მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 14435 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ა-ლა ფურშეტია-ლა ფურშეტი ფრანგული სიტყვაა (a la fourchette) და ქართულად ნიშნავს - "ჩანგლით").

ფურშეტი იმართება იმ დროის მონაკვეთებში, რომელშიც იმართება კოქტეილი (17.00-19.00 ან 18.00-20.00). აღსანიშნავია, რომ სტუმრები ფურეშტის განმავლობაში ფეხზე დგანან.

სუფრაზე უნდა იყოს მხოლოდ ისეთი საკვები, რომელთა მირთმევა მხოლოდ ჩანგლით, დანის დაუხმარებლადაა შესაძლებელი. ამას გარდა სუფრაზე აუცილებლად იქნება საკვების ასაღები სპეციალური ჩხირებიც. ფურშეტზე სასმელიც და საჭმელიც მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი.

მაგიდა ჩვეულებრივზე უფრო მაღალი უნდა იყოს, რომ ფეხზე მდგომთათვის მირთმევა გაადვილდეს. მაგიდაზე გადაფარებული უნდა იყოს თეთრი (შეიძლება სხვა ფერიც) გადასაფარებელი, რომლის სიგრძე იატაკს მხოლოდ 5-10 სანტიმეტრით სცდება.

ჭიქები გამაგრილებელი და ალკოჰოლური სამელებისთვის იდგმება რიგებად ან სამკუთხედებად. ერთმანეთზე შეწყობილი თეფშები, მაგიდის ყველა კუთხეშია განთავსებული. ცივი კერძები ლაგდება სუფრის ცენტრში. კიდეები კი თავისუფალი რჩება რათა სტუმრებმა შეძლონ საკუთარი თეფშების დალაგება.

დიდ შენობაში ა-ლა ფურშტისთვის რამდენიმე მაგიდა შეიძლება განთავსდეს, თვითოეული 5-6 ადამიანისთვის. ცივი კერძების შემდეგ სტუმრებს შემწვარ კერძს სთავაზობენ. მათ შორის შეიძლება პატარა ზომის ცხელი სოსისები და კოტლეტებიც იყოს.

ცხელი კერძების შემდეგ შეიძლება დესერტის- ყველისა და ხილის, ჟელეს ან ნაყინის   შეთავაზება. ბოლოს სურვილისამებრ სტუმრები ყავას მიირთმევენ.

ა-ლა-ფურშეტის დროს, როგორც წესი თვითმომსახურებაა. მაგიდასთან მოფუსფუსე მიმტანებს, მხოლოდ დასვრილი თეფშების გამოცვლა, კერძების  და ნაყინის შემატება და სასმელის შევსება ევალებათ.

მსგავსი ტიპის  მიღებაზე მოხვედრის შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა მიესალმოთ საღამოს ავტორებს, წასვლის წინ გამომშვიდობება სავალდებულო არ არის. თუ მიღება ოფიციალურია, სტუმარს  შეუძლია სავიზიტო ბარათი ლანგარზე დატოვოს.

სამოსის ფორმა ჩვეულებრივი ყოველდღიური, კოსტიუმი ან კაბა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ