წერილის გაგზავნა!
  ნანახია 4676 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

Tineye

შესანიშნავი სერვისი. რომელიც საშუალებას იძლევა შეამოწმოთ ფოტოსურათის უნიკალურობა. სერვისის "მოტყუება" პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც არ უნდა შეცვლილი იყოს სურათის ზომა, ფორმა, დამუშავებული იყოს ფოტოშოპში, იგი თითქმის ყველა შემთხვევაში მომენტალურად მოძებნის თუ რამდენი ანალოგიური სურათი დევს ინტერნეტში და რომელ საიტებზე.

ეს სერვისი ძალიან გამოადგება მას, ვისაც აუცილებლად სჭირდება გაიგოს, უნიკალურია თუ არა ფოტოსურათი, რათა გამოიყენოს იგი კონკრეტული საქმიანობისათვის. ასევე მათთვის, ვინც აქტიურადაა ჩართული სოციალურ ქსელებში და ზოგჯერ სჭირდება დაადგინოს კონკრეტული პიროვნების ფოტოსურათი უნიკალურია თუ მოპოვებულია ინტერნეტ სივრციდან.

სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია, საკმარისია მხოლოდ ატვირთოთ სურათი კომპიუტერიდან, ან მიუთითოთ კონკრეტული სურათის URL მისამართი ინტერნეტში. ამის შემდეგ საჭიროა დაელოდოთ ცოტა ხანი და სერვისი ძალიან მალე მოძებნის ანალოგიურ სურათებს მთელს ინტერნეტში.

 

 

სურათის უნიკალურობის შემოწმება

 

 

 

Gazopa

ორიგინალური და ძალიან პრაქტიკული ონლაინ სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსგავსი ფოტოსურათების მოძებნა.

მსგავსი ფოტოსურათების მოძებნა, სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი - ჩატვირთავთ სურათს (ნიმუშს) და სერვისი თავად ნახავს იგივე და მსგავს ფოტოსურათებს, შეგიძლიათ მიუთითოთ სურათის ბმული (ლინკი). შეიძლება სურათი თავადაც დახატოთ, საკუთარი ხელით.

 

 

სურათის უნიკალურობის შემოწმება

 
 
 

უკან