იაროთ ტრენინგებზე...551 16 35 60 ნანა
ლედი დი
2016-03-23
ძალიან მომეწონა , რამაც დიდი გავლენა მოახდიან ჩემზე, რადგან მე ჩემი ცხოვრების შინაარს და მომავალს... გვიან მივხვდი, გვიან მივხდი ყველა შეცდომას.. დაკარგულ ფუჭად დროს, ახლა ვხვდები რა ბედნიერია ადამიანი როცა იცი.. გესმის.. ხვდები.. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! მინდა მაქსიმალურად დავხარჯო დრო ცოდნაში, წარმატების მისარწევად ყველა მცნება დავიცვა და რა თქმა უნდა უფლის დახმარებით მივაღწიო საწადელს... მე წარმატებული ვარ!!!... 34 წლის დიანა
ნანა გობეჯიშვილი
2016-02-24
ვეთანხმები რეზის...გახდით ფასეული ხალხისათვის, რადგან ფული ტრიალებს ხალხში, მეორეც თვითონ ადამიანი იზრდები, იწრთობი, ზოგი ხანდაზმული ადამიანი გადაშლილი წიგნია, მასთან საუბარი-ერთ ტრენინგს უდრის თუ მეტს არა.გუშინ ავტობუსში მოხუცი კაცი იჯდა, ზძალიან საყვარელი მოხუცი, ავოვიდნენ დედა- შვილი, ასე 13 წლის ბიჭი, დედა, ეტყობოდა ვეღარ იმორჩილებდა უკვე, დაჯდნენ ამ მოხუცის გვერდით და გაუბა ბავშვს ლაპარაკი ბაბუამ...რაც იმას მოვუსმინე პატარა გაკვეთილი იყო, რომელიც არ გინდა დამთავრდეს...საჭირო თუა არ ვიჩხუბოო ? იკითხა ბიჭმა, თუ საშუალება არის-არ უნდა იჩხუბოო, ახლანდელი ჩხუბი არ გავს ადრინდელ ჩხუბს, ადრე კაცური ჩხუბები იყო, ახლა არაკაცური, რაც ხელში მოხვდებათო-და კიდევ სხვა მარგალიტები..ყველაზე დიდი გენია ხალხია...ხასიათი წარმატებას ქმნის და ასევე გარემო...
ბაჩუკი
2016-02-04
ყველაზე საინტერესო ის არის რომ იმ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენება რაც ზემოთ წერია ბევრი ადამიანისთვის შეუძლებელია და საერთოდ ახლოსაც კი არ არის მისი აზროვნება ასეთი რადიკალურად განხვავებული ცხოვრების წესი მიიღოს მაგრამ ის ვიღაც მაინც მოწოდების სიმაღლეზე დგას და საკმაოდ წარმატებულიც არის ნებისმიერი გონებამახვილი ადამიანი რო დაუჯდეს და რაიმე თემაზე დაელაპარაკოს ერთ გამოკვეთილად გამორჩეულ აზრსს ვერ ჩააკვეხებს ასეთი ადამიანების წარმატების მიზეზებზეც რო ვისაუბროთ არ იქნება ცუდი ( არ ვგულისხმობ მდიდარი მამიკოების შვილებს რომლებსაც თავისით არაფერი შეუქმნიათ ) ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს ვიღაცამ რაღაცის გამო რო გამოარჩია და იმაზე მაღლა დასვა ვიდრე მას შეუძლია ...
რეზი
2016-01-25
ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად აღწევს წარმატებას, მათი წარმატების საიდუმლო პიროვნულ მონაცემებშია, ის უნარჩვევები რაზეც ზემოთ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანია რაღათქმაუნდა ადამიანში, მაგრამ ეს თეორიაა, პრაკტიკა და გამოცდილება სხვაა, აი თუ მაგ უნარჩვევებს შეისისხლხორცებთ და ამას პრაკტიკებში გამოიყენებთ , მაშინ წარმატებაც არ დააყოვნებს, და იმ დროს მოვა როცა საერთოდ არ ელოდები ამას. მე დიდი წარმატებისთვის ჯერ არ მიმიღწევია ცხოვრებაში მაგრამ 27 წლის ასაკისთვის საკმაოდ პრესტიჯულ სამსახურში ვმუშაობ და ფინანსურადაც დამოუკიდებელი ვარ, ჩემი რჩევაა მაქსიმაური ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმოთ .ისინი გიღებენ ყველა დახშულ კარს, და თუ მათთან შესაბამისი ურთიერთობის დამყარება არ შეგიძლიათ, ზემოთ დაცერილი ვერცერთი უნარჩვევა ვერ მოგცემთ შედეგს. ჩემი 27წლის განმავლობაში ამას მივხვდი. ეს მთავარია ადამიანის წარმატებისთვის.
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ