წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 19910 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

იაპონელი ლამაზმანისაინტერესოა, რომ იაპონიაში ქალებს თითქმის არ აწუხებთ ჭარბი წონის პრობლემა. გარდა ამისა მათი სიცოცხლს ხანგრძლივობაც გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნების ქალბატონებისა.

ისინი თითქმის არ ავადმყოფობენ და არანაირად არ ზღუდავენ თავს კვებასთან დაკავშირებით. იაპონელების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის ერთ-ერთი საიდუმლო, - სამზარეულოა - გემრიელი, ჯანმრთელი, ენერგიით და კარგი განწყობილებით დამმუხტველი.

საოცარია, მაგრამ იაპონური სამზარეულოს შექმნის პირველწყარო სურსათის ნაკლებობა გახდა. მცენარეული და ცხოველური სამყაროს სიმწირემ იაპონელები იძულებული გახადა მოწიწებით მოპყრობოდნენ ყოველდღიურ საკვებს. ისინი ცდილობდნენ მოკრძალებული საკვებისთვის მაქსიმალურად ესთეტიკური იერი მიეცათ. ხოლო საწვავის დეფიციტმა აიძულა დაეხვეწათ უმად ჭამის ტექნოლოგიები. რაც შეეხება პურს, მას იაპონელები მხოლოდ რამოდენიმე ათეული წელია რაც გაეცვნენ.

იაპონური სამზარეულოს დაბადების თარიღად ითვლება ის მომენტი, როცა იაპონელებმა ბრინჯის მოხმარება დაიწყეს. ბრინჯი იყო მათთვის ყველაფერი, საკვებიც და ფულიც. ძველად ტომის ბელადები ბრინჯს სპეციალურ ბეღლებში (აკურა) ინახავდნენ. ეხლაც კი იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ”აკურა სიო” ქვია, რაც ბეღლების სამინისტროს ნიშნავს.

ევროპელთა უმრავლესობისათვის იაპონური სამზარეულო ”სუშით” და ”როლით”არის ცნობილი.”სუში” მართლაც იაპონელების ერთ-ერთი საყვარელი კერძია. თუმცა მის გარდა უამრავი სხვა კერძები არსებობს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ისე განვითარებული კვების კულტურა, როგორც იაპონიაში. საკვები აქ ყველგანაა, თანაც უმაღლესი ხარისხის.

იაპონელებს ახალი, ქორფა პროდუქტების კულტი აქვთ, რაც საფუძველთა საფუძველი და ნებისმიერი კერძის მომზადების წინაპირობაა.

მცენარეული პროდუქტები უნდა იყოს ახალი დაკრეფილი, ცხოველური კი ჯერ კიდევ თბილი.

იაპონურ სუპერმარკეტებში დაფასოებულ თევზზე, ხორცსა თუ სხვა ნებისმიერ პროდუქტზე საათების სიზუსტით არის მითითებული გამოშვების ვადა.

იაპონურ კულინარიულ კულტურაში საერთოდ არ არსებობს გაყინული და კონსერვანტების შემცველი პროდუქტები.

იაპონური სამზარეულოს მრავალფეროვნების საფუძველში დევს 10 პრინციპი, რომელიც გამოარჩევს მას მთელს მსოფლიოში, როგორც ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო კვების რაციონის მქონეს.

 
1. თევზი


თევზიიაპონელები ”შეშლილები” არიან თევზზე. მას მიირთმევენ საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე. დებენ ბრინჯის ბურთულებზე როგორც ზემოდან, ასევე შიგთავსად. უმს, მოხარშულს, შემწვარს, შებოლილს, გამომცხვარს, მოთუშულს, სანელებლებით ან მის გარეშე.

თინუსის, კალმახის და გველთევზას გარდა იაპონელებს განსაკუთრებით უყვართ ორაგული, ისინი ფლობენ მისი მომზადების მრავალრიცხოვან რეცეპტს. ესაა ორაგულის სტეიკი, მარინადის სახით ძმარში ჩადებული ორაგულის კანი, ორაგულის ხიზილალა, ნაკლებად მარილიანი ორაგულის თირკმელები და კიდევ მრავალი სხვა.

იაპონელების თევზით გატაცება სათავეს იღებს მეშვიდე საუკუნიდან, როცა მათმა ბუდისტმა იმპერატორმა გამოსცა კანონი, რომლის ძალითაც ყველა მიწაზე ბინადარი ცხოველის ჭამა აიკრძალა.

ეს კანონი თითქმის თორმეტი საუკუნის განმავლობაში ვრცელდებოდა, რაც საკმარისი გახდა ერის საკვებისადმი დამოკიდებულება შეცვლილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 2% ცხოვრობს, იაპონია დღეს-დღეობით თევზის მსოფლიო ბაზრის 10%-ს მოიხმარს.

მსოფლიო მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ცხიმჟავა ომეგა-3, რომელსაც შეიცავს თევზი, მაქსიმალურად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცგეიმერის, რევმატიული ართრიტის და კიბოს რამოდენიმე სახეობის განვითარების რისკს.


2. ბოსტნეული


ბოსტნეულინებისმიერმა იაპონელმა ქალმა ბოსტნეულის შესახებ თითქმის ყველაფერი იცის და შესანიშნავად ერკვევა ხახვის, ბადრიჯნის, წიწაკის, პომიდორის, თალგამისა და ჭარხლის ჯიშებსა და ღირსებებში. ამომავალი მზის ქვეყანაში ეთაყვანებიან ბოსტნეულს.

განსაკუთრებით პოპულარულია ორთქლზე მომზადებული სახვადასხვა სოუსები. რაფინირებულ ზეთში (რომელიც შედგება წითელი წიწაკისგან) მოთუშული ბადრიჯანი, ყაბაყი, მწვანე მუხუდო, თეთრი ხახვი, ქინძი და რასაკვირველია ბრინჯი. ასევე სოკო-სიიტაკი, რომელიც გამჭვირვალე სუპისთვის შესანიშნავი დანამატია. ძალიან გემრიელია ყაბაყი გახეხილი იმბირის ფესვითა და მწვანილებით. კერძოდ სისო, მიცუბა და მოიგა.

იაპონელი დიასახლისები თავიანთ შვილებს ხშირად უმზადებენ წყალმცენარეებისაგან დამზადებულ კერძებს, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, უჯრედისს, კალიუმსა და იოდს.

იაპონური სამზარეულო დაფუძნებულია ბოსტნეულზე, რომელიც მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. ის შეიცავს მინიმალურ კალორიებს და არ გაძლევთ მძიმედ დანაყრების საშუალებას.


3. ბრინჯი


იაპონური სამზარეულო, ბრინჯიუკვე 1300 წელია იაპონია ბრინჯის უსაზღვრო სამყაროა. იაპონელებს ბრინჯთან თითქმის მისტიკური ურთიერთობა აკავშირებთ.

ბრინჯის ნაკვეთებს სურათებს, სიმღერებსა და ლექსებს უძღვნიდნენ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ის ქვეყნის ვალუტადაც ითვლებოდა.

ბრინჯი იაპონური სამზარეულოს აუცილებელი ატრიბუტი და ნებისმიერი იაპონელის რეგულარული თანამგზავრია.

ბრინჯისგან იაპონელები რიტუალურ, სადღესასწაულო, ყოველდღიურ კერძებს ამზადებენ. მისგან ამზადებენ ასევე კარაქს, ძმარს, საკეს. ბრინჯი სასარგებლო ნახშირწყლების შეუცვლელი წყაროა.

იაპონელებს მრგვალი, თეთრი ბრინჯი უყვართ, რადგან მისი ღეჭვა დიდხანს შეიძლება. ის მოცულობითი და ცოტათი წებოვანია. მისი მარცვლები ერთმანეთს არ უნდა დაცილდეს, მაგრამ არც მიეწებოს.

ყველაზე პოპულარული ბრინჯის ჯიში ”კოსიკიხარია, რომელსაც ოდნავ მოტკბო გემო დაკრავს. დღესასწაულებზე იაპონელი დიასახლისები ”მოტი”-ს ამზადებენ. ბრინჯს დიდხანს ნაყავენ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებს, შემდეგ კი მისგან კვადრატულ ღვეზელებს ამზადებენ.

ბრინჯი ნახშირწყლოვანი დიეტის საფუძველია, რაც იაპონელ ქალებს საშუალებას აძლევს სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველა რეკორდი მოხსნან.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს, ნაკლებად აწუხებთ ჭარბი წონა. ამავდროულად ბრინჯი თითქმის არ შეიცავს მარილს, ცხიმს და ქოლესტერინს.


4. სოია

სოიაიაპონელისთვის წარმოუდგენელია დღე, როდესაც ის არ მიირთმევს დაბალკალორიულ, უცხიმო, პროტეინებით მდიდარ სოიას კერძს. მას ძირითადად სუფ ”მისოს ” სახით მიირთმევენ, რომელიც მზადდება ხაჭო ”ტოფუს ”ნაჭრებით, სოიას ან ცერცვ ”ნატტოს” სოუსით.

ხაჭო ”ტოფუ ”იაპონიაში ჩინეთიდან 1000 წლის წინ შემოვიდა და ბუდისტი ბერების საყვარელი პროდუქტი გახდა.

”მისო” არის ცერცვის მოხრაკული პასტა ხორბლითა ან მდოგვის მარცვლებით, რომელიც ასევე ჩინური წარმოშობისაა.

სპეციალისტები თვლიან, რომ სოიას პროდუქტების ფართოდ მოხმარება იაპონელი ხალხის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი მიზეზია.



5.ატრია


ატრიაატრია (სობუ) კიდევ ერთი "ემიგრანტია" იაპონურ სამზარეულოში, რომელიც ბუდიზმთან ერთად ჩინეთიდან შემოვიდა. მან  მალევე დაიპყრო ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებელთა გული.

ატრია მეჩვიდმეტე საუკუნემდე ღატაკების საკვებად ითვლებოდა. მეთვრამეტე საუკუნეში ნელ-ნელა გაჩნდა კარგად მოწყობილი რესტორნები, სადაც იგი უკვე მენიუში შედიოდა და საკმაოდ მალე  მიიზიდა მდიდარი ქალაქელები.

მეთვრამეტე საუკუნეში ედოში 3 ათასზე მეტი რესტორანი იყო, რომელიც ატრიას სთავაზობდა სტუმრებს. ატრია მრავალფეროვანია და მის ნაირსახეობას სხვადასხვა რეგიონი განსაზღვრავს.

ტოკიოს დასავლეთით და სამხრეთით კიოტოშა და ოასკაში უყვართ თეთრი წელვადი ატრია-უდო, რომელიც ყავისფერი ატრიაა, იგი მზადდება წიწიბურასა და ხორბლის ფქვილისაგან. 


6. მწვანე ჩაი


მწვანე ჩაიმწვანე ჩაი - იაპონიის სიმბოლოა. ჩაის ცერემონია ბუდიზმის ესენციაა, პროცესი რომელიც იხვეწებოდა 500 წლის განმავლობაში.

მე-12-ე საუკუნეში ჩინელმა ბუდისტმა ბერმა ესაიმ იაპონიაში ჩაი ჩამოიტანა.

სულ მალე იაპონელთა მაღალი წრის საზოგადოება აწყობდა სადეგუსტაციო საღამოებს, სადაც წარმოდეგნილი იყო ასობით ჩაის სახეობა.

ჩაისა და საკვებს შორის კავშირი გამყარდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა განსაკუთრებული კერძები, როგორიცაა ”კაისეკი რერი”, რომელსაც სთავაზობდნენ ჩაის სადეგუსტაციო ცერემონიალებზე. ბერი რომელმაც იაპონიაში ჩაი ჩამოიტანა, წერდა, რომ ჩაი დღეგრძელობის საიდუმლოა.


7. სამონასტრო ტრაპეზი

 

სამონასტრო ტრაპეზიჯანმრთელი სამზარეულოს აპოთეოზს ასპროცენტიანი ვეგეტარიანული სტილი ანუ ”სოძინ-რერი ” წარმოადგენს. მას სამონასტრო სატრაპეზოს ბუდისტი ბერები იკვლევდნენ 800 წლის განმავლობაში.

”სოძინ-რერის ” ძირითადი დებულებაა - საკვები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის სულიერ საზომს. არანაირი საკვები არ უნდა გადააგდო, დასაშვებია მხოლოდ პატარ-პატარა ულუფებად მცენარეული პროდუქტების მიღება. ტიპიური სადილი კი მოთუშული ”დაიკონია’ დაჭრილი მწვანე პრასითა და ”მასოს ”სოუსით.

სოძინის წმინდა ციფრი ხუთიანია:

ხუთი მომზადების წესი (უმი, ორთქლზე, გრილზე, მოხარშული, შემწვარი);

ხუთი ფერი (მწვანე, წითელი, ყვითელი, თეთრი, შავი);

ხუთი გემო (ტკბილი, ცხარე, მწარე, მჟავე, მარილიანი);

ხუთი შეგრძნება (მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა, გემო);

ხუთი ფრაზა, რომელსაც ბერები წარმოთქვამენ ტრაპეზის დაწყების წინ:

 მე ვფიქრობ შრომაზე, რომლის წყალობითაც შემიძლია მივირთვა საკვები;

 მე ვფიქრობ საკუთარ არასრულყოფილებაზე, რამდენად დამსახურებლად მივირთმევ;

 დაე ჩემი გონება განთავისუფლდეს უპირატესობებისა და სიხარბისგან;

• დაე ამ საკვებმა მომანიჭოს განკურნება და შემინარჩუნოს ჯანმრთელობა;

 დაე ეს საკვები საკუთარი თავის სრულყოფაში დამეხმაროს;



8. საუზმე


საუზმეიაპონელმა დიასახლისებმა იციან, თუ რას ნიშნავს საუზმე, რომელიც მუხტავს ენერგიით ყოველგვარი ფუნთუშებისა და ბლითების გარეშე.

ტიპიური დილის საუზმეა - მწვანე ჩაი, ერთი ფინჯანი მოხარშული ბრინჯი, სუპ-მისო ტოფუსთან და ხახვთან ერთად, წყალმცენარე ნორის პატარა ფოთლები, შებოლილი ორაგულის ნაჭრებისგან დამზადებული ომლეტი.

იაპონიაში საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი და უხვი კვების დროა.


9. დესერტი


დესერტიიაპონელ ქალბატონებს უყვართ ტკბილეული, გიჟდებიან შოკოლადზე, ნაყინზე და ნამცხვარზე.

თუმცა ზომიერების გრძნობა იაპონელ ქალბატონებს სისხლში და ხასიათში აქვთ გამჯდარი...

ამიტომ, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები სუსტი სქესის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ისინი დესერტს იშვიათად და მცირე რაოდენობით მიირთმევენ.

 

 

10. კვებისადმი სწორი დამოკიდებულება

 

იდეალური ფიგურაიაპონელი ქალები არ იზღუდავენ თავს შიმშილობებითა და არ ტანჯავენ ორგანიზმს მრავალფეროვანი დიეტებით.

იაპონელი მანდილოსნების რაციონი და კვების მეთოდები არ იცვლება თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

კვების რეჟიმის მკვეთრი ცვლილება არ ღირს, თუმცა თუ ამ რჩევებიდან რომელიმე ადვილად შესასრულებელია, ეს ნამდვილად სასარგებლო იქნება და თქვენს ჯანმრთელობას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura