წერილის გაგზავნა!
  ნანახია 18240 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

Piknik

პოპულარული ფოტორედაქტორი, ლამაზი, გასაგები ინტერფეისით, გააჩნია Web2.0 -ის სხვა ფუნქციებთან ინტეგრირების შესაძლებლობა. შეუძლია სურათები ჩატვირთოს  Flickr, Picasa Web Albums, Facebook, Photobucket და სხვა საიტებიდან.
მისი მართვა ადვილია, მაშინაც კი, თუ თქვენ არაფერი იცით რედაქტირების შესახებ.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Piknik

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Splashup

მრავალფუნქციური ფოტორედაქტორი სასიამოვნო, გასაგები, მრავალფეროვანი ინტერფეისით. ძალიან ჰგავს ფოტოშოპს. შეუძლია სურათების ჩატვირთვა ინტერნეტიდან, კომპიუტერიდან, ვებ-კამერიდან. გააჩნია ფუნქცია შრე ისევე, როგორც Gimp - სა და  Photoshop -ს. გააჩნია რამდენიმე ფოტოსურათზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Splashup

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Phixr

ძალიან საინტერესო ფოტორედაქტორი, ის ძალიან მრავალფუნქციურია, შესაძლებელია თითქმის ყველა მოქმედების ჩატარება, რაც შეიძლება ფოტოსურათს დასჭირდეს. ზომების შეცვლა, ამოჭრა,  გაჭიმვა, ფერების რეგულირება. შავ-თეთრი ფოტოს, ნეგატივის და ა.შ მომენტალურად მიღება. დეფექტების მოცილება, სურათის რამოდენიმე ნაწილად დაყოფა, ერთი სურათის მეორეზე დადება და კიდევ უამრავი ეფექტი. მიღებული ფოტოსურათების ნებისმიერ ფორმატში გადაყვანა, PDF - შიც კი.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Phixr

 

 

FotoFlexer

ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფოტორედაქტორი შესანიშნავი ფუნქციებით. მისი პირდაპირი დანიშნულება  ფოტოსურათების რედაქტირებაა, შეუძლია სინათლის, კონტრასტის, ფერების სიმკვეთრის რეგულირება, შრეების მართვა, ფილტრების გამოყენება, მისალოცი კონვერტების, პოსტერებისა და ანიმირებული გამოსახულებების შექმნა, გააჩნია პრაქტიკულად ყველა პოპოულარული ფოტოხოსტინგის მხარდაჭერა.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - FotoFlexer

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Lunapic

ამ ფოტორედაქტორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ მას შეუძლია  GIF ფორმატის ანიმირებული  გამოსახულებების რედაქტირება.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Lunapic

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 Aviary

ფოტორედაქტორი 4 ონლაინ-ინსტრუმენტით, რომელთაგან ერთ-ერთს - Phoenix -ს შეიცავს რედაქტირების შესაძლებლობების დიდი რაოდენობით ფოტო მაგალითებს და ვიდეო ინსტრუქციას. გააჩნია შრეები, ფილტრები, შეუძლია ონლაინში დაუსრულებელი ფოტოსურათის შენახვაც კი, ხოლო შემდეგ მისი დასრულება.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Aviary

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Snipshot

ეს ფოტორედაქტორი არ არის დაფუძნებული ფლეშ-რედაქტორზე. მისი საშუალებით შესაძლებელია ფოტოსურათის გადმოტვირთვა ინტერნეტიდან, ფოტორესურსებიდან და კომპიუტერიდან. ინახავს ფოტოსურათებს თითქმის ყველა ფორმატში  JPG, PNG, TIF, BMP, PDF, Photoshop PSD.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Snipshot

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Photoshop

კომპანია Adobe - ს ოფიციალური ონლაინ სერვისი. მისი ინტერფეისი ნაკლებად გავს Adobe  Photoshop -ს და არც ფლობს ისეთ მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან ფუნქციებს. მისი დანიშნულება მხოლოდ ფოტოსურათის რედაქტირება და ოპტიმიზაციაა. მას შეუძლია სურათების მართვა და მათი შენახვა.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Photoshop

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Pixlr

ითვლება Photoshop - ის ონლაინ კლონად. გააჩნია რამოდენიმე ვერსია, რაც აიოლებსა მასთან მუშაობას.

• Editor - ფლობს ყველა ფუნქციას, რაც უნდა გააჩნდეს ფოტორედაქტორს. 
• Express - ძირითადი ვერსია, ფოტოსურათებთან საბაზისო მუშაობისათვის.
• Grabber - მაუსის მარჯვენა ღილაკის ერთი კლიკი და რედაქტირების რეჟიმი გაეშვება პოირდაპირ ბრაუზერში Firefox +  Windows -ის მუშა ფანჯარაში.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Pixlr

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Pixer.us

ეფექტური ონლაინ ფოტორედაქტორი, მარტივი ინტერფეისი, მრავალრიცხოვანი სერვისები, ნებისმიერი ბოლო მოქმედებიდან ერთი მოქმედებით უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ასევე ორიგინალ ფოტოსურათთან მომენტალურად დაბრუნების საშუალება და მრავალი სხვა.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Pixer.us

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Pixenate

სასიამოვნო ფოტორედაქტორი, რომელსაც მარტივი და გასაგები ინტერფეისი გააჩნია. მისი საშუალებით შეიძლება ფოტოსურათის ჩატვირთვა ინტერნეტიდან, კომპიუტერიდან. შეგიძლიათ სურათი შეინახოთ კომპიუტერში. ასევე  Flickr -ის ფოტოალბომში (თუკი ის გაგაჩნიათ)

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Pixenate

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Flauntr

ფოტორედაქტორი დამწყებთათვის, აქვს Flickr - ის ძალიან კარგი მხარდაჭერა. გააჩნია ყველა აუცილებელი ფუნქცია, რომელთაგან აღსანიშნავია თემატური კომპოზიციები, რომლის დადებაც შესაძლებელია ფოტოსურათზე, ტექსტურები, რომლებიც იდება სურათზე როგორც წყლის ნიშნები, სხვადასხვა ფაქტურის ჩარჩოს ეფექტები, მოზაიკური და მულტიპლიკაციური ეფექტების შექმნა და ა.შ.

 

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Flauntr

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Sumo

სწრაფი და მოსახერხებელი ონლაინ ფოტორედაქტორი. ინტერფეისით და ფუნქციონალურობით ძალიან ჰგავს ფოტოშოპს. გააჩნია შრეების, ფილტრების მხარდაჭერა, ფლობს მრავალრიცხოვან გეომეტრიულ ფიგურებს.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Sumo

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Rsizr

საინტერესო ფოტორედაქტორი. შესანიშნავია პორტრეტებთან სამუშაოდ. ტექნოლოგია Seam Carving საშუალებას იძლევა საწყისი ფოტოსურათის (პორტრეტის) პროპორციები შეიცვალოს ისე, რომ არ დაამახინჯოს მთავარი ობიექტი. მაგალითად შესაძლებელია გაიწელოს ფოტოსურათის ფონი ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად ისე, რომ სახის პროპორციები არ შეიცვალოს.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Rsizr

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Picture2life

ძალიან კარგი ფოტორედაქტორია დამწყებთათვის, ინტერფეისი შექმნილია იმ პრინციპით, რომ მისი  მენიუ ატარებს აღწერით ხასიათს, ხოლო ცვლილება, რომელსაც ანხორციელებთ, ჩანს მომენტალურად.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Picture2life

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Holla

შესანიშნავი რუსული ფოტორედაქტორი, გააჩნია ფოტოსურათის დაპატარავების, გადაჭრის,  შავ-თეთრ რეჟიმში გადაყვანის, კონტრასტისა და ფერების რეგულირების, წარწერის გაკეთების და ა.შ ფუნქციები. ამას გარდა მისი საშუალებით შესაძლებელია ავატარების შექმნა.

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Holla

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Fanstudio

ერთ-ერთი საუკეთესო რუსული ფოტორედაქტორი, გამოირჩევა მრავალფეროვანი ფუნქციებით: როგორიცაა ფოტოსურათების ავტომატური დამუშავება, კომპიუტერში შენახვა და ავტომატურად გადაყვანა ნებისმიერ ფორმატში, დეფექტებისა და წითელი თვალის ეფექტის ამოფხვრა, შავ-თეთრი და სიძველის ეფექტის მინიჭება, ფოტოსურათების შენახვა საიტის სერვერზე და ა.შ

 

ონლაინ ფოტორედაქტორები - Fanstudio

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
 

უკან