წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 6629 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სახელისა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!

ერთ დროსა და ჟამსა იყო განსვენებული ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი, წმიდა ქალაქსა იუდეველებისა მთასა ზედა გალილეიასა, ამ ჟამს მოვიდა უფალი იესო ქრისტე ძე ღვთისა და რქვა მან: "ჰოი დედაო ჩემო, საყვარელო, ყოვლადწმიდა მარიამ განსვენებულხარ, თუ რას აკეთებ?" ამ ჟამს გამოეღვიძა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და რქვა მან: "სიზმარი ვნახე, რომ შენ ჯვარს გაცვეს და გაწამებდნენ სასტიკად!"

ქრისტემ უთხრა: "წმიდა მარიამ, შენი სიზმარი სასწაულია და ყველაფერი ახდება. ვინც ამ სიზმარს თან იქონიებს, შეინახავს და მოუყვება თავის დედას, მათი სახლი განთავისუფლდება უბედურებისაგან, ტანჯვისაგან და თუ ამ სიზმარს ყოველ ხუთშაბათს სამჯერ წაიკითხავთ, განთავისუფლდებით ყველა უბედურებისაგან".

მეორეჯერ გოლგოთას მთაზე ჰკითხა ქრისტემ თავის დედას, წმიდა მარიამმა უთხრა: "ჩემო ძვირფასო შვილო, სიზმარი ვნახე, ვითომ შენ გაწამებდნენ. თავზე ეკლის დაწნილი გვირგვინი დაგადვეს, თავი და ტანი სულ სისხლით იყო შეღებილი".

ამ დროს ქრისტემ უპასუხა: "შენი სიზმარი სასწაულია, ჭეშმარიტია და ყველაფერი ახდება. ამ სიზმარს ვინც ატარებს, უამბობს თავის დედას და არ დაავიწყდება, ისინი განთავისუფლდებიან ყველა უბედურებისაგან და მათ სახლში ეშმაკი არ შევა".

მესამედ წმიდა მარიამი და იესო ქრისტე, როდესაც მიდიოდნენ იერუსალიმში გოლგოთას მთაზე, ქრისტემ მესამედ ჰკითხა თავის დედას: "დედა, რა ნახე შენს სიზმარში, მიამბე". წმიდა მარიამმა უთხრა: "ძვირფასო შვილო, იესო ქრისტე, სიზმარში ვნახე, რომ შენს ტანს აწამებდნენ, შენი ტანჯვის დროს მთვარე დაბნელდა და მზე წითლად შეიღება, ცა იმ წუთიდან შეერთდა და ფარდა ჩამოეფარა. ამ დროს მოვიდა იოსები, ჯვარიდან შენი ტანი ჩამოხსნა, დასდო ხეზე და საფლავში დაგმარხა. სამი დღის შემდეგ, ჯოჯოხეთის კარები გატეხეს და და ადამი და ევა გამოვიდნენ".

ამის შემდეგ იესო ქრისტემ უპასუხა: "ჩემო ძვირფასო დედავ, ღვთისმშობელო, შენს სიზმარს ვინც შეინახავს და თან ატარებს, მის სახლში არ შევა ეშმაკი და წმიდა ანგელოზი იქნება მისი ოჯახის მფარველი; ვინც გზაზე წავა, თუ ამ სიზმარს თან იქონიებს, მიიღებს დიდ სიხარულს, ღმერთი კეთილ გზას მისცემს, გადარჩება ავი სიკვდილისაგან".

ეს სიზმარი დაწერილია ქალაქ იერუსალიმში, იესო ქრისტეს სახლში.

ილოცეთ სულისათვის განთავისუფლებული იქნებით ათასგვარი წვალებისაგან. ეს სიზმარი, ვისთანაც გინდა იყოს, ის იქნება განთავისუფლებული ყოველგვარი უბედურებისაგან.

ამ სიზმარს ვინც არ ირწმუნებს, ის იქნება დასჯილი. სულ ერთმანეთის ლანძღვაში იქნებიან: მეფე მეფესთან, მამა შვილთან! იქნება მკვლელობები. მეხით და ცეცხლით აღმოხდებათ სული და მოკვდებიან.

"ღვთისმშობელო, შენ იყავ ყველას მფარველი, გაანთავისუფლე გზა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი".

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის aura