მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 49704 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ცელულიტიცელულიტის მკურნალობის უამრავი თანამედროვე მეთოდი არსებობს.

მას ძირითადად მკურნალობენ ელექტრონული მეთოდებით, მექანიკური ფაქტორებით, ტემპერატურული ზემოქმედებით და ა.შ. 

დიდი პოპულარობით სარგებლობს შეთავსებული ზემოქმედების მეთოდები, თუმცა ცელულიტის ნებისმიერი მეთოდით მკურნალობის ფონზე, აუცილებელია კანის ადეკვატური მოვლა, რაც თავის თავში მოიცავს კანის ფაქიზ გაწმენდას, ექსფოლიაციას (პილინგი) და რეგულარულ დატენიანებას.

ეს ყველაფერი ცელულიტის მკურნალობის კომპლექსული პროგრამის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რადგან იწვევს კანის სიმშრალის შემცირებას, აღადგენს მის ტურგორს (ქსოვილების ნორმალური ტონუსი), აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ფერს.

კანის გასაწმენდად  გამოიყენება გელები და კოსმეტიკური ქაფი, რომლებიც არ ცვლის მჟავიანობის დონეს, ხოლო კანის დასატენიანებლად სპეციალური კრემები და ემულსიები. დასაშვებია ტანისთვის ამქერცლი საშუალებების გამოყენება.

გავერკვიოთ, თუ რა შეიძლება იყოს ცელულიტის მიზეზები და განვიხილოთ მასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები

 

ცელულიტის მიზეზები

 

ცელულიტის შესაძლო მიზეზებია:

» მემკვიდრეობითობა;

» ჰორმონალური დარღვევები;

» ფარისებლი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;

» სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა;

» ზედმეტი წონა;

» ჰიპოდინამია (კუნთების სისუსტე);

» არასწორი კვება;

» სტრესი;

» მავნე ჩვევები;

 

ელექტრონული მეთოდები

 

ცელულიტის მკურნალობის ელექტრონული მეთოდებიელექტროფორეზი - კანის დაზიანებულ (ცელულიტიან) ნაწილზე გალვანური დენის წყაროსა და სამკურნალო საშუალებების შეთავსებული ზემოქმედება.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: მიკროცირკულაციის გაძლიერება, გამწოვი და ლიპოლიტური (ლიპოლიზური) ზემოქმედება, აგრეთვე გამოყენებული სამკურნალო საშუალებების სხვა, დადებითი ზემოქმედება.

დანიშვნის მეთოდი:  10-12 პროცედურა. ყოველ მეორე დღეს. ხანგრძლივობა 15-20 წუთი.

ლიმფოდრენაჟი - დენის იმპულსური წყაროს საშუალებით კუნთებზე დაბალსიხშირული ზემოქმედება ლიმფური სადინარის სტიმულიზაციისათვის. ლიმფოდრენაჟი ტარდება ბიპოლარული იმპულსების დახმარებით, რომელიც კოორდინაციაშია გულის შეკუმშვასთან, თანმიმდევრულად - პერიფერიიდან ცენტრისკენ.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: ცელულიტის მკურნალობა.

დანიშვნის მეთოდი: კვირაში 2-3 - ჯერ. 10-15 პროცედურა. ხანგრძლივობა 40 წუთი.

მიოსტიმულაცია - ცვალებადი დენის იმპულსების მოქმედება ნერვულ–კუნთოვან სტრუქტურებზე, რაც იწვევს კუნთების პასიურ შეკუმშვას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: კუნთების ტონირება და მისი კარკასის გამაგრება.

დანიშვნის მეთოდი: კვირაში 2-3 - ჯერ. 15-20 პროცედურა. ხანგრძლივობა 20-40 წუთი.

ფონოფორეზი - იგი ახდენს ღრმა მიკრომასაჟს და ულტრაბგერის საშუალებით არღვევს ფიბროზულ კარკასს, რომელიც გარს ერტყმის ცელულიტურ უჯრედებს.

ელექტროლიპოლიზი - დენის პირდაპირი ლიპოლიტური ზემოქმედება ადიპოციტების (ცხიმოვანი უჯრედები) ცხიმოვან წერტილებზე, რაც იწვევს ცხიმის დანაწევრებას რღვევის ბოლო პროდუქტამდე და დიდი რაოდენობით ენერგიის გამოთავისუფლებას.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: პიროლიზი.

დანიშვნის მეთოდი:  4-5 დღეში ერთხელ. 10-15 პროცედურა. ხანგრძლივობა 60 წუთი.

მიკროელექტრო თერაპია - დენის მცირე ძალის გამოყენება (600 მიკრო/ამპერზე ნაკლები) და ინტერფერენცია, უჯრედული მემბრანების ბიოელექტრული პოტენციალის ნორმალიზაციისათვის, მეტაბოლიზმის აქტივიზაცია და ატფ (ადენოზინტრიფოსფორმჟავა) სინთეზის გაძლიერება.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: ლიმფოდრენაჟი, ლიფტინგი, კანის ტონუსისა და ტურგორის აღდგენა, ანტიცელულიტური პროგრამები.

დანიშვნის მეთოდი:  ყოველ მეორე დღეს, 15-20 პროცედურა. ხანგრძლივობა 40 წუთი.

 

მექანიკური მეთოდები, ვაკუუმი, ტემპერატურული ზემოქმედება

 

ცელულიტის მკურნალობის მექანიკური მეთოდები, ვაკუუმი, ტემპერატურული ზემოქმედებაულტრაბგერითი თერაპია – ულტრაბგერითი ტალღა გამოიყენება ცხიმოვანი უჯრედების დესტრუქტურიზაციისთვის, მემბრანული ტრანსპორტის გასაუმჯობესებლად, მეტაბოლური პროცესების დასაჩქარებლად და სხვა...

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: არაპირდაპირი ლიპოლიზი, კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის აღდგენა, მისი სტერილიზაცია და გაახალგაზრდავება.

დანიშვნის მეთოდი:  2-3 - ჯერ კვირაში, 10-15 პროცედურა. ხანგრძლივობა 15–20 წუთი.

ვიბროთერაპია - დაბალი სიხშირის მექანიკური რხევების გამოყენება, რაც აჩქარებს მიკროცირკულაციას და მეტაბოლურ პროცესებს.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: ლიმფოდრენაჟი, ანტიცელულიტური პროგრამები.

დანიშვნის მეთოდი:  2-3 - ჯერ კვირაში, 10-15 პროცედურა. ხანგრძლივობა 20–30 წუთი.

ვაკუუმური ზემოქმედება - უარყოფითი წნევა, რომელიც იქმნება ვაკუუმურ კამერაში, იწვევს ჰიდროსტატიკური წნევის ცვლილებას, ხელს უწყობს შეშუპების ლოკალურ შემცირებას და მეტაბოლური პროცესების დაჩქარებას.

ციკლური ვაკუუმი ხელს უწყობს ცხიმოვანი წვეთების დესტრუქტურიზაციას.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: ლიმფოდრენაჟი, არაპირდაპირი ლიპოლიზი.

დანიშვნის მეთოდი:  ყოველდღე, ან ყოველ მეორე დღეს, 15–20 პროცედურა. ხანგრძლივობა 15 წუთი.

პრესოთერაპია - ჰაერის წნევით (შეკუმშული ჰაერი) გარდამავალი, დოზირებული ზემოქმედება.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: ლიმფოდრენაჟი.

დანიშვნის მეთოდი:  2-3 –ჯერ კვირაში, 10-15 პროცედურა. ხანგრძლივობა 30 წუთი.

თერმოთერაპია -  სითბოს ზემოქმედება და კრიოთერაპია (სიცივით მკურნალობა), ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, ზრდის კოსმეტიკური საშუალებების შეღწევას ეპიდერმისის გავლით.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა - კანის ფორების გახსნა, შლაკების გამოდევნა, კანის ტურგორისა და ელასტიურობის გაუმჯობესება.

დანიშვნის მეთოდი: 1-2 - ჯერ კვირაში, 10-15 პროცედურა. ხანგრძლივობა 50 წუთი.

 

ცელულიტის მკურნალობის შეთავსებული ზემოქმედების მეთოდები

 

ცელულიტის მკურნალობის შეთავსებული ზემოქმედების მეთოდებიენდერმოლოგია - მეთოდიკა შეიცავს ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე ზემოქმედების სამ მექანიკურ ფაქტორს (მექანიკური, წრიული მასაჟი, ვიბრაცია და ვაკუუმური ასპირაცია).

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: ლიმფოდრენაჟი, ფიგურის მოდელირება (ცხიმოვანი ფენების გადანაწილება), არაპირდაპირი ლიპოლიტური ზემოქმედება, კანის ტურგორისა და ელასტიურობის აღდგენა.

დანიშვნის მეთოდი: 1-2 - ჯერ კვირაში, 15-20 პროცედურა. ხანგრძლივობა 30-60 წუთი.

ტალახით მკურნალობა - თბილი ტალახის სახვევების გამოყენება საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა მეტაბოლიზმის პროცესების გასაძლიერებლად.

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: კანის ტურგორისა და ტონუსის აღდგენა, ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტიურება.

დანიშვნის მეთოდი: 1-2 - ჯერ კვირაში, 10-15 პროცედურა. ხანგრძლივობა 30-60 წუთი.

მეზოთერაპია - კანის ზედაპირულ შრეში (ეპიდერმისი) ცალკეული პრეპარატების ან სპეციალური კოქტეილის მიკროდოზებით შეყვანა, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, ჟანგვა–აღდგენითი რეაქციების დაჩქარებას, თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას და ა.შ

ცელულიტის მკურნალობის ამ მეთოდის მიმართულებაა: (სამკურნალო საშუალებების კოქტეილის შემადგენლობიდან გამომდინარე) ლიპოლიზი, კანის ტონუსისა და ტურგორის აღდგენა, სტრუქტურისა და ფერის გაუმჯობესება და ა.შ

 

მკურნალობის ეტაპები

 

ცელულიტის მკურნალობის ეტაპებიროგორც ხედავთ ცელულიტის მკურნალობისთვის არსებული მეთოდების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია,  ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მეთოდების რიგითობას და თანმიმდევრულობას.

მკურნალობის ეტაპები განსაზღვრავს კანის ამა თუ დროებით მონაკვეთს, რომელზეც ესა თუ ის მეთოდი დროში ასწრებს საკუთარი აქტიურობის დემონსტრირებას.

l-ll სტადიაზე - ცელულიტის პათოგენოზიდან გამომდინარე, რეკომენდებულია შემდეგი პროცედურები:

ლიმფოდრენაჟი - (ქსოვილებს შუა არსებული შეშუპების შესამცირებლად),

გამოიყენება პრესოთერაპია, თანმიმდევრული ელექტროლიმფოდრენაჟი, ენდერმოლოგია. ამ პროცედურების შემდეგ ეფექტი მაშინვე შეიმჩნევა, რაც გამოიხატება კანის ელასტიურობის გაუმჯობესებაში, მისი რელიეფურობისა უსწორმასწორობის შემცირებაში, აგრეთვე შარდგამომყოფი სისტემის გაძლიერებულ მუშაობაში.

ლიპოლიტური პროცედურები –  (ადიპოციტების (ცხიმოვანი უჯრდები) ზომების შესამცირებლად, ცხიმოვანი წვეთების დესტრუქტურიზაციისთვის).

გამოიყენება ელექტროპიროლიზი, მეზოთერაპია, ელექტროფორეზი, ვაკუუმური ზემოქმედება, ულტრაბგერითი თერაპია, ენდერმოლოგია.

პირველ ეტაპზე არ არის რეკომენდებული სითბური პროცედურები, რადგან სითბო აფართოვებს სისხლძარღვებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რაც ახდენს კაპილარებში სისხლის მოძრაობის შეჩერების პროვოცირებას.

lll-lV სტადიაზე - ცელულიტის მკურნალობის დროს, აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილების ფიბროზულ სტრუქტურებზე ზემოქმედება .

ამისთვის ინიშნება ულტრაბგერითი თერაპია და ენდერმოლოგია. კურსის მეორე ეტაპზე, ყველა მეთოდი შედის აქტიური მოქმედების ფაზაში და დანიშნულ ლიმფოდრენაჟის, ლიპოლიტურ, ულტრაბგერით და ენდერმოლოგიურ პროცედურებს,  რეკომენდებულია დაემატოს l-ll სტადიის ცელულიტისთვის განკუთვნილი მეთოდები – კუნთოვანი კარკასის გასამაგრებლად და სითბური პროცედურები თბილი ტალახის სახვევების გამოყენებით.

ამასთან სითბური პროცედურების გამოყენების დროს, ტემპერატურა არ უნდა იყოს ძალიან მაღალი, რათა კოსმეტიკური საშუალებების დიფუზიურმა პროცესებმა გადააჭარბოს ტოქსინების გამოდევნის პროცესებს (ოფლის გამოყოფა).

ამ ეტაპზე ლიმფოდრენაჟული პროცედურები შეიძლება შემცირდეს ორჯერ.

lll-lV სტადიის ცელულიტის დროს მიოსტიმულაციისა და „ღრმა სითბური“ პროცედურები ტარდება მესამე ეტაპზე (მე-4-6 კვირიდან).

აქ აუცილებელია კანის ტონუსის მდგომარეობაზე ყურადღებით ყურის დევნება და მისი შემცირების შემთხვევაში,  დაემატოს ენდორმოლოგიის, მიკროტალღური თერაპიისა და „ცივი“ სახვევების გამოყენება.

l-ll სტადიის ცელულიტის მკურნალობის კურსი უნდა გრძელდებოდეს არა ნაკლებ 6-8 კვირისა, + ხელშემწყობი ეტაპი.

lll-lV სტადიის ცელულიტის მკურნალობის კურსი უნდა გრძელდებოდეს არა ნაკლებ 14-15 კვირისა, + ხელშემწყობი ეტაპი.

 

წურბელებით მკურნალობა (ჰირუდოთერაპია)

 

ცელულიტის წურბელებით მკურნალობაწურბელებით მკურნალობა, იგივე ჰირუდოთერაპია, იგივე ბდელოთერაპია ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არის ცნობილი. ეს მეთოდი სრულიად უსამართლოდ არის დავიწყებული თანამედროვე მედიცინის მიერ, თუმცა უკანასკნელ ხანებში კვლავ მოიპოვა პოპულარობა.

ჰირუდოთერაპიით წონის შემცირება და ცელულიტის მკურნალობა იძლევა დიდ ეფექტს ფიგურის კორექციისთვის აუცილებელ სხვა მეთოდებთან შეთავსებით (აპარატული კოსმეტოლოგია, მეზოთერაპია).

წურბელის ნერწყვი შეიცავს დაახლოებით ასამდე ფერმენტს, თუმცა წურბელებით ცელულიტის მკურნალობის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ორ ფერმენტს - ჰიალურონიდაზა და ლიპაზა, რადგან სწორედ ისინი ახდენენ სამკურნალო ეფექტს.

ფერმენტები არღვევენ ცხიმოვან ნალექს, ახდენენ ეგრეთ წოდებული „ფორთოხლის კანის“ ლიკიდაციას. ხდება კანის პრობლემური ზონების მომრგვალებების შემცირება, წონის ნორმალიზება, კანი ხდება გლუვი, ელასტიური და დაჭიმული.

მაგრამ ნუ იჩქარებთ წურბელების პრობლემურ ადგილზე დასმას, რადგან შეიძლება ის სულ სხვა ადგილებში იყოს საჭირო. ამიტომ უმჯობესია მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც ინდივიდუალურად განსაზღვრავს წურბელის დასმის ადგილს პაციენტის თანმდევი პათოლოგიების გათვალისწინებით.

წურბელებით მკურნალობა ცელულიტის მოცილების ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება, განსაკუთრებით მისი ყველაზე გვიანი სტადიის და მძიმე ფორმების დროს.

 

ანტიცელულიტური თეთრეული: შორტები, ბრიჯები, შარვლები

 

ანტიცელულიტური თეთრეულიანტიცელულიტური თეთრეულის დიდი ნაწილი დამზადებულია სპეციალური, სამშრიანი მასალისგან.

პირველი, ზედაპირული შრე  დამზადებულია ლაიკრის შემცველი ელასტიური ქსოვილისგან, რომელიც ქმნის სილუეტს, ჭიმავს მუცელს, თეძოებსა და დუნდულებს.

ქსოვილის მასალა ახდენს მსუბუქ, კომპრესისებურ ზემოქმედებას, ანუ ის აწვება პრობლემურ ზონებს და ამავდროულად ხელს უშლის შეშუპებების წარმოქმნას.

მეორე, შუალედური შრეა  ჰიპოალერგენული, კაუჩუკის ბაზაზე დამზადებული ლატექსი, რომელიც ქმნის საუნის ეფექტს.  კანი ოფლიანდება, ცხიმგროვები რბილდება, სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია უმჯობესდება, კანი ხდება უფრო გლუვი. ამავე დროს ლატექსს აქვს ფოროვანი სტრუქტურა, რის გამოც კანი აგრძელებს სუთქვას.

ლატექსის ქსოვილი სასიამოვნოდ ახდენს მუცლის, თეძოებისა და დუნდულების მასირებას და გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და ტოქსინები.

მესამე, შიდა შრე დამზადებულია ბამბისგან. მართალია ცელულიტის საწინააღმდეგო მოქმედება მას არ გააჩნია, მაგრამ ეს არც არის მისი დანიშნულება, იგი უშუალო კონტაქტშია კანთან, არის მოხერხებული და იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს.

ზოგიერთი მწარმოებელი ანტიცელულიტური შორტის, ბრიჯის თუ შარვლის  ქსოვილს უმატებს სპეციალურ, აქტიურ კომპონენტს თეოფილინის აცეტატს.

ისინი თვლიან, რომ ეს ნივთიერება ამცირებს ცელულიტის წარმოქმნის რისკს, თუმცა სხვა სპეციალისტები თვლიან, რომ თეოფილინის აცეტატის ზემოქმედება არ არის დამტკიცებული.

მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ შესამჩნევი ეფექტისთვის, საჭიროა ანტიცელულიტური თეთრეულის ტარება 5-ჯერ კვირაში 2 თვის განმავლობაში.

ანტიცელულიტური სამოსის მთავარი კოზირია ისიც, რომ იგი ფიგურას უფრო ელასტიურს ხდის და ნებისმიერ შემთხვევაში საღამოს კაბის, ან სხვა სამოსის ქვეშ მისი ტარება ქალის ფიგურას უფრო იდეალურს წარმოაჩენს, ვიდრე იგი სინამდვილეში არის.

 

ანტიცელულიტური მასაჟი

 

ანტიცელულიტური მასაჟიანტიცელულიტურ მასას არავითარი საერთო არა აქვს ჩვეულებრივ, კლასიკურ მასაჟთან. ის შეიძლება არ იყოს სიამოვნებისა და ნეტარების მომტანი, ნელსაცხებლების საამო სუნით გაჯერებული, პირიქით, შესაძლოა მან დისკომფორტი და გარკვეულწილად ცოტათი მტკივნეული შეგრძნებებიც კი გამოიწვიოს სამაგიეროდ შედეგიც თვალსაჩინო იქნება. 

ძალიან ეფექტურია თაფლის მასაჟი, რომელიც ეფექტურად ებრძვის ცელულიტს. მართალია იგი ძვირადღირებულ პროცედურას წარმოადგენს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება თაფლის მასაჟის სახლის პირობებშიც გაკეთება.

სწორად ჩატარებული ანტიცელულიტური მასაჟი, განსაკუთრებით ანტიცელულიტურ კოსმეტიკურ საშუალებებთან შეთავსებით, საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას შემდეგი შედეგები:

» საგრძნობლად უმჯობესდება  სისხლის მოძრაობა კაპილარებში. სისხლის მიკროცირკულაციის სტიმულაცია ერთ–ერთი მთაავრის მიზანია, რომელიც  კანის ანტიცელულიტური მასაჟის დროს მიიღწევა სპეციალური ჯაგრისის საშუალებით;

» უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი კანის უჯრედებსა და უჯრედებშუა სითხეს შორის. ეს ნიშნავს, რომ კანის კვებისა და განახლების პროცესები შესამჩნევად აქტივიზირდება;

» ჩქარდება კანის უჯრედშუა სივრციდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტების გამოდევნა;

» შესამჩნევად უმჯობესდება ორგანიზმში ლიმფის ცირკულაცია;

» მსუბუქდება ზედმეტი სითხის გამოდევნა ორგანიზმის ქსოვილებიდან, ქრება შეშუპებები;

» ჩქარდება უჯრედების შეხორცებისა და აღდგენის პროცესები;

» დუნდება კუნთები და ხდება შლაკების გამოვლენა, მაღლდება კუნთების ტონუსი;

» შემაერთებელი ქსოვილები ხდება უფრო მსუბუქი და მოქნილი;

» კანის ფორების გახსნა, რაც აუმჯობესებს სუნთქვით ფუნქციებს, რაც გამოვლინდება შინაგანი ორგანოების უკეთესი ფუნქციონირებით;

» გაუმჯობესდება კანის ზედაპირის სტრუქტურა და ხარისხი;

» ლიმფური სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება აუცილებლად დადებითად აისახება ორგანიზმზე გამძლეობის ამაღლებისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარის თვალსაზრისით;

» ამაღლდება იმუნიტეტი, ნაკლებად გამოვლინდება თავის ტკივილები, გაცივება და გრიპი;

 

ანტიცელულიტური კოსმეტიკა

 

ანტიცელულიტური კოსმეტიკადღესდღეობით მასობრივი პოპულარიზაციისა და რეკლამის წყალობით, ანტიცელულიტური კოსმეტიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, თუმცა მის გამოყენებას ხშირად მოსდევს ხოლმე იმედგაცრუება.

მიზეზი მარტივია - ისეთი პრობლემა, როგორიც ცელულიტია, შეუძლებელია განიკურნოს მხოლოდ კოსმეტიკის საშუალებით.

თუმცა თანამედროვე ანტიცელულიტური კოსმეტიკური საშუალებები, ისეთ პროცედურებთან შეთავსებით, როგორიცაა ანტიცელულიტური მასაჟი და ცელულიტის სხვა კომპლექსური თერაპიები, საკმაოდ ეფექტურ ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ.

ანტიცელულიტური პრეპარატები ძირითადად იწარმოება გელების სახით, თუმცა ის შეიძლება წარმოადგენდეს კრემს ან სკრაბს, რომელთა ძირითადი კომპონენტი არის ქსანტინი (კოფეინი და სხვა) ან სუფთა, ან კიდევ მცენარეული ექსტრაქტების სახით.

ხშირად გამოიყენება და კარგ ეფექტს იძლევა შემდეგი ანტიცელულიტური ექსტრაქტები:

ყავა (Coffea arabica L - შეიცავს კოფეინს, თეობრომინს);

შოკოლადი (შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს);

კაკაო (Theobroma cacao L - შეიცავს კოფეინს, თეობრომინს);

გუარანი (PauLLinia cupana Kunth - შეიცავს კოფეინს, თოფილინს, ქსანტინს, გუანინს, ჰიპოქსანტინს);

კოლი (CoLa acuminata Schott et EndL - შეიცავს კოფეინს, თობრომინს, ქსანტინს, დიმეთილქსანტინს);

მატე (ILex paraguariensis A. St.- HiL - შეიცავს კოფეინს, თეობრომინს);

სტიმულატორების (B ადრენორეცეპტორები) თვალსაზრისით გამოიყენება ზღვის წყალმცენარეები:

ფუკუსი - Fucus vesicuLosus L;

ალგინატები - მიიღება მურა წყალმცენარეებისგან;

პარაფანგო - პარაფინისა და მურა წყალმცენარეებისგან მიღებული ნარევი.

მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად, ანტიცელულიტურ საშუალებებს უმატებენ იგივე ნივთიერებებს, რასაც შეიცავს ანტივარიკოზული საშუალებები - ცხენის წაბლის ექსტრაქტი (AescuLus hippocastanum L), გინკგო (Ginkgo biloba L), სურო (Hedera helix L), აზიური ცენტელი (CenteLLa asiatica L), მკვდარი ზღვის ტალახი

 

კონტრასტული შხაპი

 

კონტრასტული შხაპისპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კონტრასტული შხაპი კუნთებისა და სისხლძარღვებისთვის, ერთ–ერთი ყველაზე მარტივი, ეფექტური და ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებაა. სასიამოვნო ვარჯიშია ცელულიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ეს აიხსნება იმით, რომ წყლის ტემპერატურული ცვლილებები კანზე სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

გარდა ამისა კონტრასტული შხაპი შესანიშნავად ხსნის ნერვულ დაძაბულობას და აუმჯობესებს განწყობას. 

ეფექტის გასაძლიერებლად მისაღწევად კარგია, თუ კონტრასტული შხაპის შემდეგ გამოყენებული იქნება ანტიცელულიტური კრემი.

 

ზღვის მარილის აბაზანები

 

ზღვის მარილის აბაზანებიზღვის მარილის აბაზანები ცელულიტის საწინააღდეგო  ერთ–ერთი ეფექტური და ძალიან მარტივი საშუალებაა.

პროცედურის ჩასატარებლად საკმარისია 300-350 გრ ზღვის მარილი, რომელიც იხსნება 36-37 გრადუსიან წყალში. აბაზანას იღებენ 15 წუთის განმავლობაში, ხოლო ანტიცელულიტური კურსი შეადგენს 14 დღეს.

ზღვის მარილი მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, იოდითა და რკინით. იგი არ აშრობს კანს და დადებით ზემოქმედებას ახდენს ცელულიტით დაავადებული სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე.

პრობლემურ ზონებზე დადებითი ზემოქმედება  სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით, არ არის ზღვის მარილის ერთადერთი დადებითი თვისება.ამას გარდა იგი აუმჯობესებს ადამიანის ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, აჯანსაღებს სულსა და სხეულს.

ასე რომ ზღვის მარილის აბაზანის გამოყენებით შესაძლებელია ორმაგი სარგებელის მიღება.

 

ზოგადი რჩევები:

 

ზოგადი რჩევები ცელულიტის დროსმიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე - წყალი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს, რაც უფრო მეტ წყალს იღებთ, მით უფრო მეტი სითხე გამოაქვს ორგანიზმს. ამიტომ შეეცადეთ მიიღოთ დღის განმავლობაში 2 ლიტრი სითხე.

სხვათაშორის ზედმეტი სითხე შეშუპებას იწვევს, რაც ცელულიტს კიდევ უფრო თვალსჩინოს ხდის.

 

ზედმეტი წონა – მართალია წონის დაკლებით ცელულიტისგან მთლიანად ვერ განიკურნებით, მაგრამ ვარჯიშებითა და ჯანმრთელი კვებით თქვენ განთავისუფლდებით ზედმეტი ცხიმებისგან. 

შედეგად – რაც უფრო ნაკლებია კანქვეშ ცხიმების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებად შესამჩნევია ცელულიტის ორმოები.

 

სწორი კვება – კვება უნდა იყოს სრულყოფილი და რაციონალური. უნდა მიიღოთ ცილებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტები (ხილი, ცოცხალი ბოსტნეული, თევზი).

ერიდეთ ნახევარფაბრიკატებს და უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ პროდუქტებს, ერიდეთ მარგანინს, კომბინირებულ ცხიმებს და მათგან დამზადებულ პროდუქტებს (ორცხობილებს, ჩიპსებს და ა.შ)

მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხოველური ცხიმები, აგრეთვე ისეთი მცენარეული ზეთები, რომელბიც შეიცავენ მხოლოდ დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმებს (ქოქოსის, პალმის, კაკაოს ზეთები).

გამორიცხეთ რაციონიდან შემწვარი, შებოლილი და ქონიანი პროდუქტები.

 

მავნე  ჩვევები – მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მოწევა ხელს უშლის კანის ქსოვილებზე ჟანგბადის მიწოდებას, აგრეთვე ამცირებს შემაერთებელი ქსოვილების ტონუსს.

რაც შეეხება ალკოჰოლს, იგი ახდენს მადის სტიმულირებას და ააქტიურებს ცხიმის სინთეზის პროცესს.

თავი აარიდეთ სტრესს, მართალია ძლიერი, მაგრამ მოკლევადიანი ნერვიულობისგან შეიძლება გახდეთ, თუმცა გრძელვადიანი ემოციონალური დაძაბულობა იწვევს უკუშედეგს.

 

ფიზიკური აქტივობა

 

ფიზიკური აქტივობა ცელულიტის დროსსწრაფი სიარული - იმის ნაცვლად, რომ დინჯად იაროთ, ეცადეთ თქვენი სვლა ენერგიული გახადოთ. ავარჯიშეთ დუნდულების კუნთები ყოველი გადადგმული ძლიერი ნაბიჯით.   

 

დაჭიმულობა - არა აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით: საწერ მაგიდასთან ოფისში, მდივანზე სახლში, კოსმეტოლოგთან, სარკის წინ თუ მანქანაში. ყველგან ეცადეთ გააკეთოთ იზომეტრიული ვარჯიში: დაჯექით ან დადექით სწორად და დაჭიმეთ სხეული, განსაკუთრებით დუნდულები, დაჰყავით ამ მდგომარეობაში რამოდენიმე წამი და მოეშვით. გაიმეორეთ 5 -10 ჯერ.

 

დილის ვარჯიში - ეს ვარჯიში დილის ფიზკულტურისთვის გამოდგება, დაწექით იატაკზე მუცლით ქვემოთ. ერთდროულად ასწიეთ მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი. შემდეგ პირიქით, მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზურგი ძალიან არ გაიზნიქოს, ხოლო პრესის კუნთები არ მოუშვათ, დაჭიმეთ. გაიმეორეთ 3 ჯერ.

 

შუადღის ვარჯიში - ყველაზე მარტივი და ამავდროულად ეფექტური ვარჯიშია – ჩაჯდომა-ჩაცუცქვა. ორივე ხელით კარის სახელურს ჩაეჭიდეთ, ნელ-ნელა გადაიზნიქეთ უკან ისე, თითქოს დაჯდომა გსურთ. 

ტანის ზედა ნაწილი ამ დროს გასწორებულია. ასეთ მოძრაობის შედეგად დუნდულების მუსკულატურა უფრო მეტად ვარჯიშდება ვიდრე ჩვეულებრივი ჩაჯდომის დროს,

 

საღამოს ვარჯიში - მოათავსეთ გასწორებული ფეხები მდივნის ან სავარძლის ქვეშ. დაიდეთ ხელები თავზე და დაჭიმეთ დუნდულები. 10ჯერ წამოსწიეთ ტანის ზედა ნაწილი და შეეცადეთ მუხლებამდე მიიტანოთ.

შემდეგ დაბრუნდით უკან, ოღონდ იატაკს არ გაუსწორდეთ.

 

ექსპრეს - ლიფტინგი – დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ასწიეთ მენჯი და გულმკერდი. ამ დროს თეძოები, დუნდულები, ზურგი და მუხლები ერთ ხაზზე უნდა იყოს. ეცადეთ ასე 5 წუთი გაჩერდეთ. გულ-მკერდი არ უნდა დაუშვათ. შეგიძლიათ ერთი ფეხი წინ გაწევით გამართოთ. გაიმეორეთ 10-20 ჯერ.

 

წყალში სირბილი – ზაფხულში ეს ვარჯიში სასიამოვნოა, მაგრამ სხვა დროსაც საკმაოდ შესრულებადი და სასარგებლოა. დამწყებთათვის აუზში წყალი გულმკერდამდე უნდა ესხას. შედით წყალში და ირბინეთ. მალე შეამჩნევთ როგორ დაიჭიმება თქვენი დუნდულები. ეს ვარჯიში ასევე ტრამვების შემდეგაა სასარგებლო, რადგან არ ტვირთავს სახსრებს.

 

პს

ნუ დახარჯავთ დროს და სახსრებს სხვადასხვა საშუალებების ყიდვაზე, რომლებიც თითქოსდა სამუდამოდ დაგიხსნიან ცელულიტისგან.

სასწაულები არ არსებობს. პრობლემისადმი კომპლექსურმა მიდგომამ კი შეიძლება მასზე გაგამარჯვებინოთ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ