წერილის გაგზავნა!
  ნანახია 4571 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ვებ-სტანდარტების დაცვა საკმაოდ შრომატევადი და სათუთი პროცესია, რომელიც დაკვირვებასა და გულისხმიერებას მოითხოვს. განსაკუთრებით პრობლემატურია კორექტულად გამოიყურება თუ არა საიტი სხვადასხვა ბრაუზერში და ოპერაციულ სისტემაში. პრობლემები კი საკმაოდ ხშირია, ხან შრიფტი გამოიყურება სხვადასხვაგვარად, ხან ვებ-გვერდის დიზაინი იწელება, კარგავს ფორმას.

არის სხვა პრობლემებიც, რომელთა გამოვლენა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თუ ხელთ არ გაქვთ სპეციალური ინსტრუმენტები, ამ შემთხვევაში ონლაინ სერვისები, რომელთა საშუალებით უმოკლეს დროში შესაძლებელია ნახოთ, თუ როგორ გამოიყურება საიტი ოპერაციულ სისტემებში და ყველა არსებულ ბრაუზერში, რათა გამოასწოროთ არსებული ხარვეზები.

აქ მოყვანილია საუკეთესო ონლაინ სერვისი ამ ამოცანის შესასრულებლად.

 

 

Browsershots

ყველაზე ცნობილი უფასო სერვისი, მოხერხებული, მრავალენოვანი ინტერფეისით. პროგრამა ავტომატიურ რეჟიმში ქმნის საიტის გრაფიკულ გამოსახულებებს (სკრინშოტებს) სხვადასხვა ბრაუზერებში.

მომხმარებელმა საკმარისია მხოლოდ მიუთითოს საკუთარი რესურსის მისამართი, აირჩიოს ოპერაციული სისტემა, ბრაუზერი (ან ბრაუზერები, შეუძლია მიუთითოს ყველა ბრაუზერი), Browsershots გარკვეული დროის შემდეგ შექმნის გვერდის სკრინშოტებს, რომელიც გამოჩნდება სერვისის შესაბამის განყოფილებაში და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი გადმოწერაც არქივის სახით ZIP ფორმატში.

ამას გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს Browsershots - ის მუშაობაში. ამისათვის საჭიროა საიტზე დარეგისტრირება და სპეციალური პროგრამული კლიენტის ჩაწერა.

 

საიტის შემოწმება ყველა ბრაუზერში - Browsershots

 
 
 

უკან