წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 3350 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

კოქტეილიბევრ ქვეყანაში კოქტეილი მიღების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმად ითვლება, რადგან იგი ყველაზე მეტად შეესაბამება დაკავებული ადამიანის შესაძლებლობებს.

მიღება იწყება 17-დან 18 საათამდე და გრძელდება 2 საათი. მიღების მიმდინარეობის დროს სტუმრები ფეხზე დგანან. მოსაწვევზე მითითებულია მიღების დაწყებისა და დასრულების დრო (მაგალითად 17-19 საათი).

სტუმრებს შეუძლით მოვიდნენ და წავიდნენ მითითებული დროის შუალედის ნებისმიერ დროს. ნორმალურად ითვლება მიღებაზე ყოფნა1,5 საათამდე.

თუ ოფიციალურ მიღებაზე დიდი რაოდენობით სტუმრებია მიწვეული, მასპინძელი მამაკაცი და მასპინძელი ქალბატონი მთელი დროის განმავლობაში დგანან შესასვლელთან, იღებენ და აცილებენ სტუმრებს.

გარდა ამისა, მასპინძელი ქალბატონი აცნობს ახალმოსულებს სტუმრებიდან მათ, ვისაც ისინი არ იცნობენ.

თუ მასპინძელი ქალბატონი ადგილზე არ იმყოფება, ახალმოსულმა სტუმარმა უნდა იპოვოს იგი, მიესალმოს და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდეს კონტაქტში სხვა სტუმრებთან.

თუ მიღება აღინიშნება სტუმართა ვიწრო წრეში, მასპინძელი მამაკაცი და ქალბატონი ნაკლებად შებოჭილები არიან, ისინი არა მარტო იღებენ და აცილებენ სტუმრებს, არამედ შეუძლიათ დროის უმეტესი ნაწილი მათთან ურთიერთობას დაუთმონ და შესთავაზონ ბოკლებში ჩამოსხმული კოქტეილი, რომელსაც დაატარებენ ოფიციანტები.

ზოგჯერ ეწყობა ბარ–ბუფეტი სპირტიანი სასმელებით. კოქტეილის მაგიდა ფურშეტის და სადილი–ბუფეტის მაგიდისგან განსხვავდება იმით, რომ მასზე არ არის არავითარი თეფშები და ჩანგლები, არის მხოლოდ ხის ან პლასტმასის (შესაძლოა მეტალის) სპეციალური ჩხირები, რომელიც ჩარჭობილია სხვადასხვა ტიპის მშრალ საკვებს, ხილსა თუ დელიკატესში, რომელთაც მოართმევენ ხოლმე დიდი ლანგრებით.

შესაძლებელია იყოს მინი ჩანგლები, რომლის საშუალებითაც იღებენ კანაპეს ან ხილს კოქტეილიდან.

რაც შეეხება საკვებს, შესაძლოა მოწოდებული იყოს კანაპე სხვადასხვა კრემებით, პაშტეტებით, თევზით, ხორცით და სხვა, ფენოვანი ან ტკბილი მინი-ნამცხვრები, ორცხობილა, აგრეთვე ფარშირებული კვერცხი, მარილიანი, ან ტკბილი ნუში, ნიგოზი, ხილი და სხვა...

მიღების ბოლოს შესაძლოა სტუმრებს შესთავაზონ ყავა.

ჩაცმულობა – ყოველდღიური პიჯაკი ან კაბა, თუ დრესკოდი მითითებული არ არის მოსაწვევ ბარათში.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ღის Aura