მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7013 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ლუდის მაგიდალუდის მოყვარულთა გამასპინძლება მეგობრულ და არაფორმალურ ვითარებაში ხდება. 

საუკეთესოა ხის მაგიდა, რომელიც არ იფარება ტილოთი. ლუდის ბოკლების ან კათხების ქვეშ იდგმება სპეციალური სადგარები.

ლუდში კატეგორიულად არ შეიძლება არცერთი სხვა სასმელის (ალკოჰოლური და არაალკოჰოლური) არევა, რადგან ამით ის დაკარგავს ტიპიურ თვისებებს (გემოს და არომატს).

არ არის რეკომენდებული ლუდის სხვადასხვა სახეობების არევა (მაგალითად მუქი და ღია ფერის ლუდის), რადგან ვერ მოხდება ვერც ერთი სახეობის გემოვნური თვისებების შეფასება და დიდი ალბათობით დილით თავის ტკივილიც გარდაუვალია.

ასევე არ შეიძლება ლუდის ანჯღრევა ან უკვე დასხმულ სასმელში ჩამატება.

ლუდის ჩამოსხმა უნდა მოხდეს კათხიდან დაახლოებით 2,5 სმ მანძილიდან; ნაკადი მიმართული უნდა იყოს კათხის ცენტრალურ წერტილში. ქაფის ფორმირების შემდეგ, ლუდი უნდა დაემატოს ისე, რომ შეივსოს კათხის სამი მეოთხედი (ან მის გარკვეულ ნიშნულამდე). 

თუ გადახრილი კათხა ლუდით ნელ-ნელა შეივსება, ქაფის გადმოღვრის ალბათობა ნაკლებია.

ლუდის ეტიკეტის წესების მიხედვით, მაგიდასთან ლუდის ბოთლიდან დალევა ცუდ მანერად ითვლება (თუმცა პიკნიკებზე, სკვერებში და ა.შ ლუდის მსმელთა გარკვეულ წრეებში ბოთლით ლუდის დალევა მიღებული გახდა და მოდურადაც კი მიიჩნევა.)

ბოთლიდან ლუდის დალევის შემთხვევაში ბოლომდე ვერ ხდება მისი გემოს და სუნის შეგრძნება, რაც ფიზიოლოგიით არის განპირობებული. ამიტომ, გურმანები ლუდს მხოლოდ კათხების ან ლუდის ბოკლებიდან მიირთმევენ.

ცუდ ტონად ითვლება ლუდის კათხით ან ბოკლით წინ და უკან სიარული. პირველ რიგში, ლუდის დაგემოვნება უმჯობესია მშვიდ გარემოში, რათა მოხდეს განტვირთვა და სასმელით მიღებულ სიამოვნებაზე ყურადღების გამახვილება და მეორე - ხელში ლუდი ძალიან სწრაფად თბება და თუ ლუდის სმის პროცესი ხანგრძლივია, თბილი და გაზგასული ლუდით მიღებული სიამოვნება მინიმუმამდე შემცირდება.

ლუდის უკეთესად დასაგემოვნებლად მას აციებენ გარკვეულ ტემპერატურამდე. თუმცა არ არის სასურველი სწრაფი გაციების მიზნით მისი საყინულეში მოთავსება, რადგან 5 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ლუდი დაკარგავს თავის საგემოვნო თვისებებს (შეძლება იგი დადოთ ყინულზე და ისე გააციოთ).

ასევე არასასურველია სწრაფად გათბობაც. გარდა იმისა, რომ თბილი ლუდი არასასიამოვნო დასალევია, მაღალ ტემპერატურაზე მისი გემო უარესდება. ნორმალური (ოპტიმალური) ტემპერატურა, რომელზეც უნდა მიირთვათ ლუდი - 6-8 გრადუსია, თუმცა ზოგიერთი სახეობები საჭიროებს უფრო მაღალ ტემპერატურას.

ლუდს ჩვეულებრივ სპეციალური კათხებით ან მაღალი ბოკლებით მიირთმევენ. როგორც წესი, იყენებენ ხის, ფაიფურის, მინის და კერამიკული, ანუ ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ ჭურჭელს. კატეგორიულად არ შეიძლება ხელოვნური სინთეზის გზით დამზადებული (მაგალითად სხვადახვა სახის პლასტმასი) ჭურჭელის გამოყენება, რადგან იგი გააუარესებებს ლუდის საგემოვნო თვისებებს.

უფრო პოპულარობით სარგებლობს მინის კათხები და ბოკლები, რადგან მათში შესაძლებელია ლუდის გამჭვირვალობისა და ფერის შეფასება.

ლუდის კათხის ან ბოკლის მოცულობა როგორც წესი არ აღემატება 0.3-0.5 ლიტრს.

ცივილიზებულ საზოგადოებაში ლუდის დალევა ხელოვნებად მიიჩნევა, ამიტომ არ შეიძლება მისი უზარმაზარი ყლუპებით, ან ერთიანად დალევა. ასევე არ არის მისასალმებელი ერთი კათხა ლუდის მირთმევის ხანგრლივობა ერთი საათამდე გაიწელოს.

ლუდს ნელ-ნელა, ზომიერი ყლუპებით მიირთმევენ და არასოდეს უჭახუნებენ კათხებს ერთმანეთს. ცუდ ტონად მიიჩნევა კათხაში ან ბოკალში ლუდის ჩატოვება.

ლუდის დალევის დროს აუცილებელია ზომიერების დაცვა, რადგან მესამე ბოთლის (კათხის, ბოკლის, ქილის) მირთმევის შემდეგ ლუდის გემო სუსტდება, იკარგება და სრული სიამოვნების მიღება ვეღარ ხდება.

ტრადიციულად, ღია ფერის ლუდს მიირთმევენ ზაფხულში, ხოლო მუქი ფერის ლუდს ზამთარში. ასევე, ღია ფერის ლუდი რეკომენდებულია დღის განმავლობაში, მზის ჩასვლამდე, ხოლო მუქი ლუდი საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ.

ღია ფერის ლუდს მიირთმევენ მსუბუქ საკვებთან ერთად. მის გემოს კარგად უსვამს ხაზს - მარილიანი ყველის ბუტერბროდებ, ხიზილალა, ძეხვი, მიწის თხილი, მარილიანი ჩხირები ან ორცხობილა, კიბორჩხალა, კრევეტები, კრეკერი, მრავალფეროვანი თევზეული და სხვა...

მუქ ლუდს კი გეახლებიან ისეთ პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა - ცხელი სოსისი და სარდელი, შებოლილი ღორის ხორცი და თევზი და სხვა...

ლუდის ზოგიერთ ეგზოტიკურ სახეობაზე (ხილის, შოკოლადის, ჩაის, ალუბლის და სხვა...) და საავტორო ლუდზე (Craft Beer) - მისაყოლებელი საერთოდ არ არის მიღებული.

საინტერესოა, რომ ბევრ ქვეყანაში თევზთან ერთად ლუდის მირთმევა მიუღებელია, რადგან მიიჩნევენ, რომ თევზი უკარგავს ლუდს გემოს.

ლუდის სავსე კუჭზე დალევა არ არის რეკომენდებული, რადგან ასე სრულყოფილად ვერ შეაფასებთ ლუდის გემოს და ხარისხს. გარდა ამისა ლუდი აძლიერებს მადას და შესაძლებელია პირველი ჭიქის შემდეგ, ლუდის მეორე და მესამე ჭიქა დააგემოვნოთ საკვებთან ერთად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ