წერილის გაგზავნა!
  ნანახია 56346 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ვარცხნილობის  შესარჩევად დააჭირეთ ღილაკს Browse და ატვირთეთ სასურველი ფოტოსურათი.

მოარგეთ თქვენს ფოტოზე არსებული სახე, პროგრამაში მარცხენა მხარეს გამოსახულ თავის ფორმის გამოსახულებას მაუსის საშუალებით, ხოლო შემდეგ, ზუსტად გაასწორეთ ღილაკ - DONE -ს ქვემოთ განთავსებული ღილაკებით - MOVE PICTURE (მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ, ქვემოთ) და SIZE (თქვენი სურათის გადიდება-დაპატარავება)

სურათის გასწორების შემდეგ და დააჭირეთ ღილაკს - DONE - თქვენი ფოტო დაფიქსირებულია.

ამის შემდეგ აირჩიეთ ვარცხნილობის სტილი - Select a Hayrstyle-ის ქვემოთ განთავსებულ არეში (არის 13 სტილი. მათ შორის ბოლო 3 სტილი მამაკაცებისთვის).

შემდეგ აირჩიეთ სასურველი ვარცხნილობის ფოტოსურათი (ფოტოსურათები ბევრია, შეგიძლიათ გადახვიდეთ და აირჩიოთ ღილაკ NEXT -ის საშუალებით.

არჩევის შემდეგ დააჭირეთ სურათს. იგი დაფიქსირდება და სასურველი ვარცხნილობა აღმოჩნდება თქვენს ფოტოსურათზე. გაასწორეთ იგი მაუსის ისრის საშუალებით, ხოლო თმის ზუსტი მდებარეობა დაარეგულირეთ ღილაკებით - MOVE HAIR (მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ ქვემოთ), WIDTH (დაგრძელება-დამოკლება სიგანეზე), HEIGTH (დაგრძელება-დამოკლება სიმაღლეზე), ROTATE (დახრა მარჯვნივ-მარცხნივ), FLIP (შებრუნება).

შეგიძლიათ შეცვალოთ ვარცხნილობის ფერი (ფერები განთავსებულია თქვენი ფოტოსურათის თავზე).

როცა ჩათვლით, რომ ფოტო მზადაა, დააჭირეთ მის ქვემოთ განთავსებულ ღილაკს - SAVE MACEOVER. სურათი დამახსოვრებულია. თუ მისი ჩამოტვირთვა კომპიუტერზე გნებავთ, დააჭირეთ ღილაკს - SAVE PIC.

სურათი შეგიძლიათ იქედანვე ამობეჭდოთ, გაუგზავნოთ მეგობარს ელ-ფოსტაზე, ან გააზიაროთ ფეისბუქზე.

 

PS

თუ ეს ონლაინ სერვისი თქვენთვის საკმარისი არ არის, არსებობს კიდევ 2 ცნობილი ვირტუალური სილამაზის სალონი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვარცხნილობისა და მაკიაჟის გაკეთება ონლაინ რეჟიმში:

DAILYMAKEOVER

TAAZ

იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

უკან