წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 15824 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ხუთგზის ლოცვები ღვთისმშობელი მარიამის მიმართერთი ღმერთშემოსილი ბერი, იდგა რა ლოცვად, მოვიდა აღტაცებაში და ესმა ჴმა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელიც მიმართავდა ყოვლადწმიდა დედას თჳსას და ეუბნებოდა:

”მარქჳ დედაო, რაოდენი დიდი ტკივილი დაითმინე ჩემს გამო მიწიერ ცხოურებაში?”

ყოვლადწმიდამ მიუგო:


”ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო! შენს გამო ხუთი დიდი ტკივილი დავითმინე დედამიწაზე:


პირველი - მესმა რა სვიმეონ წინაჲსწარმეტყუელისაგან, რომ მოიკვლებოდი;

მეორე - გეძებდი რა იერუსალიმში და სამი დღე ვერ გიხილე;

მესამე - მესმა რა, რომ შეპყრობილ იქმნენ ჰურიათგან;


მეოთხე - ოდეს ავაზაკთა შორის გიხილე ჯვარცმული;

მეხუთე - გიხილე რა საფლავად დადებული.”

და მიუგო მას უფალმა:

”დედაო ჩემო, ვინც მოიხსენოს შენი ყოველი ტკივილი დღითი-დღე ჩემს ლოცვასთან, რომელიცა არს ”მამაო ჩუენო”... და მთავარანგელოზის ხარებასთან ერთად, რომელიცა არს: ”ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ”...



პირველი ტკივილის მოხსენებისათჳს - მივანიჭებ ცოდვათა თვსთა განცდას და სინანულს მათზედ;


მეორე ტკივილის მოხსენებისათჳს - შევუნდობ ყველა ცოდვას;


მესამე ტკივილის მოხსენებისათჳს - დავუბრუნებ სათნოებებს ცოდვით განდრეკილთ;


მეოთხე ტკივილის მოხსენებისათჳს - სიკვდილის ჟამს ვაზიარებ საღმრთოსა ჴორცსა და სისხლსა ჩემსას;


მეხუთე ტკივილის მოხსენებისათჳს - მე თჳთ მივეახლები მას ამა სოფლიდან განსვლის ჟამს და თჳთ მივიღებ მის სულს საუკუნო სასუფეველში.”



ამინ.
ღმერთშემოსილი მამისა ამ ხილვის შემდგომ წმ. მღვდელმთავარმა დიმიტრი როსტოველმა შეადგინა შემდეგი ლოცვა:

 

ხუთგზის ლოცვანი

 

დასაწყისი ლოცვები
 

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩემო, რომელმაც არა წარმწყმიდე მე ცოდვილი უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ აქამომდე ითმენ შეცოდებათა ჩემთა(მეტანია).
ღირს-გვყავ ჩუენ, უფალო, დღეინდელსა ამას დღესა უცოდველად დაცვად ჩუენდა; მომმადლე მე უფალო,რაჲთა არცა სიტყუით, არცა საქმით, არცა გონებით განგარისხებდე შენ, შემოქმედსა ჩემსა, არამედ რაჲთა ყოველნი საქმენი, ზრახუანი და გულის-სიტყუანი ჩემნი იყუნედ სადიდებელად ყოვლადწმიდისასახელისა შენისა (მეტანია).
ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა, ყოველსა დღესა ცხოურებისა ჩემისასა; ჟამსა განსვლისა და აღსასრულისა ჩემისასა ნუ დამიტევებ მე (მეტანია).
ლოცვა ესე წარმოთქვი მუხლმოდრეკილმან:

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყნარე მომკუდარი სულითა და გონებითა, შემიწყნარე მე ცოდვილი, უძღები, შემწიკულებული სულითა და ჴორცითა, მიმიღე ბოროტება სირცხვილეული და ნუ მიიქვევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა მასმენ მეუფეო: ”არა გიცი შენ,” არამედ შეისმინე ჴმაი ვედრებისა ჩემისაჲ. მიჴსენ მე, რამეთუ გაქუს დიდი წყალობაჲ და არა გნებავს წარწყმედაჲ ცოდვილისაჲ; რამეთუ არა დაგიტევებ შემოქმედსა ჩემსა და არცა განგეშორები , ვიდრემდე არა ისმინო ჩემი და მომანიჭო მოტევებაჲ შეცოდებათა ჩემთა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, შუამდგომელობითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, წმიდისა დიდებულისა მცველისა ანგელოზისა ჩემისა, წინაჲსწარმეტყუელისა და წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, ღმრთისმეტყუელთა მოციქულთაჲთა და წმიდათა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა, ღირსთა და ჱოველთა წმიდათა შენთაჲთა, შემიწყალე და მაცხოვნე მე ცოდვილი, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოურებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩუენ (3 გზის).
დიდებაჲ მამასა და ზესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).
დიდებაჲ მამასა და ზესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩუენთა.
შემდგომ ამისა:

ლოცვა 1

ჰოი, გულმოწყალე დედაო, ქალწულო მარიამ, მე ცოდვილი და შემწიკულებული მონაჲ (მხევალი) შენი, მოვიხსენებ ტკივილსა შენსა, რაჟამს გესმა სვიმეონ წინაჲსწარმეტყუელისაგან, ვითარმედ მოჰკვლენ უმოწყალოდ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, მოგართუამ ლოცვასა ამას და ხარებასა მთავარანგელოზისასა, მიითუალე ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა და ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა მომანიჭოს ცოდუათა ჩემთა შეცნობაჲ და სინანული მათ ზედა.
ამინ (მეტანია).

ლოცვა 2

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩუენთა.
ჰოი უფროსად კურთხეულო და ყოვლად უხრწნელო დედაო და ქალწულო , მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკულებულისა მონისა (მხევალისა) შენისაგან ლოცვაჲ ესე და ხარებაჲ მთავარანგელოზისა ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა, რომელი განიცადე, ოდეს დაკარგე ძეჲ შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იერუსალიმს ტაძარსა შინა და სამ დღე არ გეხილვა იგი. მას ევედრე და გამოითხოვე მისგან ყოველთა ცოდვათა ჩემთა მიტევებაჲ და დატევებაჲ მათი, ყოვლადსადიდებელო, ამინ (მეტანია).

ლოცვა 3

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ. ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩუენთა.
ჰოი დედოფალო საწუთოჲსაო, ყოვლადკურთხეულო სძალო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკულებულისა მონისა (მხევლისა) შენისაგან, ლოცვაჲ ესე და ხარებაჲ მთავარანგელოზისა, ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა, რაჟამს გესმა შეპყრობაჲ და შეკრვაჲ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. მას ევედრე, რაჲთა დამიბრუნოს სათნოებანი ჩემნი ცოდვით განდრეკილნი, ხოლო შენ, ყოვლადწმიდაო, გადიდებ უკუნისამდე.
ამინ (მეტანია).

ლოცვა 4

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩუენთა.
ჰოჲ, გულმოწყალებისა წყაროო, ქალწულო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკულებულისა მონისა (მხევლისა) შენისაგან, ლოცვაჲ ესე და ხარებაჲ მთავარანგელოზისა, ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა, რაჟამს ავაზაკთა შორის ჯუარსა ზედა იხილე ძეჲ შენი და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე; მას ევედრე დედოფალო, რაჲთა მოიღოს წყალობაჲ თჳსი ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა და ზიარ-მყოს საღმრთოისა ჴორცისა და სისხლისა თჳისისა, ხოლო შენ, ჴელის-აღმყრობელსა ჩემსა, გადიდებ უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ლოცვა 5

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩუენთა.
ჰოჲ, სასოო ჩემო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთის მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკულებულისა მონისა (მხევლისა) შენისაგან, ლოცვაჲ ესე და ხარებაჲ მთავარანგელოზისა, ღირსებად და ჴსენებად ტკივილისა შენისა, რაჟამს იხილე ძეჲ შენი და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, საფლავად დადებული, მას ევედრე, დედოფალო, რაჲთა მომევლინოს ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა და შეიწყნაროს სული ჩემი ცხოურებასა საუკუნოსა, ამინ (მეტანია).
ჰოჲ, ყოვლადმოწყალეო ქალწულო, დედოფალო ღმრთისმშობელო, მონათა შენთა მოყუარეო ტრედო უმანკოო, ცისა და მიწის მპყრობელო დედოფალო, სიყვარულით შემწყნარებელო ყოველთა შენდამი მვედრებელთაო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკულებულისა მონისა (მხევალისა) შენისაგან ხუთგზის ლოცვაჲ ესე; აწცა მოვიხსენებ მიწიერ და ზეციურ სიხარულთა შენთა და ლმობიერად გიღაღადებ ესრეთ:
(მიწიერი სიხარულნი)
გიხაროდენ, რომელმან უთესლოდ მუცლად იღე უფალი ჩუენი იესო ქრისტე.
გიხაროდენ, რამეთუ უმტკივნეულოდ იტვირთე იგი წიაღსა შინა შენსა.
გიხაროდენ, რომელმან ჰშევ საკვირველითა განგებულებითა.
გიხაროდენ, რომელმან მიიღე მოგვთაგან ძღუენი და თაყუანისცემაჲ.
გიხაროდენ, რამეთუ შობილი შენი დიდებით აღდგა მკუდრეთით.
გიხაროდენ, რამეთუ იხილე ზეცად აღმავალი შემოქმედი შენი, შენ თჳთ ამაღლდი მასთან სულითა და ჴორცით.
(ზეციური სიხარულნი)
გიხაროდენ, უბიწოებისა შენისათჳს ანგელოზთა და ყოველთა წმიდათა უწმიდესო.
გიხაროდენ, რამეთუ წმიდისა სამებისა მახლობლად ჰბრწყინავ.
გიხაროდენ, მშვიდობისმყოფელო ჩუენო.
გიხაროდენ, ყოველთა ზეციურთა ძალთა მპყრობელო.
გიხაროდენ, რომელსა გაქუს უმეტესი კადნიერებაჲ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა.
გიხაროდენ დედაო, შემწყნარებელო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო.
გიხაროდენ, რამეთუ სიხარული შენი არა დასრულდების უკუნისამდე. ამინ.
შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არაწმიდისაგან ენისა, სულისაგან შემწიკულებულისა, მიითუალე ყოვლადწმიდაო დედოფალო, ქებაჲ ესე, სიხარულო ჩემო, მიითუალე ვითარცა ქვრივისა ორი მწულილი, და მომმადლე, რაითა მოგართუა ძღუენი, ღირსი სახიერებისა შენისაჲ; ჰოჲ, ყოვლისა მყრობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედოფალო ცათა სასუფევლისაო, რამეთუ გნებავს და ძალგიძს, მასწავე ვითარ მოგმართო, შენ დედას უფლისას, მხოლოსა საფარველსა და ნუგეშინისმცემელსა ცოდვილთასა.
გიხაროდენ, დედოფალო, რამეთუ მეცა მონაჲ შენი მრავალმცოდველი, სიხარულით გიხმობ შენ, ყოვლადქებულო დედაო, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო, ამინ.
ვუმზერ ხატსა შენსა წმიდასა, ვითარცა ჭეშმარიტსა სახესა შენსა, ღმრთისმშობელო, მტკიცე რწმენით, სულითა და გულით შეგივრდები და თაყუანს გცემ მარად ყრმა იესუთი, რომელი გიპყრიეს ჴელთა შენთა, ღმრთივშუენიერად გადი8დებ და გევედრები ცრემლით: დამიფარე საფარველითა შენითახილულ და უხილავ მტერთაგან, რომელმან ადამის მოდგმა ღირს-ჰყავ ცათა სასუფეველისა, ამინ.

შემდგომ ამისა:

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ , ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყუისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება და მადლობა უფალს ყოველივესთჳს, რაჲცა მოგვაგო ჩუენ.
ხუთგზის ლოცვები ღმრთისმშობელი მარიამის

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები



როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა