წერილის გაგზავნა!
  ნანახია 60576 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ინტერნეტში უამრავი ონლაინ სერვისია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომენტალურად დაადგინოთ ზუსტი დრო. გთავაზობთ ამ სფეროში ყველაზე ცნობილ და  საუკეთესო ონლაინ სერვისებს.

გარდა დროს ზუსტი განსაზღვრისა, სერვისები აღჭურვილია სხვა სასარგებლო ფუნქციებითაც (დროის კონვერტორები, ელექტრონული რუქები და სხვა),  რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭიროების შემთხვევაში.

 

 

Time.is

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და მარტივი ონლაინ სერვისი. ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ გრაფაში ჩაწერთ სასურველ ქალაქს და სერვისი ავტომატურად გიჩვენებთ ზუსტ დროს ამ ქალაქში. სერვისს აქვს კალენდარი, რუქა, აპლიკაციები და სხვა...

 

ზუსტი დრო მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში - Time.is

 

 

Timeanddate

უნივერსალური ინტერნეტ სერვისი. მისი საშუალებით შესაძლებელია გაიგოთ ზუსტი დრო მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში და გადაიყვანოთ საათი სასურველ დროზე.

გარდა ამისა სერვისი იძლევა ამ ქალაქზე სხვა სახის ინფორმაციებსაც - ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა, ყოველდღიური და ერთკვირინი ამინდის პროგნოზი, სატელეფონო კოდი და ა.შ.

ამისათვის, საჭიროა ჩაწეროთ ქალაქის სახელი სპეციალურ ველში - Search for city რომელიც განთავსებულია საიტის ცენტრში და დააჭიროთ ღილაკს Go.

 

ზუსტი დრო მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში - Timeanddate

 

 

Worldtimeserver

ძალიან ცნობილი და პოპულარული ონლაინ სერვისი, აქ სახელმწიფოები და ქალაქები ჩამოწერილია მარჯვენა მხარეს მდებარე გრაფაში.

თქვენ უბრალოდ ირჩევთ ქალაქს ან სახელმწიფოს  და სერვისი ერთდროულად გიჩვენებთ ზუსტ დროსა და მსოფლიო რუქაზე ამ სახელმწიფოს მდებარეობას.

 

ზუსტი დრო მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში - Worldtimeserver

 

 

Greenwichmeantime

ძალიან საინტერესო ონლაინ სერვისი, აქ სახელმწიფოს არჩევა ხდება კონტინენტების მიხედვით.

აირჩევთ კონტინენტს, შემდეგ სახელწიფოს, და სერვისი მომენტალურად გიჩვენებთ ამ სახელმწიფოში ზუსტ დროს, სახელმწიფო დროშას, ელექტრონულ რუქას, ამინდის პროგნოზს, სახელმწიფოს ქალაქების სატელეფონო კოდებს, ვალუტის კურსს და სხვა.

 

ზუსტი დრო მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში - Greenwichmeantime

 

 

24timezones

ეს სერვისი შექმნილია ფლეშზე. ის წარმოადგენს ელექტრონულ რუქას, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სახელმწიფო ან ქალაქი და სერვისი მომენტალურად გიჩვენებთ ზუსტ დროს.

 

ზუსტი დრო მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში - 24timezones

 
 
 

უკან