მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 34709 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქვების ჰოროსკოპი - მშვილდოსანი  23.11-21.12ქვების ჰოროსკოპი - მშვილდოსანი  23.11-21.12

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დბადებულთა მფარველი ქვებია ამეთვისტო, ტოპაზი, ქრიზოლითი.

ამეთვისტო - იისფერი, ნახევრად გამჭვირვალე ქვაა. მას მოქვს წარმატება ნადირობის და სპორტული შეჯიბრებების დროს, იცავს ზედმეტი ალკოჰოლისა და გადათრობისგან, ადამიანი, რომელსაც თითზე ამეთვისტოს თვლიანი ბეჭედი უკეთია, შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ალკოჰოლი ვერ დაბინდავს მის გონებას.

ამეთვისტოს, ჩუქების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს სიყვარული მჩუქებლის მიმართ, ძველ სიყვარულს ამ დროს გულგრილობა ცვლის, ხოლო გული ახალი სიყვარულისთვის არის მზად. ამიტომ წყვილები ფრთხილად და დაკვირვებით უნდა იყვნენ, რომ მათ საყვარელ ადამიანს არ აჩუქონ ნივთი, რომელსაც ამეთვისტოს ქვა ამშვენებს.

ქვას მოაქვს წარმატება, სიმშვიდე და კეთილდღეობა, აწყნარებს ნერვებს, აგვარებს კონფლიქტებს. მიუხედავად ასაკისა, სქესისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, ამეთვისტო ითვლება ბედნიერ ქვად მათთვის, ვინც დაბადებულია მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ.

ძველი გადმოცემით, ითვლებოდა, რომ ქვაზე მზის ან მთვარის ამოტვიფრის შემთხვევაში იგი იცავდა მოწამვლისაგან.

ქვრივი ქალი ან მამაკაცი, რომელიც აღარ აპირებდა დაქორწინებას, ატარებდა ამეთვისტოს, წასული ადამიანის სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად, ამ ქვას "ქვრივის ქვასაც" კი უწოდებდნენ.

ტოპაზი -  ყვითელი, გამჭვირვალე ქვაა, რომელიც ეხმარება ადამიანებს ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის მოპოვებაში, მოაქვს სიმდიდრე. წარმოადგენს ამულეტს შორ გზაზე მოგზაურთათვის. იძლევა მტრისა და არაკეთილმოსურნის განზრახვის გამოცნობის საშუალებას,  მიანიშნებს და კარნახობს სწორ გზას საქმიანობაში. კურნავს სხვადასვა დაავადებებს, ასთმას, ნიკრისის ქარებს, უძილობას.

ამცირებს დაძაბულობას და ამშვიდებს ვნებებს, ანიჭებს მამაკაცებს სიბრძნეს, ქალებს კი ნაყოფიერებას.

ქრიზოლითი - მოყვითალო-მომწვანო ფერის ნახევრად ძვირფასი ქვაა, რომელსაც მოაქვს მშვიდი ძილი, უკუაგდებს ღამის კოშმარებს, კურნავს ენის დაბმას. ოქროს ბუდეში ჩასმული ქრიზოლითი, აძლიერებს მფლობელის სულიერ ძალებს და იძლევა მომავლის განსჭვრეტის საშუალებას. ამიტომ ქრიზოლითის ქვის თვლით დამშვენებულ ოქროს ბეჭდებს ხშირად ატარებდნენ ასტროლოგები და წინასწარმეტყველები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ