წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 29918 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მოქმედებს თუ არა ცხელი აბაზანა რეპროდუქცირების ფუნქციაზე?

 

მოქმედებს თუ არა ცხელი აბაზანა რეპროდუქცირების ფუნქციაზე?ზედმეტი სითბო მოქმედებს სათესლე პარკზე და ნამდვილად ახდენს ზეგავლენას სპერმატოგენეზის შემცირებაზე.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ  მამაკაცები, რომლებიც ხშირად იღებდნენ ცხელ აბაზანას, განიცდიდნენ სპერმის გამომუშავების დაქვეითებას. თუმცა რამოდენიმე თვის განმავლობაში  ზედმეტი სითბოსგან თავის არიდებით, სპერმის გამომუშავება ნორმას უბრუნდება.

სპერმატოგენეზი - ეს არის პროცესი, რომლის განახლება ხდება ყოველ 72-74 დღეში. შესაბამისად თუ მოხდება მავნე პირობების ან ფაქტორების თავიდან აცილება, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის განახლება ხდება 2-3 თვის შემდეგ.

 

აქვს თუ არა მნიშვნელობა როგორ ქვედა საცვალს ატარებს მამაკაცი

[XXXXX]

აქვს თუ არა მნიშვნელობა როგორ ქვედა საცვალს ატარებს მამაკაცი?გავრცელებულ აზრს, იმის შესახებ, რომ ვიწრო ქვედა საცვალი მოქმედებს მამაკაცის განაყოფიერების უნარის შემცირებაზე, აქვს გარკვეული საფუძველი.

ზედმეტი სითბო, რომელიც გამოწვეულია ვიწრო, შემოტმასნილი საცვალით, რომელიც ამავდროულად დამზადებულია ხელოვნური, სინთეტიკური ქსოვილიდან, ეს აუცილებლად გამოიწვევს სათესლე პარკის ტემპერატურის მომატებას, შესაბამისად კი სპერმის გამომუშავების შემცირებას.

ამიტომ, უმჯობესია თუ ატარებთ თავისუფალ, ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებულ საცვლებს.

 

ახდენს თუ არა მასტურბაცია გავლენას განაყოფიერებაზე

 

ახდენს თუ არა მასტურბაცია გავლენას განაყოფიერებაზე?მასტურბაცია თითქმის არ განსხვავდება ნორმალური სექსუალური ურთიერთობისგან. ორგაზმი იწვევს ეკულაციას დამოუკიდებლად იმისაგან, თუ რის შედეგად არის იგი მიღწეული - მასტურბაციის, თუ სქესობრივი აქტის.

თეორიულად მასტურბაციამ შეიძლება გამოიწვიოს სპერმის მარაგის შემცირება, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მისი რაოდენობა ისედაც მცირეა, რადგან ამან შეიძლება შეცვალოს სპერმის ხარისხი სწორედ იმ დროს, როცა ის ყველაზე მეტად საჭიროა, ანუ განაყოფიერების მომენტში.

ამიტომ, თუ სპერმის მარაგი და ხარისხი თქვენს ეჭვს იწვევს, უმჯობესია  პოტენციური განაყოფიერების ყველაზე საუკეთესო დროს, ანუ მეუღლის მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში, თავი შეიკავოთ მასტურბაციისაგან.

 

მოქმედებს თუ არა მამაკაცების განაყოფიერების უნარზე ადრე გადატანილი ვენერიული დაავადებები

 

მოქმედებს თუ არა მამაკაცების განაყოფიერების უნარზე ადრე გადატანილი ვენერიული დაავადებებისქესობრივი  გზით გადამდები დაავადებები იწვევს სასქესო სტრუქტურების დარღვევას, განსაკუთრებით ავადმყოფობის აქტიურ პერიოდში.

ყველაზე უფრო მძიმე დაავადებებმა, როგორიცაა გონორეა და ქლამიდიოზი, შეიძლება გამოიწვიონ მამაკაცების სასქესო ორგანოების დაზიანება და უარყოფითად იმოქმედოს განაყოფიერების ფუნქციაზე.

ამიტომ ამ დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მათგან საბოლოო განკურნება აუცილებელია.

[]

მოქმედებს თუ არა ლუბრიკანტების (საპოხი მასალების) გამოყენება სპერმაზე სქესობრივი აქტის დროს

 

მოქმედებს თუ არა ლუბრიკანტების (საპოხი მასალების) გამოყენება სპერმაზე სქესობრივი აქტის დროსსქესობრივი აქტის დროს გამოყენებული საპოხი ნივთიერებების უმრავლესობა სპერმაზე ტოქსიკურ ზეგავლენას ახდენს.

ეს შეიძლება პრობლემა აღმოჩნდეს, თუ სქესობრივი აღგზნების დროს  ქალს არ ყოფნის ბუნებრივი საცხი, ხოლო ლუბრიკანტების გარეშე სქესობრივი აქტი გაღიზიანებასა და დისკომორტს იწვევს.

ამიტომ, თუ ხელოვნური საპოხი საშუალებების გამოყენება გარდაუვალია, შეეცადეთ იგი გამოიყენოთ მინიმალური რაოდენობით.

 

რა სიხშირით უნდა ხდებოდეს სქესობრივი აქტი

 

რა სიხშირით უნდა ხდებოდეს სქესობრივი აქტიჩვეულებრივ, სქესობრივი ურთიერთობა მეუღლეებს შორის უნდა იყოს იმ სიხშირის, რომელიც ორივე მათგანს აკმაყოფილებს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სქესობრივი აქტის მიზეზი განაყოფიერებაა, აუცილებელია სქესობრივ ურთიერთობაში გარკვეული რითმის დაცვა - მამაკაცის და ქალის რეპროდუქციული სისტემის ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. 

სახელდობრ, იმ პერიოდში, როცა ხდება ოვულაცია (მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდი), ყველაზე სასურველი სქესობრივი ურთიერთობის სიხშირეა ყოველი მეორე დღეს, ანუ ყოველ 48 საათში.

ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ხდება სპარმატოზოიდის მომწიფება საკვერცხეში. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ კვერცხუჯრედი შეიძლება განაყოფიერებული იქნას 12-24 საათში.

 

მოქმედებს თუ არა ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება განაყოფიერებაზე

 

მოქმედებს თუ არა ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება განაყოფიერებაზეიმის გარეშეც კი, რომ შთამომავლობის შექმნაა საჭირო და ამისთვის ჯანსაღი ცხოვრები წესი და ორგანიზმი აუცილებელია, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა მავნე ჩვევები, უარყოფით გავლენას ახდენენ ზოგადად, ადამიანის სიცოცხლეზე.

რაც შეეხება განაყოფიერებას, ნივთიერებებში, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ სპერმის გამომუშავებაზე, შედის ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სტეროიდები (რომელსაც იყენებენ სხეულის კუნთოვანი ნაწილის გასადიდებლად).

ყველა ეს ნივთიერება ცნობილია, როგორც გონადოტოქსინები. ამიტომ, თუ  წყვილი გეგმავს ფეხმძიმობას, ასეთი ნივთიერებების გამოყენება სრულიად უნდა გამოირიცხოს.

 

რატომ განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან სპერმის ანალიზები

 

რატომ განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან სპერმის ანალიზებისპერმის ხარისხი შეიძლება შეიცვალოს ყოველდღიურად ერთი კვირის ან თვის განმავლობაში. თუმცა ჯანმრთელი მამაკაცის სპერმაში არსებული განსხვავებები არც ისე მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური სპერმა მიჩნეული იქნას პათოლოგიურად ან პირიქით.

თუ არსებობს სერიოზული დარღვევები სპერმატოგენეზში, ანალიზი აუცილებლად გამოავლენს ამ ცვლილებას.

ამიტომ მამაკაცის რეპროდუცირების ფუნქციების შეფასების დროს აუცილებელია ჩატარდეს სპერმის (ეაკულატის) მინიმუმ 2 ანალიზი 3 კვირიანი ინტერვალით.

 

რატომ შეიცავს ეაკულატი შესქელებებს, საშიშია თუ არა ეს

 

რატომ შეიცავს ეაკულატი შესქელებებს, საშიშია თუ არა ესხილული ეაკულატი - ეს არის მაპროდუცირებელი საკვერცხეების, წინამდებარე ჯირკვლისა და სათესლე ბუშტუკების ნაზავი.

ეკულაციის დროს სათესლე მასა, რომელიც გადმოიღვრება გარეთ, წააგავს გელს. ეს წინასწარ არის განსაზღვრული, რათა სპერმა დაცული იყოს მავნე, გარეგანი ზემოქმედებისაგან.

20-30 წუთის შემდეგ ეაკულატი თანდათან თხელდება და გადაიქცება სითხედ. გათხელების პროცესში შეიძლება წარმოიშვას პატარა კოშტები- შესქელებები.

ეს  არ ითვალება პათოლოგიად, პირიქით, ძალიან თხევადი სპერმა ეკულაციის შემდეგ წინამდებარე ჯირკვლის გარკვეულ დარღვევას მოასწავებს.

 

აქვს თუ არა მნიშვნელობა განაყოფიერებისთვის როგორ პოზაში ჩატარდება სექსუალური აქტი

 

აქვს თუ არა მნიშვნელობა განაყოფიერებისთვის როგორ პოზაში ჩატარდება სექსუალური აქტიჩვეულებრივ, სექსუალური ურთიერთობის დროს, პოზა არ ახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას განაყოფიერებაზე.

თუმცა, თუ სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ სათესლე სითხე გადმოიღვარა ქალის სხეულიდან, მისმა დანაკლისმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს განაყოფიერებაზე.

სპერმის დანაკარგის მინიმალიზაციისათვის, აგრეთვე საშვილოსნოსა  და სათესლე სითხეს შორის კონტაქტის ასამაღლებლად, ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, თუ სექსუალური აქტის ჩატარების დროს ქალი წევს გვერდულად, ხოლო მუხლები მოხრილი აქვს მკერდისკენ, ან თუ ქალი წევს ზურგზე, ხოლო მენჯი რაც შეიძლება ზემოთ აქვს აწეული.

ასეთ შემთხვევაში ხერხდება ყველაზე მჭიდრო კონტაქტი საშვილოსნოსა და სპერმის ”წყაროს” შორის.

ძალიან კარგი იქნება, თუ ქალი თავს შეიკავებს ტუალეტისგან სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ და დარჩება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში 20-30 წუთის განმავლობაში.

ხანდახან ხდება, რომ სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ ქალს აქვს მოშარდვის მძაფრი სურვილი, რაც გამოწვეულია შარდსადენის გაღიზიანებით აქტის პროცესში, მაგრამ ეს შეგრძნება თავისთავად გაივლის მცირე ხნის შემდეგ.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura