მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 28974 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ LCD / LED ტელევიზორითხევადკრისტალური ტელევიზორის მოწყობილობა - ეს ორი გამჭირვალე პანელია მათ შორის განთავსებული თხევადი კრისტალების ფენით.

არსებობს თხევადკრისტალური ტელევიზორების უკანა განათების ორი ძირითადი მეთოდი, ლამპის საფუძველზე ცივი კათოდით - CCFL და დიოდური ინდიკატორის საფუძველზე - LED (Light Emitting Diode).

შეიძლება ითქვას, რომ LED ტელევიზორი - LCD-ეს გაუმჯობესებული კონფიგურაციაა, იგი გაცილებით თხელია, მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას, აქვს ჩვენების უფრო მკვეთრი ხარისხი და გაცილებით სიცოცხლისუნარიანია ვიდრე LCD პანელები (მუშაობს დაახლოებით 100 000 საათით მეტს).

უნდა ითქვას, რომ კიდევ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიაა გამოყენებული ОLED (Organic Light Emitting Diode) ტელევიზორებში. თუმცა ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე ჯერ-ჯერობით ასეთი ტელევიზორები თითქმის არ არსებობს.

თხევადკრისტალური ტელევიზორის არჩევის დროს, თქვენს წინაშე აუცილებლად წამოიჭრება მთელი რიგი შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემის გარეშე, არჩევნის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ.

ეს შეკითხვები შეიძლება იყოს მრავალმხრივი, ამიტომ, მიმოვიხილოთ თუ რას უნდა მიექცეს პირველ რიგში ყურადღება და რა მოთხოვნებს და პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე LCD ტელევიზორი, რათა მომხმარებელმა თავი კმაყოფილად იგრძნოს.

 

დიაგონალი

 

როგორ ავირჩიოთ LCD / LED ტელევიზორი - დიაგონალიპირველ რიგში, რა თქმა უნდა უნდა ჩამოყალიბდეთ ისეთ პარამეტრზე, როგორიცაა თხევადკრისტალური ტელევიზორის ზომა.

ტელევიზორის ზომა აღინიშნება დიაგონალებში, გამოიხატება ერთი რიცხვით და იზომება დიუმებში და სანტიმეტრებში. 1 დიუმი (Inch) = 2,54 სმ.

ძალიან ხშირად, მოდელის სახელწოდება თავად შეიცავს ტელევიზორის ეკრანის ზომის (დიაგონალის ზომის) აღმნიშვნელ რიცხვს.

თხევადკრისტალური ტელევიზორებისთვის არსებობს საყოველთაოდ მიღებული ეკრანის ზომები, რომლის მიხედვითაც ხდება მათი დაჯგუფება. ყველაზე გავრცელებული დიაგონალებია: 15'' (38 სმ), 19'' (49 სმ), 22'' (56 სმ), 26'' (67 სმ),  29'' (72 სმ), 32'' (81 სმ), 34'' (87 სმ), 36'' (92 სმ), 40''(102 სმ), 42''(107 სმ), 46'' (117 სმ), 50'' (127 სმ), 55'' (140 სმ) და მეტი...

15“ ,19“,22“,26“ დიაგონალი ეკრანის ტელევიზორები,  შეგიძლიათ შეიძინოთ სამზარეულო და პატარა საძინებელი ოთახებისთვის, კაბინეტისთვის ან სააბაზანო ოთახისთვის.

32“- 37“ რეკომედირებულია პატარა ბინებისთვის, აგარაკებისთვის და ოფისებისთვის.

40“, 42“ 50'' და ა.შ  - დიდი, მოცულობითი ფართებისთვის (ინდივიდუალური გადაწყვეტილებით - რაც უფრო დიდია ფართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს დიაგონალი).

2D გამოსახულების ფილმების ეფექტურად ყურებისათვის, კინომანები ოპტიმალურად მიიჩნევენ ზომას - არა ნაკლებ 42 დიუმისა, ხოლო 3D გამოსახულების საყურებლად, კომფორტული ზომაა 50 დიუმი და ზემოთ.

მიიჩნევა, რომ ტელევიზორის ყურების მაქსიმალური კომფორტისთვის, ყურების წერტილიდან ტელევიზორამდე მანძილი, უნდა იყოს ტელევიზორის დიაგონალზე საშუალოდ 2-3 - ჯერ მეტი.

ნაკლები მანძილის შემთხვევაში, გამოსახულების ყურება ძაბავს მხედველობას, ხოლო მეტი მანძილის შემთხვევაში თვალები იღლება ფართო ხედვის კუთხის გამოსახულების ყურების გამო.

მაგალითად: თუ თქვენ შეიძენთ ტელევიზორს, რომლის ზომაა 32 დიუმი (1 დიუმი = 2,54 სმ), მანძილი, რომლიდანაც უყურებთ ტელევიზორს, უნდა იყოს 2-3 მეტრი.

თუმცა, ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, რომ მაღალხარისხიანი, თხევადკრისტალური პანელების შემთხვევაში, მანძილს აღარც აქვს მნიშვნელობა. მაგალითად: 55 დიუმი (მიახლოებით 1,4 მეტრი) თხევადკრისტალური ტელევიზორის ყურება  Full-HD რეჟიმში და 1920x1080 გარჩევადობით - კომფორტულადაა შესაძლებელი 2 მეტრი მანძილიდან.

ლოგიკურია, რომ დიაგონალის ზრდასთან ერთად, იზრდება LCD ტელევიზორების გაბარიტებიც, ამიტომ, შეძენის მომენტში გასათვალისწინებელია თხევად კრისტალური ტელევიზორების სისქეც. თუ მცირე დიაგონალიან ტელევიზორებში იგი მერყეობს - 20-40 მმ -ის ფარგლებში, საშუალო და დიდი ტელევიზორების შემთხვევაში, მათი სისქე 40-60 მმ -ის ფარგლებშია.

თუმცა თანამედროვე LED ტელევიზორების სისქე გაცილებით ნაკლებია LCD ტელევიზორების სისქეზე და მერყეობს 10-15 მმ -ის ფარგლებში. არსებობს LED მოდელები, რომელთა სისქე 11 მმ, 10 მმ, 6 მმ, 5 მმ და 3 მმ-საც კი შეადგენს.

ქვემოთ მოყვანილია ტაბულა, რომელიც მიუთითებს შეფარდებას LCD  და LED ტელევიზორის ზომასა და ყურების მანძილს შორის.

როგორ ავირჩიოთ LCD ტელევიზორი - ეკრანის ზომა ყურების წერტილამდე მანძილის შეფარდება

მონტაჟის მომენტში, გაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორის გარსაცმსა და კედელს შორის, უნდა დარჩეს გარკვეული მანძილი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰაერის ცირკულაცია ტელევიზორის გაგრილებისთვის.

 

ეკრანის გაფართოება

 

როგორ ავირჩიოთ LCD / LED ტელევიზორი - ეკრანის გაფართოებაეკრანის გაფართოება ნიშნავს ეკრანის შემადგენელი წერტილების რაოდენობას ეკრანის ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე. ამ წერტილებს პიქსელი ეწოდება, ამიტომ ეკრანის გაფართოება იზომება პიქსელებში.

დიდი გაფართოება, საშუალებას იძლევა ტელეევიზორის ეკრანზე განთავსდეს მეტი ინფორმაცია, უზრუნველყოფს კონტრასტულ, ნათელ და მკვეთრ გამოსახულებას, საუკეთესო ხარისხში ფილმებისა და გადაცემების ჩვენების შესანიშნავ დონეს.

ეკრანის გაფართოება, LCD ტელევიზორის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენს მიერ გამოსახულების აღქმაზე.

რაც უფრო მაღალია ეკრანის გაფართოება, მით უფრო პატარაა პიქსელები, რომლისგანაც შედგება გამოსახულება და შესაბამისად უფრო ბუნებრივი და თვალისთვის სასიამოვნოა იგი.

ეკრანის გაფართოება იზრდება ტელევიზორის დიაგონალის ზრდის შესაბამისად. დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარზე ძირითადად გვხვდება HD 1280x720 და 1366x768, Full HD 1920х1080 და Ultra HD 3840×2160 - 4K სტანდარტის ტელევიზორები.

HD 1280x720  და 1366x768 სტანდარტის ტელევიზორები უკვე თმობენ პოზიციებს და ფაქტიურ სტანდარტად მიიჩნევა გაფართოება Full HD (1920х1080). სამომხმარებლო ბაზარზე, თითქმის ყველა ტელევიზორს დაწყებული 32 დიუმიდან, გააჩნია გაფართოება Full HD.

მეორეს მხრივ, ტექნოლოგიები ვითარდება და შეიმჩნევა უფრო მაღალ გაფართოებაზე - UHD (Ultra high definition) 3840×2160 (4K) და UHDTV 7680х4320 (8K) -ზე გადასვლის ტენდენცია, გამოსახულების 4K და 8K დეტალიზაციით. 

მაგალითად: ახალი ტექნოლოგიის - 4K/Ultra HD უპირატესობაა - გამოსახულების (სურათის) Full HD-ზე 4-ჯერ მეტი დეტალიზაცია. თუმცა საქმე არა მხოლოდ სატელევიზიო კადრში პიქსელების მაღალ რაოდენობაზეა, UHD სტანდარტი საგრძნობლად აუმჯობესებს სიგნალის ხარისხს და ფერები და გამოსახულება, რადიკალურად სუფთა და მკვეთრია.

თუმცა, ჯერ-ჯერობით ეს ტენდენცია ახალია და შეიმჩნევა ზოგიერთი მწარმოებლის დიდი ზომის ტელევიზორებში.

ქვემოთ ჩამოთვლილია HD, Full HD და Ultra HD გაფართოების ტელევიზორიების ძირითადი მახასიათებლები:

HD

გაფართოება - 1280x720 ან 1366x768

პიქსელების ფერის სიღრმე - 6 ბიტი

კადრის სიჩქარე - პროგრესული - 30 კადრი წამში

ფერების არეალი 28,7%

Full HD

გაფართოება -1920х1080 - Full HD

პიქსელების ფერის სიღრმე - 8 ბიტი

კადრის სიჩქარე - პროგრესული, 50 კადრი წამში

ფერების არეალი - 35,9%

Ultra HD

გაფართოება - 3840×2160 – (4K სტანდარტი) ან 7680х4320 (8K სტანდარტი)

პიქსელების ფერის სიღრმე - 10/12 ბიტი

კადრის სიჩქარე - პროგრესული, 50-100 კადრი წამში

ფერების არეალი - 75,8%

ფორმატი

თანამედროვე LCD ტელევიზორების ეკრანების შეფარდება შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან სიგრძითა და სიმაღლით, ანუ ფორმატით. ადრე ასეთ სტანდარტად მიღებული იყო ფორმატი 4:3, თუმცა დღესდღეობით ასეთი ფორმატები აღარ არსებობს და ისინი ჩაანაცვლა ფორმატმა 16:9. სწორედ ამ ფორმატში ხდება დღესდღეობით DVD და Blu-Ray დისკების ჩაწერა.

ფართო ფორმატზეა გადასული მაუწყებლობაც. ასევე არსებობს კიდევ უფრო დიდი ფორმატი 21:9. ასეთი ფორმატი განსაკუთრებით დააფასეს კინომანებმა, რადგან მისი საშუალებით, ფილმების ყურება შესაძლებელია გამაღიზიანებლი შავი არეების გარეშე (ზემოდან და ქვემოდან), რაც ავიწროვებდა ეკრანს და უკარგავდა ფილმს ეფექტს.

ასეთი ეკრანი ეფექტურად იყენებს თავისი ფართობის თითოეულ დიუმს და ახდენს HD ვიდეორგოლების შესანიშნავ დემონსტრირებას.

როგორ ავირჩიოთ LCD / LED ტელევიზორი - ეკრანის გაფართოების პარამეტრები

 

ხედვის კუთხე

 

როგორ ავირჩიოთ LCD / LED ტელევიზორი - ხედვის კუთხეერთადერთი ტელევიზორის ტიპი, რომლისთვისაც ხედვის კუთხეს მნიშვნელობა აქვს, არის LCD და LED თხევადკრისტალური ტელევიზორები, სხვა დანარჩენი ტიპის ტელევიზორებისთვის (პლაზმა, პროექციული), ხედვის კუთხე ერთია და შეადგენს 180 გრადუსს ან ოდნავ ნაკლებს.

ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხედვის კუთხე არის პარამეტრი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია LCD და LED ტელევიზორების შერჩევის დროს.

ეს პარამეტრი სხვადასხვა ტელევიზორებში მერყეობს და შეადგენს 150, 160, 170, 175, 176, 178 გრადუსს.

თუ ტელევიზორს უყურებთ არა პირდაპირ ცენტრში, არამედ გვერდიდან (ანუ ზიხართ ცენტრიდან მარცხნივ ან მარჯვნივ), შენიშნავთ კონტრასტულობის მკვეთრად დაწევას და ფერების ცვალებადობას.

რაც უფრო იზრდება მანძილი ცენტრიდან, მით უფრო იზრდება ხარვეზები, ანუ უარესდება გამოსახულების კონტრასტი და ფერთა გამა.

ხედვის კუთხეების მინიმალური დასაშვები მნიშვნელობა ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბტყეებზე, შეადგენს 160 გრადუსს. ეს ნიშნავს იმას, რომ 80 გრადუსიანი კუთხით ტელევიზორის ყურების დროს, თქვენ გამოდით კომფორტული ხედვის არიდან და გამოსახულების კონტრასტი იქნება 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ტელევიზორს უყურებთ ცენტრში.

ყველა შემთხვევაში, უმჯობესია თუ არჩევანის გაკეთების მომენტში, არ ენდობით მხოლოდ ტელევიზორის დახასიათებაში მითითებულ ამ პარამეტრს და ხედვის კუთხეს საკუთარი თვალებით შეამოწმებთ, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ტელევიზორი უფრო დაბალი ხედვის კუთხით, აჩვენებს უფრო უკეთესად, ვიდრე ტელევიზორი უფრო მაღალი ხედვის კუთხით.

ხშირად, ტელევიზორს, ხედვის კუთხის გრაფაში მითითებული აქვს არა ერთი, არამედ ორი რიცხვი, მაგალითად - 170/160. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, პირველი რიცხვი ნიშნავს ჰორიზონტალურ ხედვის კუთხეს, ხოლო მეორე - ვერტიკალურს (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული მოდელის ტელევიზორს ეს მონაცემები სხვადასხვა აქვს).

ვერტიკალურ ხედვის კუთხეს მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორის განთავსებას (ჩამოკიდებას) მნიშვნელოვან სიმაღლეზე აპირებთ მაგალითად კაფეში ან როგორც საინფორმაციო ტაბლო - ბანკებში, ოფისებში ან სხვა დაწესებულებებში.

სახლის პირობებში, თქვენ არ მოგიწევთ ტელევიზორს უყუროთ ქვემოდან ზემოთ ან პირიქით, ამიტომ თუ მისი შეძენა სახლისთვის გსურთ, შეგიძლიათ ამ პარამეტრს საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება.

რაც შეეხება ჰორიზონტალურ ხედვის კუთხეს, ამ პარამეტრს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორი განთავსებულია დიდი მოცულობის ფართში და ხშირად გიწევთ მისი ყურება დიდი ხედვის კუთხიდან.

სხვა შემთხვევაში, თუ ფართი, სადაც ტელევიზორი უნდა დადგათ, ან ჩამოკიდოთ მცირეა, შეგიძლიათ იგი ისე გონივრულად განათავსოთ, რომ კუთხიდან ყურების შემთხვევაში ხარვეზები რაც შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს.

ზოგადად, მაღალ ხედვის კუთხეს, უზრუნველყოფს უფრო თხელი მატრიცა, ამიტომ, სასურველია თუ ტელევიზორის ხედვის კუთხე არ შეადგენს 170 გრადუსზე ნაკლებს. ფლაგმანი მაღალი ხარისხის LED მოდელის ტელევიზორების ხედვის კუთხე შეადგენს 175-178 გრადუსს.

 

კონტრასტულობა / სიკაშკაშე

 

როგორ ავირჩიოთ LCD / LED ტელევიზორი - კონტრასტულობა / სიკაშკაშეკონტრასტულობა არის თვისება, რომელიც საშუალებას იძლევა უზრუნველყოს მაღალი სიმკვეთრე და ფერთა გადაცემა სხვადასხვა განათების პირობებში.

თხევადკრისტალური LCD და LED ტელევიზორის შერჩევის დროს კონტრასტულობისა და სიკაშკაშის ფაქტორის გათვლისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ტექნიკურად, ტელევიზორის კონტრასტულობა, იზომება გამოსახულების ყველაზე ნათელ თეთრ ფერსა და ყველაზე ბნელ შავ ფერს შორის სხვაობით, ანუ განისაზღვრება ყველაზე თეთრი პიქსელის სიკაშკაშის (მაქსიმალურის სიკაშკაშე) შესაბამისობით ყველაზე შავი პიქსელის სიკაშკაშესთან (მინიმალური სიკაშკაშე).

კონტრასტულობის საზომი ერთეული არ არსებობს. მას გამოსახავენ ფორმატით X:1. ეს მონაცემი თხევადკრიტალურ ტელვიზორებში მერყეობს 400: 1 - დან 1000:1 - მდე. მაგალითად, კონტრასტულობა თანაფარდობით 800:1 ნიშნავს, რომ ეკრანის ყველაზე ბნელი მონაკვეთი, 800-ჯერ უფრო ბნელია მის ნათელ მონაკვეთზე, ანუ ტელევიზორს შეუძლია გამოსახოს თეთრი ფერი 800-ჯერ უფრო ნათლად, ვიდრე შავი. შესაბამისად - რაც უფრო მეტია ეს მონაცემი, ანუ კონტრასტი, მით უფრო მკვეთრი და ხარისხიანია გამოსახულება.

კონტრასტულობის ზუსტი განსაზღვრა საკმაოდ რთულია. არსებობს ორი სახის კონტრასტულობა - სტატიკური (ბუნებრივი) და დინამიური.

სტატიკური კონტრასტულობა არის კონტრასტულობის კოეფიციენტი განსაზღვრულ მომენტში და ერთი კადრის ფარგლებში (წარმოიდგინეთ, რომ პაუზით გააჩერეთ გამოსახულება). იგი საშუალებას იძლევა წარმოადგინოს დისპლეის ტექნოლოგია ბუნებრივად, ყოველგვარი ეშმაკობისა და დამატებითი ხერხების გარეშე.

სწორედ ეს ბუნებრივი კონტრასტულობაა თხევადკრისტალური ტელევიზორის კონტრასტულობის ზუსტი მაჩვენებელი.

დინამიური კონტრასტულობა კი კონტრასტულობის კოეფიციენტია, რომელიც იზომება გარკვეულ დროის პერიოდში და დამოკიდებულია განათების დონის შემცირებაზე. უმრავლეს შემთხვევებში, დინამიური კონტრასტულობა ნიშნავს, ნათელ კადრებზე მაქსიმალურ სიკაშკაშესა (განათების მაქსიმალურ დონეზე) და მუქ კადრებზე მინიმალურ სიკაშკაშეს (განათების მინიმალურ დომეზე) შორის შესაბამისობას.

დინამიური კონტრასტულობის მომატების მეთოდი, სტატიკურისგან განსხვავდება იმით, რომ საჭიროა განათების სიკაშკაშის რეგულირება. რადგან მაქსიმალური სიკაშკაშის მომატება დასაშვებ ნიშნულზე მეტ მაჩვენებელზე, ნეგატიურად აისახება გამოსახულებაზე და იწვევს დისკომფორტს, დინამიური კონტრასტულობის მომატების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს განათების სიკაშკაშის შემცირება მუქ კადრებზე. ნათელი და მუქი ტონების სიკაშკაშის შეცვლა ხდება ავტომატურ რეჟიმშიც (ტელევიზორი თავად განსაზღვრავს რა დროს მოუმატოს და მოუკლოს კონტრასტი).

ზოგიერთი მწარმოებელი, იყენებს მარკეტინგულ ხერხს და კონტრასტულობის მაჩვენებლად უთითებს მაგალითად ასეთ მაჩვენებელს - 500 000: 1, 1000 000:1 ან მეგა კონტრასტულობა, მაგრამ არ მოტყუვდეთ, რადგან ეს იქნება არა ბუნებრივი (სტატიკური), არამედ დინამიური კონტრასტულობა, რომელიც მიიღწევა სპეციალური, ადაპტირებული ალგორითმების საშუალებით, ანუ გამოსახულების დამატებითი რეგულირების ხარჯზე. ამიტომ, ნუ მიაქცევთ კონტრასტულობის დინამიურ მაჩვენებელს დიდ ყურადღებას.

სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი მოდელის ტელევიზორი შუქდიოდური (LED) განათებით, რომელშიც განათების სიკაშკაშის რეგულირება ერთი კადრის ფარგელებშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, დინამიური კონტრასტულობა წარმოადგენს ჭეშმარიტ მაჩვენებელს და წონითი არგუმენტი უნდა გახდეს ასეთი ტელევიზორის შეძენის დროს.

ბევრი მომხმარებელი თვლის, რომ მაღალი კონტრასტულობა შესაძლებლობას იძლევა უფრო ზუსტად და ღრმად წარმოაჩინოს ფერები. თუმცა ეს მცდარი მოსაზრებააა. მაღალი კონტრასტულობის დროს, ნათელი გამოსახულება შეიძლება მოგეჩვენოთ უფრო ნათლად, ხოლო მუქი ფერები უფრო მუქად, მაგრამ ეს არ მოქმედებს ტელევიზორის თვისებაზე, ზუსტად და დეტალებში გადმოცეს ფერები. 

თუმცა, კონტრასტულობის უფრო მაღალი კოეფიციენტი, ზრდის გამოსახულების სიმკვეთრეს, რომელიც გარკვეულწილად დამოკიდებულია ფაქტორზე, თუ როგორ რეაგირებენ ერთმანეთზე მუქი ტონები და ფერები.

რაც შეეხება სიკაშკაშეს, იგი აღინიშნება -  კდ/მ² (კანდელი / კვადრატულ მეტრზე - სინათლის ძალა ფართობის ერთეულზე).

თხევადკრისტალურ ტელევიზორებში ეს მონაცემი მერყეობს - 250 კდ/მ² -დან 1000 კდ/მ² - მდე.

თუ ტელევიზორი დგას შენობაში, სადაც ეკრანს პირდაპირ არ ხვდება განათება, სრულიად საკმარისია სიკაშკაშე - 400-500 კდ/მ², მაგრამ თუ ტელევიზორის ეკრანს პირდაპირ ხვდება მზის სხივები, რეკომენდებულია სიკაშკაშე - 600-800 კდ/მ².

და ბოლოს, მწარმოებლების მიერ მითითებელ ლამაზ რიცხვებზე და მაღალ მაჩვენებლებზე მეტად, უმჯობესია ორიენტაცია გააკეთოთ საკუთარ ვიზუალურ აღქმის უნარზე და შეძენის მომენტში, შედარება გაააკეთოთ (სავარაუდოდ ჩართული იქნება საკმაო რაოდენობის ტელევიზორები, ან მოითხოვეთ!) თუ რომელი ტელევიზორი ჩვენებაა თქვენთვის უფრო მოსაწონი და კომფორტული.

 

დაყოვნების დრო (Response Time)

 

როგორ ავირჩიოთ LCD / LED ტელევიზორი - დაყოვნების დროთხევადკრისტალური, LCD ტელევიზორის მატრიცის დაყოვნების დრო, არის საშუალო დრო, რომელიც სჭირდება თხევადკრისტალურ ელემენტს (პიქსელს), აქტიური მდგომარეობიდან (შავი ფერი), არააქტიურ მდგომარეობაში (თეთრი ფერი) გადასასვლელად და პირიქით (არააქტიურიდან აქტიურში).

იგი იზომება მილიწამებში (მწ) და დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია თხევადკრისტალური ტელევიზორები, რომელთა დაყოვნების დროა - 2მწ, 3მწ, 5მწ, 8 მწ, 16 მწ, 20 მწ და მეტი.

დაყოვნების დროს მნიშვნელობას ანიჭებენ მხოლოდ თხევადკრისტალურ LCD და LED ტელევიზორებში, რაც შეეხება პლაზმურ ტელევიზორებს, მისი ტექნოლოგიის წყალობით დაყოვნების დრო უმნიშვნელოდ მცირეა და შეადგენს მიახლოებით 0,01 ან 0,0001 მს.

LCD მონიტორის ან ტელევიზორის დაყოვნების დრო იზომება ორი მეთოდით :

BWB (Black-White-Black) - ეს არის შეჯამებული დრო (Full Response Time), რომელიც იხარჯება ეკრანის ელემენტის სიკაშკაშის გაზრდაზე 0%-დან 100% - მდე და შემცირებაზე 100% დან - 0%-მდე.

თანამედროვე LCD ტელევიზორებში ამ მეთოდით გაზომილი დაყოვნების დრო მერყეობს 5მწ- დან 16 მწ-მდე.

GTG (Grey To Grey) - ეს არის დრო, რომელიც სჭირდება მატრიცას შეცვალოს ნაცრისფერი ფერის სიკაშკაშე - ყველაზე ნათელი მდგომარეობიდან - ყველაზე ბნელ მდგომარეობამდე (90% -დან 10%-მდე).

თანამედროვე LCD ტელევიზორებში ამ მეთოდით გაზომილი დაყოვნების დრო მერყეობს 1მწ - დან 8 მწ-მდე.

რა თქმა უნდა, რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მკაფიოა სწრაფად მოძრავი გამოსახულება და ახალი გამოსახულების გამოჩენამდე არ ტოვებს ეკრანზე ჩრდილს  ან ე.წ „შლეიფს“. რაც უფრო დიდია ეკრანის ზომა, მით უფრო შესამჩნევია შლეიფი. ამიტომ ამ პარამეტრს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მხოლოდ დიდი დიაგონალის მქონე ეკრანის ტელევიზორებში.

ზოგადად, კომფორტულ მნიშვნელობად მიიჩნევა შეყოვნების დროის პარამეტრი 5-8მწ, თუმცა ბევრი მწარმოებლისთვის, მაჩვენებელი 3მწ სტანდარტად იქცა. მიუხედავად ამისა, ამ პარამეტრზე ჩაციკლვა არ ღირს, მითუმეტეს, თუ არჩევანს აკეთებთ საშუალო ზომის ტელევიზორზე (32-42 დიუმი და ნაკლები). ამიტომ, თუ შეძენის მომენტში თქვენ ვერ შენიშნავთ შლეიფს ეკრანზე, დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ მაჩვენებელს.

მაგრამ, თუ აპირებთ 55 და მეტი დიაგონალი LCD ან LED ტელევიზორის შეძენას, ხართ კინომანი და ტელევიზორს მონიტორადაც იყენებთ მაღალი კლასის თამაშებისთვის, ამ პარამეტრზე ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია. თუმცა ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს BWB (ე.წ ნამდვილი მეთოდით) და არა GTG მეთოდით გაზომილ დაყოვნების დროს.

ეს პარამეტრები, თანამედროვე  LCD და LED მოწყობილობებში სუბიექტურია (ზოგიერთი მწარმოებელი საერთოდ არ უთითებს მას მონაცემებში), რადგან რეალურად, მომხმარებელს გაუჭირდება ერთმანეთისგან გაარჩიოს სხვაობა მაგალითად 6მწ - სა და 16 მწ, ან 3მწ-სა და 5მწ დაყოვნების დროს შორის.

 

დამატებითი ფუნქციები

 

Smart TV

როგორ ავირჩიოთ LCD / LED ტელევიზორი - Smart TVსხვადასხვა მწარმოებლების მიერ, LCD და LED ტელევიზორების სულ უფრო ბევრ მოდელში, გამოიყენება ტექნოლოგია Smart TV. ასეთ ტელევიზორებს, გააჩნია ფართო ფუნქციონალური შესაძლებლობები, თუმცა ყველა მომხმარებელს არა აქვს ზუსტი წარმოდგენა, თუ რას წარმოადგენს Smart TV.

ეს ფაქტორი, შეძენის მომენტში გარკვეულ უხერხულობას ქმნის, რადგან კონსულტანტები იძლევიან ზოგად ინფორმაციას Smart TV-ის უპირატესობის შესახებ და მომხმარებელს უჭირს გაერკვეს შემოთავაზებული ფუნქციონალის (პროგრამები, აპლიკაციები და ა.შ) რეალურ საჭიროებაში.

სმარტ TV - არის თანამედროვე ტელევიზორებისა და ინტერნეტის ეფექტური ურთიერთმოქმედების ახალი გარემო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სმარტ TV ფლობს ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობას, რაც საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს მისი შესაძლებლობები.

მხატვრული, მულტიპლიკაციური ფილმების, სხვადასხვა გადაცემების, სიახლეების ნახვა, თამაშები, მუსიკა, ვიდეო და ა.შ... უკვე შესაძლებელია ტელევიზორის დიდ ეკრანზე ხილვა, ინტერნეტთან მარტივი დაკავშირების საშუალებით.

სმარტ TV, ფართოდ გავრცელებულ საკაბელო ტელევიზიებთან შედარებით, კარს უღებს ახალ შესაძლებლობებს. ხელმისაწვდომი ხდება მრავალი ალტერნატიული საავტორო თუ სამოყვარულეო ვიდეო სიუჟეტები, გადაცემები, ბლოგები და ა.შ, რომელიც ადრე არ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ტელევიზორის ეკრანებზე.

სატელევიზიო გარემო ხდება უფრო ვრცელი, გახსნილი და საჯარო. მოხსნილია ნებისმიერი სირთულე, რაც გამოიხატებოდა საკაბელო არხების შეზღუდული ჩამონათვალით. მომხმარებელს, უკვე თავად შეუძლია ინტერნეტში განთავსებული მილიონობით ვიდეორგოლის, ათასობით ფილმის, მულტფილმის, შოუს, პრემიერის, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემის, სპორტული არხების და ა.შ... შეუზღუდავად ნახვა დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ტელევიზორის ინტერნეტთან კავშირი, მრავალრიცხოვანი სასარგებლო რესურსებისა და აპლიკაციების გამოყენების საშუალებას იძლევა, მაგალითად: ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, მრავალფეროვანი მუსიკის მოსასმენი, სათამაშო, ფოტო, ვიდეო სერვისები და ა.შ.

ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ტელევიზორიდან ისარგებლოთ სოციალური ქსელებით (Facebook,  Twitter და ა.შ), ჩაერთოთ სკაიპში, სრულფასოვნად გამოიყენოთ სერვისი Youtube, You Video, Social TV და ა.შ.

სხვადასხვა მწარმოებლების სმარტ TV - ის ფუნქციონალი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებულია. სხვაობა შეიძლება იყოს მუშაობის სიჩქარეში, ლოგიკურ სტრუქტურაში, ქსელურ შესაძლებლობაში და საერთო ფუნქციონალში.

მარტივად რომ ვთქვათ, თითოეული მწარმოებელი, თავისებურად აკომპლექტებს Smart TV-ის პაკეტს. ამასთან, ამ პაკეტების განახლება რეგულარულად ხდება. იქმნება ცალკეული ცენტრები ინტერნეტში, კონტენტის, პროგრამებისა და აპლიკაციების ინდივიდუალური ნაკრებით, რომელიც კონკრეტული მარკის ტელევიზორის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.

მაგალითად, თუ ერთ მწარმოებელს მთავარი ყურადღება გადატანილი აქვს ფილმების ონლაინ რეჟიმში ყურების სერვისების მრავალფეროვნებაზე, მეორე მწარმოებელი ძირითად უპირატესობას ხარისხიან სოციალური ქსელის აპლიკაციებს ან ონლაინ კონტენტს ანიჭებს, რათა სოციალურ ქსელებში ან ინტერნეტში მუშაობა მარტივი და კომფორტული იყოს.

აგრეთვე, თუ ერთი მწარმოებელი შიდა ბრაუზერად იყენებს Android-ს, რომელიც შესანიშნავად უზრუნველყოფს Google-ს სერვისების რეალიზაციას, მეორემ შეიძლება ბრაუზერად გამოიყენოს საკუთარი შიდა ბრაუზერი, iOS ან Windows. ამ მხრივ, ადგილი აქვს მძაფრ კონკურენციას, რაც მომხმარებლისთვის მხოლოდ დადებითი მოვლენაა, რადგან იგი იღებს უფრო დახვეწილ და მრავალფეროვან სერვისებს.

დიდი რაოდენობით განსხვავებული გარემოსა თუ ფუნქციონალის გამო, ხშირად მომხმარებელს უჭირს სრულყოფილად გაერკვეს, თუ რა არის Smart TV და როდის, ან რა მიზნითაა შესაძლებელი მისი გამოყენება. ამიტომ, არ ღირს აჩქარება. უმჯობესია საფუძვლიანად გაერკვეთ სმარტ TV-ის არსში, ჩამოყალიბდეთ თუ რა ტიპის ფუნქციებია თქვენთვის პრიორიტეტული და არჩევანი ისე გააკეთოთ.

და ბოლოს, თუ ტელევიზორი Smart TV ფუნქციის გამო მნიშვნელოვნად ძვირი ღირს და სმარტ TV - ის ფუნქციები თქვენთვის მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ შეიძინოთ სმარტ ფლეერი (Smart Player) 50-250 ლარის ფარგლებში და მიუერთოთ იგი ტელევიზორს.

 

Android TV

 

Android TV საშუალებას იძლევა უყუროთ ფილმები ტელევიზორის დიდ ეკრანზე Google Play - დან. აგრეთვე ვიდეო და ონლაინ ტრანსლიაცია YouTube-ზე.

ამის გარდა, შეგიძლიათ ფილმების, კლიპების, გასართობი თამაშების (Gameloft და EA) და სპორტული თამაშების ტრანსლირება პირდაპირ ტელევიზორის დიდ ეკრანზე შემდეგი მოწყობილობებიდან: Android, iOS და Chromebook, აგრეთვე კომპიუტერებიდან Mac და Windows.

ამისთვის, უბრალოდ უნდა გახსნათ პროგრამა Google Cast და დააჭიროთ ტრანსლირების ღილაკს.

ზოგიერთი მოდელის Android TV-ს გააჩნია ღრუბლოვანი სათამაშო სერვისის - OnLive-ს მხარდაჭერა.

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, Android TV-ის ფუნქციონალი სულ უფრო იხვეწება და მრავალფეროვანი ხდება.

 

3D ტელევიზორები

 

3D ტექნოლოგია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არსებობს 3D-ეს ერთიანი ტექნოლოგია და ერთიანი ფორმატი, რომელიც სტანდარტული იქნებოდა ყველა მოწყობილობაზე გამოსახულების მისაღებად.

ამიტომ, დღესდღეობით წარმოდგენილია რამოდენიმე ტექნოლოგია. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია 4 ძირითადი ტექნოლოგია:

აქტიური სტერეო ტექნოლოგია (ჩაკეტილი სათვალე)

პასიური სტერეო ტექნოლოგია (პოლარიზაცია)

ავტოსტეროსკოპური ტექნოლოგია (სპეციალური სათვალის გარეშე)

ანაგლიფი (ლურჯ-წითელი სათვალე)

ყველა მათგანი დინამიურად ვითარდება და თავისი პლუსები და მინუსებიც გააჩნია, რომელსაც უფრო დაწვრილებით შეძენის დროს, ადგილზე გაეცნობით (თუ რა თქმა უნდა არსებობს შედარების საშუალება).

 

TV Tuner / ციფრული მაუწყებლობა

 

როგორ ავირჩიოთ LCD / LED ტელევიზორი - TV Tuner / ციფრული მაუწყებლობაTV ტიუნერი - იგივე მიმღები, დეკოდერი ან რესივერია, როგორც მას უწოდებენ. მისი დანიშნულება ანალოგური ან ციფრული სიგნალის მიღება და დეკოდირებაა.

TV ტიუნერი ანალოგური სიგნალისთვის გააჩნია ყველა ტელევიზორს. რაც შეეხება ციფრულ TV ტიუნერს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მისი არსებობა თანამედროვე ტელევიზორებში აუცილებელია.

თუ თქვენს ტელევიზორს არა აქვს ციფრული TV ტიუნერი, მოგიწევთ მისი ცალკე შეძენა (მედია ფლეერი) და ტელევიზორთან მიერთება, რათა შეძლოთ ციფრული მაუწყებლობის მიღება.

ხოლო თუ ტელევიზორში ტიუნერი არის, საჭიროა კარგად გაერკვეთ, ხომ არ არის იგი მოძველებული სტანდარტის, რათა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, არ შეგექმნათ პრობლემები.

თავის მხრივ, ციფრული სიგნალის გადაცემა ხდება სამი ძირითადი სტანდარტით:

 სიგნალის გადაცემა ეთერის საშუალებით;

 სიგნალის გადაცემა კაბელის საშუალებით;

 სიგნალის გადაცემა სპუტნიკის საშუალებით;

ამის გათვალისწინებით, TV ტიუნერს შესაძლოა გააჩნდეს სხვადასხვა ტიპის მარკირება:

DVB-T / DVB-T2  - მიიღება სიგნალი ციფრული ეთერის საშუალებით;

DVB-C / DVB-C2 - მიიღება სიგნალი საკაბელო ციფრული ტელევიზიის საშუალებით;

DVB-S / DVB-S2 - მიიღება სიგნალი ციფრული სპუტნიკური ტელევიზიის საშუალებით;

ყველაზე ხშირად, ტელევიზორში ჩამონტაჟებულ ტიუნერებს გააჩნია მარკირება - DVB-T/C, რაც ნიშნავს, რომ ტელევიზორს შეუძლია მიიღოს ციფრული სიგნალი როგორც ეთერის, ასევე საკაბელო ტელევიზიის საშუალებით, ხოლო მარკირება - DVB-T/C/S (ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული TV ტიუნერი) ნიშნავს, რომ ტელევიზორს  ციფრული სიგნალის მიღება შეუძლია ეთერიდან, საკაბელო ტელევიზიიდან და სპუტნიკიდან ერთდროულად.

DVB-T / DVB-T2

DVB-T (Digital Video Broadcasting - Terrestrial ) საეთერო ციფრული ტელევიზიის ევროპული სტანდარტია.

მასში გამოიყენება ვიდეოს შემცირების MPEG-2 და MPEG-4 სტანდარტები COFDM მოდულაციით.

აღსანიშნავია, რომ DVB-T სტანდარტი უკვე მოძველებულად ითვლება და უკვე გამოიყენება მეორე თაობის სტანდარტი DVB-T2 (Digital Video Broadcasting - Second Generation Terrestrial), რომელიც 30-50% -ით უფრო გამტარიანია ვიდრე DVB-T სტანდარტი, რაც განაკუთრებით მნიშვნელოვანია HD და 3D არხების გადაცემის დროს.

გარდა ამისა, DVB-T2 უზრუნველყოფს უფრო ხარისხიან სიგნალს, რთულ საეთერო პირობებში.

ამიტომ, თუ ტელევიზორი, რომელსაც ირჩევთ, აღჭურვილია DVB-T სტანდარტით, უმჯობესია მასზე უარი თქვათ და აირჩიოთ მოდელი, რომელსაც აქვს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა, რადგან ეს ორი სტანდარტი შეუთავსებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტელევიზორი, რომელსაც აქვს DVB-T სტანდარტის მხარდაჭერა, ვერ აჩვენებს DVB-T2 სტანდარტში გაშვებულ მაუწყებლობას.

ამ შემთხვევაში, ციფრული სიგნალის მისაღებად, თქვენ უნდა შეიძინოთ დამატებითი მოწყობილობა - რესივერი Set Top Box, რაც დამატებით ხარჯებთან და შეერთების უსიამოვნო წვრილმანებთანაა დაკავშირებული.

DVB-C / DVB-C2

DVB-C - ციფრული ტელემაუწყებლობის სტანდარტია, რომლის მაუწყებლობაც ხდება საკაბელო ტელევიზიების საშუალებით.

სტანდარტი DVB-C, საშუალებას იძლევა კომპრესირებული ვიდეო - აუდიო ფაილები და აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია, გადაიცეს საკაბელო ქსელის საშუალებით.

ევროპაში წამყვანი საკაბელო ტელევიზიები, უკვე გადავიდნენ მეორე თაობის სტანდარტზე - DVB-C2, რომელიც საგრძნობლად ზრდის ქსელების გამტარობას მაღალი ხარისხის (HDTV) მაუწყებლობის, ვიდეოს (VOD - Video On Demand) და ინტერაქტიული მომსახურების დასანერგად.

DVB-C სტანდარტი მუშაობს მოდულაციებზე - 16-QAM დან 256-QAM -მდე, ხოლო ახალი DVB-C2 სტანდარტი იყენებს COFDM და უფრო მაღალ მოდულაციას 65536-QAM -მდე.

DVB-C2 სტანდარტის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ცალკეული ქსელების ან დანართების პარამეტრების მოქნილობა და გამოყენებული სპექტრის მაღალი ეფექტურობა, .

DVB - S / DVB - S2

ეს არის ტელევიზორი, რომლშიც ჩამონტაჟებულია სპუტნიკური რესივერი. ტექნიკურ პარამეტრებში, ასეთ ტელევიზორს მითითებული აქვს DVB – S, ან კიდევ უფრო თანამედროვე სტანდარტი DVB - S2. ასეთ ტელევიზორს, უკანა პანელზე აქვს სპეციალური მისაერთებელი, რომელსაც უერთდება სპუტნიკური ანტენა.

ტელევიზორს შეუძლია აჩვენოს არაკოდირებული არხები ნებისმიერი ხესლმისაწვდომი სპუტნიკიდან.

გარდა ამისა, უკვე არსებობს სტანდარტი DVB-S3, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით - SD, HD და 3D არხების გადაცემა. ამასთან, ეს ტექნოლოგია ფლობს სიგნალის მიღების მაღალ ხარისხს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სპუტნიკური დაფარვის ფართობს და შესაძლებლობას იძლევა, გამოყენებული იქნას ნაკლები დიამეტრის სპუტნიკური ანტენა.

და ბოლოს - ტელევიზორში ჩაშენებულ სამივე სტანდარტს: DVB-T2,  DVB-C  და DVB-S2 /S3 - გააჩნია შემდეგი უპირატესობები:

 არ არის საჭირო ცალკე რესივერი;

 არ არის საჭირო ცალკე მართვის პულტი;

 არ არის საჭირო შემაერთებელი კაბელი - HDMI-HDMI;

 გამოსახულების ხარისხი არის უკეთესიც კი, განსაკუთრებით HD და 3D არხების;


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

LCD/LED ტელევიზორები ინტერნეტ მაღაზია...

LED
ტელევიზორები
HD
ტელევიზორები
Full HD და UHD
ტელევიზორები

SMART
ტელევიზორები
ტელევიზორები
ციფრული სიგნალით (DVB-T2)
ტელევიზორების
სრული კომპლექტი
LCD/LED ტელევიზორები ინტერნეტ მაღაზია..
SAMSUNG-ის
ტელევიზორები
LG-ის
ტელევიზორები
ტელევიზორები
40"-49" დიამეტრით

ტელევიზორები
ანდროიდ სისტემით
ტელევიზორები
3D მხარდაჭერით
ტელევიზორების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ