წერილის გაგზავნა!
  ნანახია 9745 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

Kwout

შესაძლებელია ვებ-გვერდის სურათის გადაღება და გამოსახულების იქ ჩასმა, სადაც გსურთ, ან უბრალოდ კომპიუტერში მისი შენახვა. შეიძლება ზომების შეცვლა, საზღვრების, ან ჩრდილის დამატება. უპრობლემოდ  მუშაობს ნებისმიერ ბრაუზერში.

სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია, საკმარისია მხოლოდ შეიყვანოთ სასურველი მისამართი (URL), დააჭიროთ ღილაკს kwout და მიიღოთ სასურველი ვებ-გვერდის ფოტოსურათი.

 

 

საიტზე სურათის (სქრინშოტის) გადაღება - Kwout

 

 

 

Thumbalizr

შესანიშნავი ონლაინ სერვისი, რომლის საშუალებითაც მომენტალურადაა შესაძლებელია სასურველი სურათის (სკრინშოტის), ან მთლიანად ვებ-გვერდის სურათის გადმოწერა.

საკმარისია მხოლოდ შეიყვანოთ სასურველი მისამართი (URL), დააჭიროთ ღილაკს  thumb it და გადაწეროთ სურათი იმ ზომით, რომელსაც თავად აირჩევთ.

 

 

საიტზე სურათის (სქრინშოტის) გადაღება - Thumbalizr

 

 

 

Aviary

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრაქტიკაში გამოსაყენებელი ონლაინ სერვისი. მისი საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ვებ-გვერდის სურათის გადაღება, რომლის მისამართი (URL) -საც შეიყვანთ, ამის შემდეგ დააჭერთ ღილაკს capture. 

შესაძლებელია მიღებული სკრინშოტის ზომების, ხარისხის ცვლილება, მისი შენახვა სადაც გსურთ, რედაქტირება, მოჭრა, შებრუნება, ფერების გენერირება და ა.შ. შეგიძლიათ დაუმატოთ (გადმოწერთ ადგილიდანვე Firefox პლაგინს), რომელიც ამ ყველაფერს უფრო მოსახერხებელს გახდის.

 

 

საიტზე სურათის (სქრინშოტის) გადაღება - Aviary

 
 
 

უკან