წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 8167 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

არჩევნების ორგანიზება და ჩატარების წესი

 

საარჩევნო პროცესისაარჩევნო პროცესი არის კანონით და სხვა სოციალური ნორმებით დარეგულირებული ინდივიდების, ორგანოების, ორგანიზაციების და ჯგუფების მოღვაწეობა, სახელმწიფო და თვითმმართველობითი ორგანოების არჩევნების მომზადებისთვის.

საზღვარგარეთის ქვეყნებში არჩევნები ტარდება კანონით დადგენილ ვადაში. მაგალითად საპრეზიდენტო რესპუბლიკებში მკაცრად განსაზღვრულ დროს (ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნოემბრის პირველ სამშაბათს ყოველ ლუწ წელიწადს). 

საპარლამენტო რესპუბლიკებში და საპარლამენტო მონარქიებში, წარმომადგენლობითი ორგანოების უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ იმართება მორიგი არჩევნები. 

სახელმწიფოს მეთაურის მიერ, პარლამენტის ვადაზე ადრე დათხოვნის შემთხვევაში, იმართება რიგგარეშე არჩევნები.

თანამდებობიდან გადაყენების, გადადგომის, უფლებამოსილების შეწყვეტის (ამა თუ იმ მიზეზის გამო), დეპუტატის დაღუპვის შემთხვევაში, იმართება დამატებითი არჩევნები.

თავად საარჩევნო პროცესი მოიცავს რამოდენიმე სტადიას, ერთ ერთი ასეთი სტადიაა არჩევნების დანიშვნა.

 

არჩევნების დანიშვნა

 

არჩევნების დანიშვნაოფიციალური საარჩევნო კომპანიის დაწყებად ითვლება არჩევნების თარიღის გამოცხადება. არჩევნების თარიღი შეიძლება გათვალისწინებული იყოს კონსტიტუციით.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ლატვია, მექსიკა და ა.შ არჩევნების თარიღს კონსტიტუცია განსაზღვრავს. (მაგალითად კოსტა-რიკაში პრეზიდენტის არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ თებერვლის პირველ კვირას)

კონსტიტუციით შეიძლება განსაზღვრული იყოს არჩევნების არა მარტო თარიღი, არამედ პრობებიც. მაგალითად არჩევნები იმართება  რომელიმე ორგანოს, ან თანამდებობის პირის უფლებამოსილების ამოწურვისთანავე (ბულგარეთი, პოლონეთი, ჩეხეთი), დიდ ბრიტანეთში უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ 20 დღეში და ა.შ, მაგრამ ამ პირობებშიც კი გამოიცემა შესაბამისი აქტი არჩევნების ზუსტი თარიღის შესახებ.

საერთოდ არჩევნები ცხადდება საელმწიფოს მეთაურის ბრძანების საფუძველზე, აქტში მითითებულ  ვადებში, იწყება საარჩევნო კომპანია, რომელიც დასრულებულად ითვლება ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე. 

ზოგიერთ ქვეყანაში პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი, ხოლო საპარლამენტო არჩევნებს პრეზიდენტი (მაგალითად ბულგარეთში).

ამის შემდეგ საარჩევნო კომპანია გადის მრავალ სტადიას:

 

  • საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნა;
  • ამომრჩეველთა სიების შედგენა და დაზუსტება;
  • საარჩევნო კომისიების ფორმირება;
  • წინასაარჩევნო აგიტაცია;
  • და ა.შ.

 

საარჩევნო ოლქები

 

საარჩევნო ოლქებისაარჩევნო ოლქი - საარჩევნო ერთეულების ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა. (მრავალსაფეხურიანი არჩევნების დროს, ასეთი ერთეულები შეიძლება გახდეს ქვემდგომი წარმომადგელობითი ორგანოები, ხოლო არაპირდაპირი არჩევნების დროს საარჩევნო კოლეგიები)

საარჩევნო ოლქი აერთიანებს განსაზღვრული ტერიტორიის ან კოლექტივის  ამომრჩევლებს ერთი ან რამდენიმე დეპუტატის არჩევის მიზნით.

საარჩევნო ოლქების რაოდენობა და  დაყოფა, საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩვეულებრივ განისაზღვრება კანონით, ხანდახან კი მთავრობის, ან სპეციალური კომისიების მიერ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კი ამ ორგანოიების მიერ გამოცემული აქტებით.

წარმომადგენლობითი ხასიათის მიხედვით საარჩევნო ოლქები შეიძლება იყოს: 

  • ტერიტორიული - რომელიც აერთიანებს ამომრჩევლებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  • წარმოებრივი - რომელიც აერთიანებს ამომრჩევლებს სამუშაო ადგილის მიხედვით.

წარმოებრივი საარჩევნო ოლქები თავის დროზე შეიქმნა პოლონეთში და სხვა ქვეყნებში. დღესდღეობით ასეთი საარჩევნო ოლქები არის ჩინეთში. 

მაგრამ მხოლოდ წარმოებრივი საარჩევნო ოლქები არ არსებობს, ის ყოველთვის შეესაბამება ქვეყნის, ან ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულის მასშტაბს ტერიტორიული ოლქებით.

ცალკეულ ქვეყნებში საარჩევნო ოლქები იქმნება ეთნიკური ნიშნით, მაგალითად სინგაპურში, ფიჯის კუნძულებზე.

არსებობს სამი სახის  ტერიტორიული ოლქი:

  • ერთმანდატიანი - ერთმანდატიან ოლქში ხდება  პარლამენტის, ან ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთი დეპუტატის არჩევა, კანდიდატების რიცხვი შეიძლება იყოს სხვადასხვა.
  • მრავალმანდატიანი - მრავალმანდატიან ოლქში ხდება ორი და მეტი დეპუტატის არჩევა, ხანდახან ათამდე დეპუტატისაც კი.
  • საერთო სახელმწიფოებრივი (ნაციონალური) - საერთო სახელმწიფოებრივ ოლქებს, საზღვარგარეთის ქვეყნებში ნაციონალურ ოლქებს უწოდებენ, რომელშიც შეიძლება ჩართული იყოს პარლამენტის ყველა დეპუტატი. მაგალითად ასე იყო თავის დროზე კონგოში, როცა ამომრჩევლებს წარუდგენდნენ კანდიდატების სიას ერთადერთი პარტიიდან, განსაზღვრული რიცხვის ადგილებით. მაგრამ შეიძლება წარდგენილი იყოს მხოლოდ ნაწილი დეპუტატების სია (როგორც მაგალითად უნგრეთში), ხოლო დანარჩენები აირჩიონ ერთმანდატიან, ან მრავალმანდატიან ოლქებში.

 

საარჩევნო უბნები

 

საარჩევნო უბნებისაარჩევნო ოლქები იყოფა საარჩევნო უბნებად, რომელიც წარმოადგენს ტერიტორიულ ერთეულს, რომელსაც ემსახურება ერთი პუნქტი ხმის მისაცემად.

საარჩევნო უბანი - არის ხმის მიცემის პუნქტი, სადაც მიდიან ამომრჩევლები ხმის მისაცემად და გამოხატავენ საკუთარ ნებას. საარჩევნო უბანშივე ხდება მიცემული ხმების პირველადი შედეგების დათვლა.

საარჩევნო უბანი ჩვეულებრივ, მოიცავს მოსახლეობის არც თუ ისე დიდ რაოდენობას (საპარლმენტო არჩევნებზე არა უმეტეს რამოდენიმე ათასი ადამიანისა).

მთიან (მცირე დასახლებიან რეგიონებში), საავადმყოფოებში, გემებზე (რომელიც იმყოფება ხანგრძლივ ცურვაში) და ა.შ, შეიძლკება შეიქმნას გაცილებით მცირე საარჩევნო უბნები.

როგორც წესი, საარჩევნო უბანი საარჩევნო ოლქზე პატარაა. ოლქის ტერიტორიაზე შეიძლება განთავსებული იყოს რამოდენიმე, ხშირად კი დიდი რაოდენობის საარჩევნო უბანი. თუმცა დიდ დასახლებულ პუნქტებში, თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების დროს, საარჩევნო უბანმა, შეიძლება მოიცვას რამოდენიმე საარჩევნო ოლქი, რომელშიც კანდიდატები წარდგენილი არიან საცხოვრებელი სახლების ჯგუფებისა და ქუჩების მიხედვით.

 ისინივე წარმოადგენენ ძირითად უჯრედს, რომლის ფარგლებშიც, პოლიტიკური პარტიების შესაბამის ორგანოები ანხორციელებენ  ამომრჩევლების დამუშავებას.

 

საარჩევნო ორგანოები

 

საარჩევნო ორგანოებიამის შემდეგ ხდება საარჩევნო ორგანოების ფორმირება, ეს შეიძლება იყოს - საარჩევნო კომისიები, ზოგიერთ ქვეყანაში საარჩევნო ტრიბუნალები, საარჩევნო საბჭოები, სამოქალაქო რეგისტრები (ანუ ორგანო, რომელიც ადგენს ამომრჩეველთა სიებს).

ეს ორგანოები განაგებენ არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას, უზრუნველყოფენ საარჩევნო კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლს, განსაზღვრავენ არჩევნების შედეგებს.

საარჩევნო ორგანოები სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება ფორმირებული იყოს სასამართლოს, პარლამენტის ან მთავრობის მიერ. 

ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ (ადგილობრივი საარჩევნო კომისიები), ზემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ (თუ ის არ არის შექმნილი სხვა ორგანოების მიერ). ასეთი კომისიის წევრები განიხილება, როგორც მაღალი თანამდებობის პირები.

 

საარჩევნო კომისიები

 

საარჩევნო კომისიები შეიძლება იყოს: 

  • საერთო სახელმწიფოებრივი (ცენტრალური)  - რომლის უფლებამოსილება ვრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ფედერალურ სახელმწიფოებში საკუთარი კომისიები იქმნება ფედერაციის სუბიექტებშიც.
  • ტერიტორიული - ტერიტორიული საარჩევნო კომისიები იქმნება ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში.
  • საოლქო - საოლქო საარჩევნო კომისიები იქნება საარჩევნო ოლქებში.
  • საუბნო - საუბნო კომისიები იქმნება ხმის მიცემის პუნქტებში (უბნებში)

არჩევნების დანიშვნასაოლქო კომისიები არეგისტრირებენ კანდიდატებს თავიანთ ოლქებში და განსაზღვრავენ გამარჯვებულს ხმის მიცემის შედეგების მიხედვით.

საუბნო კომისიების მთავარი ამოცანაა ამომრჩეველთა სრული სიების შედგენა, ხმის მიცემის პროცესის ჩატარება და ხმების დათვლა. მათ არ ევალებათ და არცა აქვთ უფლება გამოავლინონ გამარჯვებული. ისინი მხოლოდ შესაბამის ოქმებს წარადგენენ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. 

გარდა ამ ამოცანებისა, ყველა ეს კომისიები ასრულებენ სხვა ფუნქციებსაც, როგორიცაა არჩევნების ჩატარების კანონიერებაზე კონტროლი, საარჩევნო კომპანიის ორგანიზება და ა.შ.

საარჩევნო კომისიები და სხვა საარჩევნო ორგანოები შეიძლება იყოს მუდმივი (მაგალითად ესპანეთში), დროებითი  - შექმნილი მხოლოდ არჩევნების პერიოდისთვის (მაგალითად იტალიაში).

როგორც წესი საუბნო და საოლქო კომისიებს ხშირად დროებითი ხასიათი აქვთ. ტერიტორიული კომისიები არსებობს როგორც მუდმივი, ასევე დროებითი. ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება პრეზიდენტის ბრძანებულებით, პარლამენტის ან მთავრობის დადგენილებით, იშვიათად უზენაესი სასამართლოს მიერ.

ბევრ ქვეყანაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ იქმნება როგორც სპეციალური ორგანო, მის როლს ასრულებს შინაგან საქმეთა, ან იუსტიციის  სამინისტრო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დანიშნულებაა -  კანდიდატების რეგისტრაცია, არჩევნებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილება, არჩევნების შედეგების შეჯამება. გარდა ამისა ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოსცემს სხვადასხვა ინსტრუქციებსა და აქტებს, რომელსაც ნორმატიული დანიშნულება აქვს ადგილობრივი საარჩევნო კომისიებისთვის, საარჩევნო კომპანიის ჩასატარებლად.

 

ხმის მიცემა

 

ხმის მიცემის პროცესისაერთო წესის თანახმად ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც შეყვანილი არიან საარჩევნო სიებში. ხოლო პირი, რომელსაც გააჩნია ხმის მიცემის უფლების დროებითი მოწმობა (მაგალითად მივლინებასთან დაკავშირებით) შეჰყავთ დამატებით სიებში და მას მხოლოდ ამის შემდეგ ენიჭება უფლება მიიღოს ბიულეტინი.

მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში არ არსებობს ამომრჩეველთა სიები, საკმარისია მხოლოდ პირმა წარადგინოს პირადობის მოწმობა, რომელშიც კეთდება აღნიშვნა, რომ ამომრჩეველმა მისცა ხმა.

საუბნო საარჩევნო კომისიების, ჩინოვნიკ - რეგისრატორების და სხვა ორგანოების მიერ, ამომრჩეველთა სიების შედგენისას, მისი შემოწმებისა  და დაზუსტების ორი წესი არსებობს: სავალდებულო და არასავალდებულო რეგისტრაცია. 

რეგისტრაციის აუცილებლობა, ან აუცილებლობის არ არსებობა ეხება არა ამომრჩეველს, არამედ კომისიებს ან ჩინოვნიკ - რეგისტრატორს.

სავალდებულო რეგისტრაციის დროს ამომრჩეველი ავტომატურად შეყავთ საარჩევნო სიაში. ამ დროს რეგისტრატორი ვალდებულია მოიძიოს ყველა პირი, ვისაც არჩევანის უფლება გააჩნია და შეჰყავს იგი საარჩევნო სიაში. ასეთ პირებს შემდგომ ეძლევათ სპეციალური ამომრჩევლის ბარათი.

არასავალდებულო რეგისტრაციის დროს, კომისიას ან ჩინოვნიკს არ შეყავს ამომრჩეველი ავტომატურად საარჩევნო სიაში. იგი ამას მხოლოდ ამ უკანასკნელის ინიციატივის შემთხვევაში აკეთებს, ანუ თუ მას სურს შეყვანილი იყოს ამომრჩეველთა სიაში, თავად უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით.

საარჩევნო სიები არსებობს მუდმივი, ან პერიოდული.  ამომრჩეველმა, რომელიც შეყვანილია საარჩევნო სიაში, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია მიიღოს უფლება, გამგზავრების შემთხვევაში ხმა მისცეს სხვა საარჩევნო უბანზე.

 

იხილეთ: ყველაფერი არჩევნების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის aura