მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12345 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ანორექსია და მოდაავადმყოფური სიგამხდრის თანამედროვე კულტს, ახალგაზრდები ზოგჯერ ბულემიასა და ანორექსიამდე მიჰყავს. გარკვეული ინტენსივობით ფიქსირდება ფატალური შემთხვევები. ურუგვაელი მოდელი ლუისელ რამოსი პირდაპირ კულისებში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

გაირკვა, რომ გოგონა ჩვენებამდე რამდენიმე დღე შიმშილობდა, ხოლო ზოგადად ფორმის შენარჩუნებისთვის მხოლოდ ბოსტნეულსა და დიეტურ გაზიან სასმელებს მიირთმევდა. სხვა ჩვენებებზე კიდევ ორი მოდელი დაიღუპა იგივე მიზეზით.

პირველად, ამ საკითხთან დაკავშირებით, მადრიდულმა მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გააკეთეს ხმამაღალი განცხადებები. კერძოდ-მათ უარი თქვეს გარკვეული, დაბალი ნიშნულის წონის მქონე მოდელებთან თანამშრომლობაზე. გარკვეული შეზღუდვები ნიუ-იორკის მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც დააწესეს.

ახალგაზრდა გოგონების უმეტესობა ხშირად უსაფუძვლოდ  ისახავს  მიზნად წონის დაკლებას, ანუ ეს მათ არანაირად არ სჭირდებათ - უბრალოდ აკვიატებაა. თუმცა მათი თვითშეფასება ხშირად დამოკიდებულია მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ აღიარებულ სახეებზე, რომლებიც უხვად გვხვდებიან ტელევიზიით, პრესაში, სარეკლამო ბილბორდებზე და ინტერნეტში.

აქ კარგად იკვეთება თანაბრად გარუჯული კანი, ხარისხიანი ეპილაცია, არანაირი ცელულიტი და ქერტლი, ბზინვარე ხარისხიან თმა. ქალბატონის გარეგნობის ფასი ნავთობის ფასებს უსწრებს ხოლმე და ხშირად  არც თუ ისე უჭკუო ქალბატონებიც ექცევიან ამ ზოგჯერ სასიკვდილო წნეხის ქვეშ. ,,სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“ ამ გამოთქმით ცდილობენ ისინი თავის გამართლებას.

ფაქტი კი ერთია, თუ ჟურნალის ყდაზე თუ ბილბორდზე ღვთაებრივი გარეგნობის ქალს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ამ პერსონაჟის შესაქმნელად მინიმუმ ერთი კვირა მუშობდა პროფესიონალთა მთლი გუნდი –  ვიზაჟისტი, სტილისტი, ფოტოგრაფი, გამნათებელი და ასე შემდეგ... თითოეულს რამდენიმე ეხმარებოდა კიდევ რამდენიმე ასისტენტი. ასე რომ საკუთარი თავის ასეთ ნამუშევართან შედარება, ცოტა არ იყოს სიბრიყვეა.

ანორექსია და მოდამსოფლიოს წამყვან ქვეყნებში თითქმის ყოველ ოცდამეათე ქალბატონს სურს დაიკლოს წონაში, მათი სურვილი საკუთარი მასის 30% პროცენტის მოშორებას გულისხმობს, რაც მხოლოდ სერიოზული ჭარბწონიანობის შემთხვევაში თუ არის დასაშვები.

ქალბატონების 90 პროცენტს, მათ შორის ყველაზე წარმატებულს და თავდაჯერებულს, გარეგნობასთან დაკავშირებით გულწრფელი გამოკითვისას ძალიან დაბალი შეფასება აქვთ საკუთარი თავის მიმართ.

ამიტომ საჭიროა გაწონასწორებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ იმუნიტეტი გამოიმუშავო ნანახი სასწაულების მიმართ და არ მოექცე მისი გავლენის ქვეშ.

ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ არსებობენ განსაკუთრებული გარეგნობისა და პარამეტრების მქონე ქალბატონები, მაგრამ სამწუხაროდ, დაუზოგავი დიეტებით და ოპერაციებით თავის გარდაქმნას, ზოგჯერ  მოსდევს ყველაზე ძვირფასის და სანუკვარის – ჯანმრთელობის დაკარგვა.

გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები ბაძავენ მოდელებს, თავად მოდელებიც ცდილობენ დაემსგავსონ საკუთარ თავს ეკრანზე და ამის გამო ბევრს მანიპულაციაზე მიდიან, რითაც ხშირად აკეთებენ სიგამხდრის პროპაგანდას

ძირითად დამნაშვეებად მაინც დიზაინერები მიიჩნევიან, ვინც აიძულებთ მოდელებს, იყვნენ ნორმაზე მეტად გამხდრები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებიან მათთან კონტრაქტების გაუქმებით. ზოგადად კამერების წინ და ფოტოებზე ადამიანი უფრო მეტი ჩანს ვიდრე არის.

მთელი მსოფლიოში ახალგაზრდები მიმბაძველობის გამო, ბევრი გოგონაა ანორექსიით დაავადებული, ეს რთულად განკურნებული დაავადებაა, სწრაფად პროგრესირებს და ძალიან ნელა იკურნება.

ბულემია შედარებით უფრო მარტივია რადგან მიზეზი-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა უფრო ადვილად ხდება. ორივე დაავადება საჭიროებს ხანგრძლივ, ფსიქოთერაპიულ ჩარევას, როგორც წესი სტაციონარში.

დაავადების პროგრსირებას ხელს უწყობს ფსიქოლოგიური ფაქტორიც, როცა მოდელები თავს ჯანმრთელად მიიჩნევენ მაშინაც კი, როცა მათი სიცოცხლე საფრთხეშია.

ანორექსიის ნიშნებია:

ანორექსია და მოდა» პათოლოგიური სურვილი გახდომისკენ, წონის ვარდნა, მადის დაკარგვა;

» წონის მომატების პანიკური შიში;

» წონის მყისიერი ვარდნა, ობიექტური მიზეზების  გარეშე;

» საკუთარი თავზე ზედმეტი წონის ყოველწუთიერი განცდა, მითუმეტეს თუ ახლობლები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ;

» ცუდი ძილი;

» თითოეული ლუკმის გადაყლაპვისას, დანაშულის განცდა;

» ფეხზე ჭამა, საკვების დაქუცმაცება;

» გამოკვეთილი დეპრესია საკუთარ წონასთან მიმართებაში;

» სიფერმკრთალე;

» სიცივის შეგრძნება;

» არითმია;

» მომატებული გაღიზიანებადობა;

» წყენა;

» მოვლითი მრისხანება;

» მუდმივი მცდელობა ისაუბროს დიეტებზე და სხვა საშუალებებზე. აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი ზღვარი 12-24 წლებს შორის მერყეობს, თუმცა არის სხვა შემთხვევებიც, ამიტომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შვილებს და ზოგჯერ უნებლიედ თავადვე არ უბიძგონ ამისკენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ