წერილის გაგზავნა!
  ნანახია 18942 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ინტერნეტში საკმაოდ ბევრი პროგრამა და  ონლაინ სერვისია, რომელთა საშუალებით შესაძლებელია თქვენი ინტერნეტის სიჩქარისა და IP მისამართის გაგება, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილი და უნივერსალურია ონლაინ სერვისი - SPEEDTEST, რომლის საშუალებითაც, საკუთარი კომპიუტერიდან, მომენტალურად შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე და IP მისამართი.

სერვისის ინტერფეისი მარტივი და ორიგინალურია, იგი მოწყობილია, როგორც მანქანის სპიდომეტრი, რომელიც გიჩვენებთ სასურველ მონაცემს. სერვისი ასევე საშუალებას იძლევა, პერსონალური კომპიუტერიდან შეამოწმოთ მონაცემთა გადაცემის სიჩქარე, თქვენს მიერ არჩეულ სერვერზე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

გარდა ამისა სერვისით შეიძლება შეადაროთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე თქვენივე, ან სხვა  პროვაიდერის აბონენტების სიჩქარეს. ასევე ქალაქის, რეგიონის, და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერნეტის სიჩქარის საშუალო მაჩვენებელს.

შესაძლებელია ბოლო მონაცემების შენახვა, მის შემდგომ შემოწმებამდე.

სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია, შესვლისთანავე მარცხნივ კუთხეში დაეწერება თქვენი IP მისამართი, ხოლო ინტერნეტის სიჩქარის დასადგენად უნდა დააჭიროთ რუქაზე გამოსულ მწვანე სამკუთხედის ნიშანს, რომელიც თქვენი კომპიუტერის ადგილმდებარეობას მიანიშნებს, ამის შემდეგ ეკრანზე გამოვა სპიდომეტრი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რამოდენიმე წამში მონაცემები მზადაა.

 

Speedtest
ინტერნეტის სიჩქარისა და IP მისამართის დადგენა

 

ანალოგიური ტიპის ონლაინ სერვისი - 0VH, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ip მისამართისა და "პინგის" (ping) მომენტალური დადგენა, ინტერნეტისა და ჩატვირთვის სიჩქარის დადგენ.

სერვისით სარგებლობა უმარტივესია, საკმარისია მხოლოდ დააჭიროთ სერვისის შუა არეში გამოტანილ წარწერას - Begin Test, დანარჩებს სერვისი ავტომატურ რეჟიმში და უმოკლეს დროში შეასრულებს.

 

Ovh
ინტერნეტის სიჩქარისა და IP მისამართის დადგენა

 
 
 

უკან