მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 28205 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ მიკროტალღური ღუმელიმიკროტალღური ღუმელის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეული ადამიანი თავად განსაზღვრავს.

ზოგისთვის იგი კიდევ ერთი „მოდური სათამაშოა“, სხვისთვის კი აუცილებელი და შეუცვლელი დამხმარე სამზარეულოში.

ზოგიერთი მას იძენს იმისთვის, რომ სწრაფად და უსაფრთხოდ გააცხელოს ან გაალღოს პროდუქტი, ზოგისთვის კი იგი მთლიანად ცვლის ჰაერღუმელს და გაზქურასაც კი.

და მართლაც, თანამედროვე მიკროტალღურ ღუმელების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ გაყინული პროდუქტების გალღობა, სუფების მომზადება, ბოსტნეულის, თევზისა და ხორცის მოთუშვა, არამედ ნამცხვრების გამოცხობა, მადისამღძვრელი შებრაწულკანიანი ქათმის მომზადება და სხვა...

დღეს სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის, ფუნქციების, დიზაინის და ფასის მიკროტალღური ღუმელების ისეთი ფართო ასორტიმენტით, რომ ელემენტალური ცოდნის გარეშე ძალიან რთულია მათ შორის სწორი არჩევნის გაკეთება, ანუ ისეთი მოდელის შერჩევა, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და გემოვნებას.

ქვემოთ მოყვანილი, პროფესიონალების მიერ შეკრებილი ინფორმაცია გაგარკვევთ მიკროტალღური ღუმელების ტიპებში, ტექნოლოგიებსა და ფუნქციებში, შედეგად თქვენ შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და სასურველი მოდელის შეძენას.

 

მიკროტალღური ღუმელის ტიპები

 

ყველა მიკროტალღური ღუმელი იყოფა 4 ძირითად ტიპად:

მიკროტალღები;

მიკროტალღები და გრილი;

მიკროტალღები, გრილი და კონვექცია;

ინვერტორული;

 

სტანდარტული მიკროტალღური ღუმელი

 

სტანდარტული მიკროტალღური ღუმელიყველაზე სტანდარტული, უბრალო და შესაბამისად იაფი მიკროტალღური ღუმელია. ასეთ ღუმელებში გამოყენებულია მხოლოდ მიკროტალღები, რომლის საშუალებითაც შეიძლება პროდუქტის მხოლოდ გალღობა და გაცხელება. ამ დროს კერძი თავის წვენში იხარშება.

სხვა ფუნქციები მას არ გააჩნია, ასეთ ღუმელებში რამე შებრაწვა ან გამოცხობა წარმოუდგენელია.

ამიტომ, თუ თქვენ არ გეგმავთ აქტიურად მოამზადოთ პროდუქტი მიკროტალღურ ღუმელში და მხოლოდ გალღობით, გათბობით ან მარტივი კერძების მომზადებით შემოიფარგლებით (მაგალითად მოხარშოთ კარტოფილი), მაშინ არჩევანი ასეთ ღუმელზე უნდა გააკეთოთ.

 

მიკროტალღური ღუმელი მიკროტალღებით და გრილით

 

მიკროტალღური ღუმელი მიკროტალღებით და გრილითსამომხმარებლო ბაზარზე მიკროტალღური ღუმელების ყველაზე გავრცელებული მოდელებია.

ასეთ ღუმელს მიკროტალღური გამომსხივებლის გარდა დამატებული აქვს გრილი, რომლის არსებობაც საშუალებას იძლევა ღუმელში მომზადდეს კერძების ფართო სპექტრი:

მათ შორის ცომში შესაწვავი ხორცი, ფრინველი, ბურტერბროდები და ა.შ

გრილი თავის მხრივ შესაძლოა იყოს ორი ტიპის:

გრილი - კვარცული ელემენტით

გრილი - ტენისებური ელემენტით

ტენისებური გრილი - ეს არის მილი გამაცხელებელი ელემენტით, რომელიც განთავსებულია მუშა კამერის ზედა ნაწილთან.

ბევრი ღუმელი აღჭურვილია მოძრავი ტენისებური გრილით, რომლის დაყენება შესაძლებელია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად ან დახრილად (პროდუქტთან მიმართებაში). მოსახერებელია ექსპლუატაციის დროს და წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას გრილის რეჟიმში პროდუქტის მომზადების დროს.

გარდა ამისა, შიგა კამერის მოძრავი გრილი მსუბუქია და გასარეცხად მოსახერხებელი.

ცალკეულ მოდელებზე გრილის ზედა გამაცხელებელ ელემენტს შესაძლოა ახლდეს ქვედა გრილიც.

კვარცული გრილი -  ღუმლის ზედა კედელზე განთავსებულია კვარცული ნათურა. ასეთი გრილი პროდუქტს მხოლოდ ზემოდან წვავს და უჭირავს ღუმელის სამუშაო სივრცის მცირე ნაწილი.

ითვლება, რომ კვარცი ეკონომიურია, იგი სწრაფად კრებს სამუშაო სიმძლავრეს და ადვილად იწმინდება, ხოლო მუშაობის პროცესი მოგვაგონებს ღია ცეცხლს.

 

მიკროტალღური ღუმელი მიკროტალღებით, გრილით და კონვექციით

 

მიკროტალღური ღუმელი მიკროტალღებით, გრილით და კონვექციითმიკროტალღური ღუმელები გრილით და კონვექციით, უზრუნველყოფენ პროდუქტებისა და კერძების მომზადების შესაძლებლობის ყველაზე ფართო და რთულ სპექტრს.

ასეთი მოდელები აღჭურვილია წრიული გამაცხელებელი ელემენტით, გრილით და ვენტილიატორით, რომელიც უბერავს ცხელ ჰაერს, ავრცელებს და თანაბრად ანაწილებს მას კამერის შიგნით.

შედეგად ასეთ ღუმელში შეიძლება გამოცხვეს ნამცხვარი, შეიწვას ქათამი, მოიშუშოს ხორცი და ა.შ.

ამიტომ ბევრი მწარმოებელი (და ამას სპეციალისტებიც ეთანხმებიან) თვლის, რომ მიკროტალღურ ღუმელს გრილით და კონვექციით, თავისუფლად შეუძლია ჰაერღუმელების (გაზის ქურების) ჩანაცვლება.

 

ინვერტორული მიკროტალღური ღუმელი

 

ინვერტორული მიკროტალღური ღუმელიინვერტორული მიკროტალღური ღუმელის მუშაობის პრინციპი შემდეგშია - სხვა მიკროტალღური ღუმელებისგან განსხვავებით, ღუმლის სიმძლავრე ინვერტორის საშუალებით იმართება.

ჩვეულებრივ მიკროტალღურ ღუმელებში, სიმძლავრის რეგულირება ხდება ულტრა მაღალი სიხშირის წყაროს პერიოდული ჩართვა-გამორთვის გზით, რაც პროდუქტის გამოშრობას იწვევს.

ხოლო ღუმელი სიმძლავრის ინვერტორული მართვით, ახდენს პროდუქტის ბუნებრივ გაცხელებას ღუმელის შიგნით დაყენებული სპეციალური მექანიზმის (ინვერტორის) საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ღუმლის გამომავალი სიმძლავრე მომატებული ან შემცირებული იქნეს მწყობრად და არა იმპულსურად.

ენერგიის უწყვეტი, „რბილი“ შეღწევა პროდუქტში, უნარჩუნებს მას ტექსტურას, ნოყიერ თვისებებსა და კვებით ღირებულებებს.

პროდუქტი უფრო ბუნებრივად ცხელდება, სწრაფად მზადდება და მნიშვნელოვნად მატულობს კამერის სამუშაო სივრცეც, იმის ხარჯზე, რომ სტანდარტული მაგნეტრონი იცვლება უფრო კომპაქტური დეტალებით.

 

მიკროტალღური ღუმელის მუშაობის ძირითადი ფუნქციები

 

მიკროტალღური ღუმელის მუშაობის ძირითადი ფუნქციებიმიკროტალღური გამოსხივება - გაცხელებისა და გალღობისათვის, ადუღებისათვის და უბრალო კერძების სწრაფი მომზადებისთვის.

გრილი - სასურველი პროდუქტის შეწვისთვის.

კონვექცია - გამოცხობისთვის, პროდუქტის ორთქლზე მომზადებისთვის.

გრილი + მიკროტალღური გამოსხივება - ხორცის პროდუქტების მოსამზადებლად.

კონვექცია + მიკროტალღური გამოსხივება - საკუთარ წვენში დიეტური კერძების მოსამზადებლად, ხილის გამოსაშრობად

კონვექცია + გრილი + მიკროტალღური გამოსხივება - ეს რეჟიმი გამოიყენება ყველაზე რთული კერძების მოსამზადებლად (პრაქტიკულად ყველა კერძისა, რისი მომზადებაც ჰაერღუმელშია შესაძლებელი)

 

სიმძლავრე

 

მიკროტალღური ღუმელის სიმძლავრეეს პარამეტრი ბევრადაა დამოკიდებული მიკროტალღური ღუმელის მოცულობაზე, რადგან რაც უფრო მოცულობითია პროდუქტი, მით უფრო მეტი სიმძლავრეა საჭირო მისი სწრაფად მომზადებისათვის.

თანამედროვე მიკროტალღური ღუმელების სიმძლავრე რეგულირებადია და ჩვეულებრივ არ აჭარბებს 700 - 1200 ვატს.

ამას გარდა აუცილებელია გათვალისწინებული იქნას კონვექციის ან გრილის სიმძლავრე. ყველა რეჟიმის ერთდროულად მუშაობის დროს სიმძლავრეები იკრიბება.

მაგალითად თქვენ შეიძინეთ ღუმელი, რომელიც აღჭურვილია მიკროტალღებით, გრილით და კონვექციით. მიკროტალღის სიმძლავრე 900 ვატია, გრილის 1200 ვატი, ხოლო კონვექციის 1350 ვატი. ეს ნიშნავს რომ თქვენი მიკროტალღური ღუმელის საერთო სიმძლავრეა 3450 ვატი. ეს უკვე სერიოზული დატვირთვაა სახლში არსებული სხვა ელექტრო ხელსაწყოების მუშაობის გაუთვალისწინებლადაც კი.

პროდუქტის მომზადების განსაზღვრული რეჟიმების დროს გამოყენება შემდეგი სიმძლავრეები: 

750-1100 ვატი - მიკროტალღური გამოსხივება;

850 ვატი - ტოსტერის მუშაობა;

800-1400 ვატი - გრილის მუშაობა;

1350-2000 ვატი - კონვექციის რეჟიმში მუშაობა;

მიკროტალღური გამოსხივების სიმძლავრის დონის გრადაცია შეადგენს შუალედს 4 - დან 10 -მდე (გააჩნია მოდელს). რაც უფრო დიდია ეს პარამეტრი, მით უფრო ზუსტად შეიძლება აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმის დაყენება.

 

მოცულობა

 

მიკროტალღური ღუმელის მოცულობაამ პარამეტრის მიხედვით მიკროტალღური ღუმელი ასევე იყოფა სამ ტიპად:

1. მოცულობით - 20 ლიტრამდე;

2. მოცულობით - 20-28 ლიტრამდე;

3. მოცულობით - 28-42 ლიტრამდე;

თუ დიდი ოჯახი გაქვთ და ხშირად გიწევთ სხვადასხვა, მრავალფეროვანი პროდუქტების მომზადება,  დიდი მოცულობის მიკროტალღური ღუმელი დაგჭირდებათ (28 ლიტრი და ზემოთ), მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ დიდი მოცულობა ავტომატურად ნიშნავს დიდ გაბარიტებს, ამიტომ, სასურველია თუ წინასწარ განსაზღვრავთ სამზარეულოში მის ადგილს, რათა ხელსაწყო მისადგომად და სამუშაოდ მოსახერხებელი იყოს.

პატარა მოცულობის მქონე მიკროტალღური ღუმელი (20 ლიტრამდე) იშვიათად არის აღჭურვილი გრილით. ამას გარდა საეჭვოა მასში სურვილის შემთხვევაში მაგალითად ქათამი მოათავსოთ.

ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია საშუალო მოცულობის მიკროტალღური ღუმელები (20- 28 ლიტრი).

საშუალოდ კი ოჯახში სულადობის მიხედვით მიკროტალღური ღუმლის მოცულობას ასე ანგარიშობენ:

16-19 ლიტრი იდიალურია ერთი - მაქსიმუმ ორი ადამიანისთვის;

23-28 ლიტრი - 3-4 ადამიანისგან შემდგარი ოჯახისათვის;

38-41 ლიტრი - 5-6 სული ადამაინისგან შემდგარი ოჯახისათვის.

 

შიდა საფარი

 

მიკროტალღური ღუმელის შიდა საფარიმიკროტალღური ღუმელის შიდა საფარი, არჩევანის გაკეთების დროს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რადგან მასზეა დამოკიდებული საკვების გემო და თავად საფარის გაწმენდის სიმარტივე. ძირითადად მიკროტალღურ ღუმელებში გვხვდება შემდეგი სახის საფარი:

ემალი - ყველაზე მეტად გავრცელებული საფარია. თუ პროდუქტის მოსამზადებლად არ არის საჭირო ხანგრძლივი დრო და მაღალი ტემპპერატურა, იგი მარტივი მოსახმარია და მისი გაწმენდა არ არის დაკავშირებული დიდ სირთულესთან.

თუმცა იგი ცუდად იტანს  მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივ ზემოქმედებას, ამ დროს იგი მალე ისვრება და იკაწრება.

უჟანგავი ფოლადი - ასეთი საფარი ლამაზია, ვიზუალურად მიმზიდველად გამოიყურება, მტკიცეა და საგრძნობლად ამტანია ნებისმიერი მაღალი ტემპერატურული რეჟიმების მიმართ.

თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მისი მოვლა, გაწმენდა და მიმზიდველი ფორმის შენარჩუნება შედარებით რთული ამოცანაა.

ბიოკერამიკა - ასეთი საფარი იმდენად გლუვია, რომ ცხიმი მის კედლებზე ფაქტობრივად არ ჩერდება, მაგრამ თუ ღუმელი მაინც დაისვარა, საფარის გაწმენდა ძალიან მარტივია რბილი ტენიანი ღრუბლით.

გარდა ამისა კერამიკა ძალიან მტკიცეა, ხშირად ანტიბაქტერიული ნივთიერებით დაფარული, ძნელად იკაწრება და ამტანია ნებისმიერი მაღალი ტემპერატურის მიმართ. ამავდროულად უნარჩუნებს პროდუქტს ყველა საჭირო ვიტამინს.

 

განათება და კარის გაღების ფუნქცია

 

მიკროტალღური ღუმელის განათება და კარის გაღების ფუნქციაგანათება მიკროტალღურ ღუმელში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სამი სახით:

»» განათება გაღებული კარის შემთხვევაში

»» განათება დაკეტილი კარის შემთხვევაში

»» განათება როგორც დაკეტილი, ასევე გაღებული კარის შემთხვევაში.

რაც შეეხება კარის გაღებას, იგი შეიძლება გაიღოს სპეციალური სახელურით, ან ღილაკზე ხელის დაჭერით.

ის, თუ განათების და კარის გაღების რომელ ვარიანტია უფრო მოსახერხებელი, აბსოლიტურად თქვენზეა დამოკიდებული.

 

მართვის პანელი

 

მიკროტალღური ღუმელის მართვის პანელიმართვის პანელი ძირითადად არის სამი სახის:

მაქანიკური - ყველაზე უბრალო, სანდო და იაფია, თუმცა მისი საშუალებით საჭიროების მიხედვით ვერ დააყენებთ ზუსტ დროს, ასევე ვერ შეცვლით ტემპერატურასა და სიმძლავრეს პროდუქტის მომზადების სხვადასხვა ეტპზე.

ელექტრონული - მოასახერხებელია, მინიმუმი ღილაკებითა და მაქსიმალური შესაძლებლობებით, მომხმარებელთან დიალოგის შესაძლებლობით. თუმცა არც ისეთი სანდოა (გამძლეობის თვალსაზრისით) როგორც მექანიკური.

სენსორული - ყველაზე ეფექტური და მოსახერხებელია, მისი პრინციპი იგივეა, როგორც ღილაკების შემთხვევაში, მხოლოდ ეს ღილაკები ღრმადაა ამჯდარი კორპუსში და მათზე თითის ოდნავი შეხებაა საჭირო სასურველი ოპერაციის შესასრულებლად. გამოყენება თანამედროვე, პრესტიჟულ მოდელებში.

 

დამატებითი ფუნქციები და მოწყობილობები

 

მიკროტალღური ღუმელის დამატებითი ფუნქციები და მოწყობილობებიძირითადი შესაძლებლობების გარდა, თანამედროვე მიკროტალღური ღუმელები შესაძლოა აღჭურვილი იყოს მთელი რიგი მრავალფეროვანი სამუშაო რეჟიმებითა და დამატებითი ფუნქციებით:

ავტომატური გალღობა, გაცხელება და მომზადება - ეს რეჟიმები  განკუთვნილია იმ განსაზღვრული ტიპის პროდუქტებისთვის (რომელთა მომზადება ყველაზე ხშირად გიწევთ). გალღობა, გაცხელება ან მომზადება ხდება ავტომატურ რეჟიმში პროდუქტის ტიპისა და წონის გათვალისწინებით.

პროდუქტის გალღობა რა თქმა უნდა ავტომატური რეჟიმის გარეშეც შეიძლება, მაგრამ თუ ვერ აირჩიეთ ზუსტი სიმძლავრე და დრო, შესაძლოა პროდუქტი შუაგულში დარჩეს გაყინული, ხოლო ზემოდან დაიწყებს შეწვას და შესაბამისად იგი გაფუჭდება, ამიტო ჯობია ეს საქმე მაინც „ავტომატს“ მიანდოთ.

პროგრამირების შესაძლებლობა - ზოგიერთ მიკროტალღურ ღუმელს აქვს შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურად შეადგინოთ და შეიყვანოთ მეხსიერებაში საკუთარი პროგრამა (პროდუქტის მოსამზადებლად განკუთვნილი ეტაპების მიხედვით) ეს ძალიან მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, როცა არც ერთი ავტომატური პროგრამა არ ესადაგება თქვენთვის სასურველი კერძის მომზადების შესაძლებლობას.

ხმოვანი სიგნალი - პრაქტიკულად ყველა მიკროტალღური ღუმელი აღჭურვილია ფუნქციით -ხმოვანი სიგნალი, რომელიც ოპერაციის დასრულების შესახებ გამცნობთ. სიგნალი შეიძლება იყოს მოკლე, განმეორებითი ან გაბმული ტიპის.

ხმოვანი ტაიმერი - ეს ფუნქცია არ არის დაკავშირებული მიკროტალღური ღუმელის მუშაობასთან, უბრალოდ იგი გამოიყენება სამზარეულოში სხვადასხვა ტიპის საქმიანობის დროს დროის დასაფიქსირებლად.

დიალოგის რეჟიმი - ასეთი ფუნქციით არჭურვილ მიკროტალღურ ღუმელში პროდუქტის მომზადება შეუძლია პატარა ბავშვსაც კი. ამ ფუნქციის ჩართვის დროს ღუმელის დისპლეის ეკრანზე გამოდის შეკითხვა (პროდუქტის მომზადებასთან, ჭურჭლის არჩევასთან და ა.შ დაკავშირებით) და საჭიროა მხოლოდ მასზე პასუხი (ღილაკზე დაჭერით), რათა გამოვიდეს შემდეგი შეკითხვა. ზოგიერთი მოდელი ხმოვან რეჟიმში ახდენს იმ შეტყობინების დუბლირებას, რომელიც ჩანს დისპლეიზე.

ავტომატური ჩართვის ფუნქცია - რეჟიმი, რომელიც საშუალებას იძლევა დაყენდეს ღუმელზე პროდუქტის მომზადების პროცესის დაწყების დრო.

ბლოკირების რეჟიმი -შესაძებელია ღუმელის ყველა ღილაკის ბლოკირება, რათა ის შემნთხვევით არ ჩართონ ბავშვებმა.

სწრაფი სტარტი (სწრაფი მომზადება) - პროდუქტის გაცხელება შესაძლებელია სრული სიმძლავრით - 30 წამში.

ტემპერატურის ავტომატური შენარჩუნება - უნარჩუნებს მომზადებულ პროდუქტს მაღალ ტემპერატურას გარკვეული დროის განმავლობაში.

ორმაგი გამოსხივება - ამ ფუნქციის ჩართვის დროს მიკროტალღური გამოსხივების წყარო გაორებულია. ასეთი გაორება ხელს უწყობს პროდუქტის თანაბრად მომზადებას და საგრძნობლად ამაღლებს ღუმლის სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტს.

დაბრაწული კანი - ფუნქცია საშუალებას იძლევა სპეციალურ მეტალის თეფშზე (რომელიც 200 გრადუსამდე ცხელდება) შეიწვას მაგალითად ქათამი ისე, როგორც ტაფაზე. ამ ფუნქციის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტზე მიიღოთ შედეგი - დაბრაწული კანი (ზედაპირი).

მწვადის შეწვის ფუნქცია - ღუმელს კომპლექტში მოყვება სპეციალური შამფური, რომლიც ბრუნავს სამუშაო კამერაში და მისი საშუალებით შესაძლებელი მწვადის ან ფრინველის შეწვა.

ორთქლზე მომზადება - ღუმელი დაკომპლექტებულია  სპეციალური ორთქლის გენერატორით, რომელშიც ასხია წყალი. მოწყობილობის სახურავი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან, რომელიც არ აძლევს მიკროტალღებს პროდუქტში შეღწევის საშუალებას. მის ქვედა განყოფილებაში ცხელდება წყალი და წარმოიქმნება ორთქლი, რომლის საშუალებითაც ხდება პროდუქტის მომზადება.

ასეთი ღუმელი შესანიშნავია დიეტური კერძების მოსამზადებლად.

ზოგიერთი მწარმოებლის მიერ დამზადებული მოდელის „ორთქლის კერძის“ სპეციფიკა, კვერცხის მომზადების შესაძლებლობასაც კი იძლევა.

განიავება - სამუშაო კამერის განიავება თითქოს წვრილმანია, თუმცა საკმაოდ სასიამოვნო. რადგან, მაგალითად შემწვარი თევზის ან ხორცის სპეციფიკური სუნი განიავდება რამოდენიმე წუთის განმავლობაში, ღუმელში სპეციალურად ჩამონტაჟებული ვენტილიტორის საშუალებით და მაშინვე შეიძლება ღუმელში გამოსაცხობად ფენოვანი ცომი ან ორცხობილა შედგათ.

ორთქლით წმენდა - ეს ფუნქცია აქვს მხოლოდ იმ ღუმელებს, რომლებიც აღჭურვილია ორთქლის გენერატორებით. ორთქლი ასუფთავებს ღუმელის კედლებს ცხიმისა და საკვების სხვა ნარჩენებისგან. მომხმარებელი ასხამს წყალს სპეციალურ კონტეინერში, რომელიც ჩამონტაჟებულია ქვაბში, უმატებს სარეცხ საშუალებას და ახდენს ფუნქციის აქტივაციას ღილაკზე ხელის დაჭერით. 10-15 წუთის შემდეგ ღუმელი აბსოლიტურად სუფთაა.

მრავალდონიანი ცხაურა თეფშებისათვის - შესაძლებლობას იძლევა კერძი გაცხელდეს რამოდენიმე თეფშზე ერთდროულად (ერთი-მეორეზე შედგმულ მდგომარეობაში). ეს ძალიან მოსახერხებელია, რათა სუფრის წევრებს არ მოუწიოთ ლოდინი და სადილი არ მიირთვან ცალ-ცალკე.

ორი ცხაურა გრილისთვის - თუ აირჩევთ ღუმელს გრილით, სასურველია თუ მას არა ერთი, არამედ ორი ცხაურა ექნება (ზედა და ქვედა), რადგან მოამზადებთ ორჯერ მეტ პროდუქტს ერთი „სეანსის“ განმავლობაში.

Auto-Weight - ზოგიერთი მიკროტალღური ღუმელი აღჭურვილია ფუნქციით auto-weight, ანუ ჩამონტაჟებული ელექტრო სასწორით. ასეთ მოდელებში აღარ არის საჭირო მიუთითოთ სამუშაო კამერაში მოთავსებული პროდუქტის მასა, ღუმელი თავად განსაზღვრავს მას.

ელექტრონული კულინარული წიგნი - ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა მათთვის, ვინც მრავალფეროვანი კერძების მომზადებით არის გატაცებული. რადგან აღარ არის საჭირო კულინარული წიგნებისა და სახელძღვანელოების შეძენა. რეცეპტების კრებული თავად ღუმლის მეხსიერებაშია ჩაპროგრამებული. შესაძლებელია ახალი და სასურველი რეცეპტების დამატებაც.

იაპონელები უფრო შორსაც წავიდნენ და გამოიგონეს მიკროტალღოვანი ღუმელი, რომელიც ავტომატურად იღებს პროდუქტის შტრიხკოდიდან ინფორმაციას, გზავნის შეკითხვას ინტერნეტში და იღებს ინსტრუქციას ამა თუ იმ პროდუქტის დამზადების შესახებ, რის შემდეგაც თვითონ ადგენს საჭირო დროს და სიმძლავრეს.

და სხვა...

 

ჭურჭელი მიკროტალღური ღუმელისთვის

 

მიკროტალღური ღუმელის ჭურჭელიმიკროტალღურ ღუმელებში შესადგამ ჭურჭლად შესაძლოა გამოყენებული იქნეს ჩვეულებრივი ფაიფური, ქაშანური, ტერაკოტი (გამომწვარი თიხისგან დამზადებული ფერადი კერამიკული ჭუჭელი), კერამიკა და ა.შ

აგრეთვე ქაღალდის ჭიქები (მაგალითად სწრაფი სუფის მოსამზადებლად), შეგიძლიათ გააცხელოთ ქაღალდის პაკეტებში, ფოლგში, ქაღალდის ხელსახოცსა თუ ტილოში მოთავსებული მზა პროდუქტები.

მთავარია, რომ ჭურჭელი, რომელსაც გამოიყენებთ, მოოქროვილი ან მოვერცხლილი არ იყოს, რადგან საღებავში შემავალი მეტალები ელექტროგამტარია, ამან კი შესაძლოა მცირე ელექტრონული განმუხტვები გამოიწვიოს.

მიუხედავად ამისა, ყველაზე პრაქტიკული და უსაფრთხო, მაინც სპეციალური, ცეცხლგამძლე მინისაგან ან პლასტმასისაგან დამზადებული ჭურჭელია.

არსებობს სპეციალური, ორიგინალური კვერცსახარშებიც, მიკროტალღურ ღუმელში კვერცხის მოსამზადებლად, მიუხედავად მწარმოებლების მტკიცებისა, რომ ნაჭუჭიანი კვერცხის მიკროტალღურ ღუმელში მომზადება არ შეიძლება.

 

უსაფრთხოება

 

მიკროტალღური ღუმელის უსაფრთხოებაევრი მითი დადის იმის შესახებ, რომ თითქოსდა მიკროტალღური ღუმელები სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ყველამ არ იცის, რომ თანამედროვე ღუმელები აღჭურვილია გამოსხივებისგან პრაქტიკულად სრულყოფილი დაცვის ფუნქციებით.

გამოსხივებას იჭერს სპეციალური მეტალის გარსაცმი, რომელშიც ჩასმულია ღუმელი, ხოლო კარებზე არსებობს სპეციალური დამცავი ბადეები, რომლის წყალობითაც სხივების პირდაპირი ზემოქმედება ადამიანზე გამორიცხულია.

გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა მიკროტალღურ ღუმელი აღჭურვილია მთელი რიგი სპეციალური სენსორებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ღია კარების შემთხვევაში მაგნეტრონის ბლოკირებას და ღუმელი წყვეტს მუშაობას.

 

კომპლექტაცია

 

მიკროტალღური ღუმელის კომპლექტაციამიკროტალღურ ღუმელებს, ჩვეულებრივ, კომპლექტში მოყვება დამატებითი აქსესუარები.

ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ცხაურები, შამფური, ქვესადგამები, პლასტმასის ლანგარი, ბავშვის ბოთლების სადგარი, პურის გამოსაცხობი კონტეინერი, ჭურჭელი ორთქლზე პროდუქტის მოსამზადებლად და სხვა..

თუ კომპლექტაციაში არ არის ის აუცილებელი, რაც თქვენ გჭირდებათ, შეიძინეთ ისეთი ჭურჭელი ან სხვა აქსესუარი, რომლიც განკუთვნილია სპეციალურად მიკროტალღური ღუმელისთვის.

 

შესაძლო ხარვეზების მიზეზები

 

დაიმახსოვრეთ მიკროტალღური ღუმელის გამოყენების მთავარი წესი - არავითარი მეტალი!

არა თუ მეტალის ჭურჭელი, არამედ მეტალის არშია თეფშზე ან ჭიქაზე, გამოიწვევს ნაპერწკალს და შესაბამისად ღუმელის მწყობრიდან გამოსვლას.

აგრეთვე მოერიდეთ მაგნეტრონის სრულ სიმძლავრეზე ჩართვას, არასწორ ტრანსპორტირებას და ღუმელის ჩართვას ფანჯრის რაფაზე, ან მაცივრის თავზე.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

მიკროტალღური ღუმელები ინტერნეტ მაღაზია...

სტანდარტული
მიკროტალღური ღუმელები

მიკროტალღური ღუმელები
გრილით
მიკროტალღური ღუმელები
ინვერტორული მართვით

მიკროტალღური ღუმელები
ორთქლსახარშით
მიკროტალღური ღუმელები
კონვექციით
მიკროტალღური ღუმელების
სრული კატალოგი
მიკროტალღური ღუმელები ინტერნეტ მაღაზია...
მიკროტალღური ღუმელები
300 ლარამდე
ჩასაშენებელი
მიკროტალღური ღუმელები
მიკროტალღური ღუმელების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ