წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 14215 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ქვების ჰოროსკოპი - კურო  21.04-20.05ქვების ჰოროსკოპი - კურო  21.04-20.05

ადამიანებს, რომლებიც დაბადებულნი არიან კუროს ნიშნის ქვეშ, ხელს უწყობენ და მფარველობენ ცის ფერი ქვები, ფირუზი და საფირონი.

ფირუზი - ლურჯი ფერის ძვირფასი ქვაა, რომელიც თილისმად ითვლება და ეხმარება ადამიანებს გრძნობების გამოვლენაში. იგი ერთგული და უღალატო სიყვარულის სიმბოლოა, მოაქვს ბედნიერება და ხელს უწყობს პარტნიორების ან მეუღლეების შერიგებას.

ძველი გადმოცემით, თუ ქალს სურდა თავისი რჩეული მამაკაცის ყურადღება მიეპყრო, მის ტანსაცმელში, შეუმჩნევლად მცირე ზომის ფირუზის ნატეხი უნდა ჩაეკერებინა. ეს ქვა ძალიან სასარგებლოა გოგონებისთვის 20 წლის ასაკამდე, ხოლო ქალებისთვის, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია (გათხოვილი და გაუთხოვარი), არ არის რეკომენდებული ფირუზის ბეჭდის ან სხვა მორთულობის ტარება.

ფირუზი შემრიგებელი, ოჯახში მშვიდობის დამამყარებელი ქვაა, რომელიც კონფლიქტის გარეშე ასრულებს ყოველგვარ კამათს, თუმცა მას უბედურება მოაქვს მათთვის, ვინც არ იცავს მორალურ მცნებებს.

ეს ქვა სამკურნალო თვისებებსაც ფლობს, ვერცხლში ჩასმული ფირუზი ეხმარება მათ, ვისაც უძილობა და ღამის კოშმარები ტანჯავს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, შვებას აძლევს ბოტკინით დაავადებულ ადამიანებს. ფირუზის ცქერა ყოველ დილით აუმჯობესებს მხედველობას.

საშიშროების ან ავადმყოფობის დროს, ფირუზისთვის დამახასიათებელია ფერის შეცვლა (გაფერმკრთალება).

საფირონი - ულამაზესი ძვირფასი ქვაა, იგი ერთგულების, სიბრძნისა და მოკრძალების სიმბოლოა. საფირონი შეყვარებულებისა და ახალდაქორწინებულების, აგრეთვე სიბრძნის თილისმად მიიჩნევა. ეს ქვა აღძრავს შემეცნების სურვილს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს კეთილგონიერებასა და საღად განსჯის უნარს. იფარავს თვალთმაქცობისა და შურისაგან, იცავს მელანქოლიისგან, ახალისებს გრძნობებს, იწვევს ბედის კეთილგაწყობას და გარშემომყოფთა სიმპატიას.

საფირონი ზღვის მოგზაურთა ქვადაც ითვლება, რომელიც წინ აღუდგება ხოლმე ხომალდების დაღუპვას და იწვევს საჭირო მიმართულების ქარს. იცავს მუხანათობისგან და აძლევს ძალას დაქანცულ ადამიანებს.

ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ გულის დაავადებები, ასთმა და ნევრალგია, რეკომენდებულია მარცხენა ხელზე ატარონ საფირონის თვლიანი ბეჭედი ან სამაჯური.

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის არ არის რეკომენდებული ქარვის ტარება.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ღის Aura