მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 32174 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ პურის საცხობიპურის საცხობი, როგორც  სამზარეულოს ელექტრონული მოწყობილობა, სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს დიასახლისების ცხოვრებაში.

ეს ფაქტი დაკავშირებულია სახლის პირობებში ხარისხიანი და გემრიელი პურის გამოცხობასთან.

პური ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია ადამიანის ცხოვრებაში. მისი მოხმარება აუცილებელია ყველასთვის, მათთვისაც კი, ვინც დიაეტაზეა, რადგან იგი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ B ჯგუფის ვიტამინებს, რომელსაც საჭირო რაოდენობით არ შეიცავს არც ერთ სხვა პროდუქტი.

პურის საცხობის შეძენა რეკომენდებულია არა მხოლოდ გემრიელი და სხვადასხვა სახის ინგრედიენტებით შეზავებული პურფუნთუშეულის მოყვარულთათვის, არამედ მთთვისაც, ვინც დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობს და უპირატესობას მხოლოდ ჯანმრთელ, ხარისხიან საკვებს ანიჭებს.

პურის საცხობის გამოყენება სირთულეს არ წარმოადგენს (თუმცა აქვს გარკვეული ნიუანსები), მას თავად შეუძლია მოზილოს ცომი, ამოიყვანოს და გამოაცხოს პური.

რაც შეეხება მისი არჩევის საკითხს, საჭიროა სწორი და გონივრული არჩევანი გააკეთოთ და შეიძინოთ ნივთი, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს - ზედმეტი დანახარჯისა და უსარგებლო ფუნქციების გარეშე.

აქ მოყვანილა ის ძირთადი პარამეტრები, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება პურის საცხობის შერჩევის დროს.

 

პურის საცხობის კორპუსი, შიდა ფორმა, სახურავი და ზომები

 

პურის საცხობის კორპუსი, ფორმაკორპუსი - პურის საცხობის კორპუსი ძირითადად დამზადებულია მსუბუქი პლასტმასისგან ან უჟანგავი ფოლადისგან.

პლასტმასის კორპუსი შესაძლოა ადვილად დეფორმირდეს მოუფრთხილებელი ექსპლუატაციის შემთხვევაში, თუმცა ადვილად იწმინდება და ფასიც შედარებით დაბალი აქვს.

უჟანგავი ფოლადის კორპუსი უფრო გამძლე და ამტანია, თუმცა პლასტმასის კორპუსთან შედარებით ითხოვს მეტ მოვლას და გაწმენდისას გაცილებით დიდ ძალისხმევას. ამასთან ასეთი მასალისგან დამზადებული პურის საცხობები უფრო ძვირადღირებულია.

იმის მიხედვით, თუ რა მასალისგან არის დამზადებული, პურის საცხობების წონა მერყეობს 2-დან 8 კგ-მდე.

არჩევანი, თუ რომელი მასალისგან დამზადებულ საცხობზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი - პლასტმასი თუ უჟანგავი ფოლადი - გემოვნების საქმეა. მთავარია კორპუსი იყოს ხარისხიანი: არ ჰქონდეს ბასრი კუთხეები, ნაპრალები და არათანაბარი ზედაპირი. გააჩნდეს ორთქლის გამოსაშვები ღიობი და მყარი დეტალები.

პურის ფორმა - ბევრ თანამედროვე პურის საცხობში, ცომისა და გამოცხობისთვის განკუთვნილი ფორმა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ჭურჭელს, რომელიც მოთავსებულია საცხობის კორპუსში. ზოგოერთ მოდელში ეს ფორმა ვედროს ფორმის ან მოგრძო ფორმისაა (ბატონებისთვის).

ზოგიერთი მწარმოებელი მას ეძახის ფორმას, ზოგი კი კონტეინერს. ნებისმერ შემთხვევაში, ეს არის ჭურჭელი, რომელში იზილება და ცხვება სხვადასხვა ფორმის პური (ოთკუთხედი, მრგვალი და ა.შ)

შესაძლოა სხვადასხვა სახის სასურველი ფორმები შეიძინოთ ცალკე, პურის საცხობისგან დამოუკიდებლად.

ზოგიერთ მოდლეს კი კომპლექტში მოჰყვება სხვადასხვა სახის ფორმა, ზოგიერთი მათგანი განკუთვნილია ცომის მოზელვისთვის, გამცხობისთვის, ზოგი კიდევ ჯემისა და მურაბის დამზადებისთვის.

ფორმის მასალა ალუმინის ან უჟანგავის ფოლადისაა. ნებისმიერი ფორმა დაფარული უნდა იყოს დაწვის საწინააღმდეგო მასალით (რათა არ მოხდეს ცომის ჩაწვა).

ზომა - ყველა საცხობის და მათი შემდგენელი დეტალების მიერ სამზარეულოში დაკავებული სასარგებლო ფართი, დამოკიდებულია გამოსაცხობის პროდუქტის ზომებზე.

ყველაზე კომპაქტური პურის საცხობები იძლევა 400 გრამი პურის გამოცხობის საშუალებას, ყველაზე დიდი კი 1500 გრამისა.

დიდი ზომის პურის გამოცხობას სახლის პირობებში, თუ ამის საჭიროება არ არსებობს, აზრი არ აქვს, რადგან მისი მარაგად შენახვა შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ რომ საცხობში გამომცხვარი პური არ შეიცავს სპეციალურ კონსერვანტებს, რომლებიც ზრდის პურის შენახვის ვადის ხანგრძლივობას.

ამიტომ, არჩევანის გაკეთებამდე, უნდა განსაზღვროთ თუ რა წონის პურის გამოცხობა არის საჭირო თქვნთვის ოჯახის სულადობიდან და პურის მოხმარებიდან გამომდინარე.

პურის საცხობების თავსახურითავსახური - თავსახური პურის საცხობებს შეიძლება ჰქონდეს მთლიანად გამჭვირვალე, ან ჩაშენებული გამჭვირვალე „ფანჯრით“.

გამჭვირვალე თავსახური არ მოქმედებს გამომცხვარი პროდუქტის გემოს მახასიათებელებზე, თუმცა ამარტივებს მომზადების პროცესს.

დიასახლისების ნაწილი თვლის, რომ დიდი ზომის „გამჭვირვალე ფანჯარა“ არ აძლევს საშუალებას პურს გაიკეთოს დაბრაწული ქერქი, რადგან იგი ნაწილობრივ შთანთქავს სითბოს.

მეორეს მხრივ, მოუხერხებელია თუ თავსახურს არა აქვს თუნდაც მცირე ზომის „ფანჯარა“. რადგან ზოგჯერ საჭიროა თვალი ადევნოთ პურის ცხობის პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აცხობთ ახალი პროცესით (მაგალთად ჭვავის პურის).

ზოგიერთი დიასახლისისთვის მნიშვნელოვანია, თუ პურის საცხობს ექნება მოსახსნელი თავსახური. ეს არა მხოლოდ ამარტივებს გამოცხობილი პროდუქციის საცხობიდან ამოღებას, არამედ ადვილია მისი გაწმენდაც.

 

პურის საცხობის სიმძლავრე 

 

პურის საცხობის სიმძლავრე პურის საცხობის სიმძლავრეს განსაზღვრავს პურის ზომა და გამოცხობის დრო. ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს გამაცხელებელი ელემენტის გაცხელების სიჩქარეზე.

რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად გამოცხვება პური, თუმცა შესამჩნევად დიდი იქნება ელექტროენერგიის ხარჯიც.

უნდა აღინიშნოს, რომ პურის გამოცხობის დროს, პრაქტიკაში თქვენ ვერც შეამჩნევთ გლობალურ სხვაობას (დროის თვალსაზრისით) ბიუჯეტურ დაბალსიმძლავრიან და მაღალსიმძლავრიან ძვირფას მოდელებს შორის.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ცომის მომზადების დროც, რომლის დაჩქარებაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი.

მაღალ სიმძლავრეს მნიშვნელობა აქვს როცა გსურთ დიდი ზომის პურის გამოცხობა, ასევე იგი კომფორტულია რეჟიმში „სწრაფი ცხობა“.

თანამედროვე პურის საცხობებში სიმძლავრე მერყეობს 400-დან 1800 ვატამდე.

მაგალითად, პურის საცხობი, რომლის სიმძლავრეა 700 ვატი, პურს აცხობს დაახლოებით 2,5-3 საათის განმავლობაში.

მათთვის, ვისაც არ სურს პურის ცხობის პროცესის დაჩქარება, არ სჭირდება პროგრამებისა და ფუნქციების სიმრავლე, ან ყურადღებას აქცევს მოხმარებულ ელექტროენერგიას, უმჯობესია არჩევანი გააკეთოს მოდელებზე, რომელთა სიმძლავრეა 600-900 ვატი.

ხოლო მათ, ვისაც არ სურს დიდხანს ელოდოს პურის გამოცხობას, უნდა საცხობს ჰქონდეს მეტი შესაძლებლობები, უპირატესობას სისწრაფეს ანიჭებს და არც ელექტროენერგიის ხარჯი ანერვიულებს, არჩევანი უნდა გააკეთონ მოდელებზე 1000 ვატი და ზემოთ.

 

პურის საცხობის პროგრამები

 

პურის საცხობის პროგრამებირა თქმა უნდა, წინასწარ დაყენებული პროგრამა თითქმის უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადებას.

ყველა ბიუჯეტურ მოდელს გააჩნია 4 ძირითადი პროგრამა:

სტანდარტული (სტანდარტული ცხობა);

დაჩქარებული (სწრაფი ცხობა);

ცომის მოზელვა;

ცხობა;

თუმცა მექანიკური რეგულირებით, შესაძლებელია თითქმის ყველა რეცეპტის გამეორება.

ზოგადად კი პურის საცხობებში პროგრამების რაოდენობა 20-ს აღწევს. მრავალფუქციურ პურის საცხობებს შესაძლოა გააჩნდეს შემდეგი ძირითადი პროგრამები:

რამდენიმე სახეობის პურისა და ფუნთუშეულის გამოცხობა 

- პური საფუარის გარეშე;

- პური მარილის გარეშე;

- ფუნთუშები დანამატებითი ინგრედიენტებით;

- ვიტამინიზირებული პურის გამოცხობა;

- მდოგვიანი პურის გამოცხობა;

- დიეტური (გლიუტენის გარეშე)

- კექსის გამოცხობა;

- ჭვავის პურის გამოცხობა;

- თაფლიანი პურის გამოცხობა;

- არაჟნიანი პურის გამოცხობა;

- გოგრიანი პურის გამოცხობა;

- ფრანგული ბაგეტი;

- სხვადასხვა დანამატებითა და ინგრედიენტებით;

ცხობა მზა ცომით;

რამდენიმე სახეობის ცომის მომზადება;

ჯემისა და მურაბის მომზადება;

ქერქის დაბრაწვის დონე.

და სხვა...

განვიხილოთ ძირთადი პროგრამები, რომლსაც ყველაზე ხშირად მოიხმარენ დიასახლისები:

სტანდარტული - ეს ძირითადი და მთავარი პროგრამაა, რომელიც შეიცავს პურის მომზადების ყველა პროცესს. ჩვეულებრივ მას პუროს გამოსაცხობად სჭირდება დაახლოებით 3,5 საათი.

ექსტრა გამოცხობა  - უზრუნველყოფს პურის გამოცხობის ხანგრძლივობის 2-ჯერ შემცირებას (ცხობას სჭირდება დაახლოებით 2 საათამდე) და შეუძლია პური გამოაცხოს წინასწარ მომზადებული ცომიდანაც.

ამ პროგრამას გამოცდილი დიასახლისები ხშირად არ იყენებენ, რადგან პური არ გამოდის ყუათიანი და გემრიელი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მცირდება ცომის  მოზელის დრო, რაც შესაბამისად მოქმედებს ხარისხზე.

დროის შემცირება პირდაპირდამოკიდებულია ხარისხიანად მოზელილ ცომზე, ამიტომ დაჩქარებული ცხობა აუცილებლად ითხოვს საფუარს ყუათიანი პურის გამოსაცხობად.

უსაფუარო პურის საცხობებში შესაძლოა ასეთი რეჟიმი არ იყოს, რადგან ჩვეულებრივი რეჟიმის დროს უნდა მოხდეს ცომის რამდენიმეჯერ ამოსვლა, ხოლო ექსტრა რეჟიმში ცომის გამოცხობა ხდება მაშინვე, მოზელვის გარეშე და ცომი ვერ ამოვა საფუარის გარეშე.

ფრანგული პური  - ყველაზე ხანგრძლივი პროგრამაა, რონელიც საშუალებას იძლევა გამოაცხოთ განსაკუთრებულად ჰაეროვანი და რბილი პური.

ტემპერატურის შენარჩუნება -  საშუალებას იძლევა პროდუქტი შენარჩუნდეს თბილ მდგომარეობაში რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნია იმ შემთხვევაში, თუ მასინვე არ გსურთ პურის სუფრაზე მიტანა. თუმცა, ზოგიერთი რეცეპტით გამომცხვარი პური გამაგრებულიც კი ისეთივე ხრაშუნაა, როგორ ახლად გამომცხვარი.

ცომის მოზელა - ეს პროგრამა სხვადასხვა პურის საცხობის მოდელს სხვადასხვაგვარი აქვს. ზოგს შეუძლია მხოლოდ საფუარიანი ცომის მოზელა, ზოგს შეიძლია ყველაფერი მოამზადოს ჭვავის პურისთვის, ზოგი კიდევ ამზადებს სხვადასხვა სახის ცომს (რომელთაც მოჰყვებათ კომპლექტში სხადასხვა ზომის საზელი ფრთები).

კექსის გამოცხობა - აქ არსებობს ორი ტიპის პურის საცხობები. ერთი სახის მოდელები თავის თავზე იღებენ კექსის მომზადების მთელს პროცესს, ხოლო სხვა მოდელები მხოლოდ აცხობენ მას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამით იშვიათად სარგებლობენ, რადგან საკამოდ შრომატევადი პროცესია. საჭიროა გამოცდილება და ზუსტი რეცეპტის ცოდნა (რაც ყოველთვის არ ხერხდება, თუნდაც გქონდეთ ეს რეცეპტი. გამოცდილებით კი შეიძლება ზუსტი რეცეპტის მიგნება).

უსაფუარო პურის საცხობები და მრავლაფუნქციური რეჟიმები - საშუალებას იძლევა მოამზადოს ცომი ბლინებისთვის, პიცებისთვის, მაკარონის ნაწარმისთვის, ღვეზელისთვის, ხინკლისთვის ან პელმენებისთვის.

მურაბის ან ჯემის რეჟიმი - დაგეხმარებათ დილის საუზმეზე, ჩაისთან, მზად გქონდეთ გემრიელი სასუსნავი. თქვენ მხოლოდ უნდა მოათავსოთ საცხობში სასურველი ხილი ან კენკრა და შაქარი, ჩართოთ საჭირო რეჟიმი ინსტრუქციის მიხედვით და 1-1,5 საათის შემდეგ უკვე შეგეძლებათ საყვარელი მურაბის ან ჯემის დაგემოვნება.

ამას გარად, მურაბისა და ჯემის ინგრედიენტები სპეციალური, დამზოგი ტემპერატურული რეჟიმის წყალობით, უნარჩუნებს პროდუქტს ვიტამინების მაქსიმალურ რაოდენობას.

ცხობა - პროგრამა საშუალებას იძლევა გამოაცხოთ არა მხოლოდ პური, არამედ ნებისმიერი სახის პურ-ფუნთუშეული.

ჭვავის პურის ცხობა - საკმაოდ პრაქტიკული პროგრამაა, რადგან ჩვეულებრივი თეთრი პურის გარდა საშუალებას მოგცემთ გამოაცხოთ ჭვავის (ან მისდაგვარი) პური.

დამატებითი პროგრამები - ცხობა სხვადასხვა დანამატებით, ბაგეტი, არაჟნით, თაფლით, მდოგვით, გოგრით და ა.შ.

არ არის აუცილებელი პურის საცხობს გააჩნდეს ყველა ეს ფუნქცია. იგივე დანამატები შეგიძლიათ ხელითაც დაუმატოთ. სხვადასხვა სახის პური გამოცხობა სხვადასხვა რეცეპტით კი სტანდარტული პროგრამითაც არის შესაძლებელი.

 

პურის საცხობის მართვა და ფუნქციები

 

პურის საცხობის მართვა და ფუნქციებიპურის საცხობებს გააჩნიათ მოსახერხებელი მართვის პანელი და დისპლეი განათებით, ან მის გარეშე. ზოგიერთ მოდელი აღჭურვილია ღილაკებიანი მართვის პანელით, ზოგი კი სენსორულით.

დისპლეი უჩვენებს ინფორმაციას ცხობის პროცესის შესახებ. ასევე აჩვენებს დროს, ტემპერატურას და სხვა ოპერაციებს. ამიტომ, რაც უფრო დიდი იქნება იგი, მით უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს მომხმარებელი.

ტაიმერი - პურის საცხობის თითქმის ყველა მოდელს გააჩნია ტაიმერი, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს. მათ შორის უნდა გამოვყოთ ისეთი საჭირო ფუნქცია, როგორიცაა „სტარტის გადადება.“

სტარტის გადადება (მაქსიმუმ 15 საათით) - შეუცვლელია, როცა გსურთ მიირთვათ ახალი პური საუზმეზე ან ვახშამზე მაშინაც კი, როცა ისვენებთ ან არა ხართ სახლში.

უბრალოდ უნდა ჩააწყოთ ყველა საჭირო ინგრედიენტი საცხობში და დააყენოთ პროგრამა ტაიმერზე (მიუთითოთ სასურველი დრო).

ფუნქცია დისპანსერი - საშუალებას იძლევა ავტომატურად დაუმატოთ მომზადებულ პროდუქტს ნებისმიერი, სასურველი დამატებითი ინგრედიენტები.

ასეთი ფუნქცია აქვს მხოლოდ ძვირადღირებულ მოდელებს, რადგან იგი ართულებს პურის საცხობის კონსტრუქციას (სპეციალური კონტეინერი დამატებითი ინგრედიენტებსთვის, მაგ: თხილი, ნიგოზი, ქიშმიში, მზეუმზირა და ა.შ, ჩამონტაჟებულია პურის საცხობის თავსახურში).

ჩვეულებრივ, ბიუჯეტურ მოდლებში კი ინგრედიენტების დამატება ხდება ხელით, პურის საცხობის მიერ გამოცემული ხმოვანი სიგნალის შემდეგ.

 

პურის საცხობის უსაფრთხოება

 

პურის საცხობის უსაფრთხოებაცომის მორევისა და პურის ცხობის ნებისმიერი პროცესი ითხოვს 3-დან 6 საათამდე შეუჩერებელ მუშაობას.

მეხსიერება - წინასწარ დაპროგრამებული და მიმდინარე პროცესი არ უნდა იქნეს შეჩერებული ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო, ამიტომ, მოწყობილობას გააჩნია 1 საათამდე დამახსოვრების ფუნქცია, რომელიც საშუალებს იძლევა განაახლოს მუშაობა შეწყვეტილი ეტაპიდან.

თუმცა, უფრო ხანგრძლივი დროით ელექტროენერგიის გათიშვა, გამოიწვევს ცხობის პროგრამის ჩაშლას (შეწყვეტას).

ბავშვებისგან დაცვა - თუ სახლში გყავთ ბავშვები, აქტუალურია ფუნქცია თავსახურის და სხვა ღილაკების ბლოკირება საცხობის მუშაობის დროს. გარდა უსაფრთხოებისა, თავსახურის ახდამ შესაძლოა დაარღვიოს ცომის მოზელისა და პროდუქტის მომზადების პროცესი.

ბლოკირების ფუნქცია -გაითვალისწინეთ, რომ პურის საცხობის შიგნით მაღალი ტემპერატურაა, რომელმაც შესაძლოა ტრამვები და დამწვრობა გამოიწვიოს თავსახურის შემთხვევითი ახდის დროს. ამიტომ, ბლოკირების ფუნქცია საიმედოდ დაიცავს ცხობის პროცესით დაინტერესებულ ნებისმიერ ოჯახის წევრს.

ავტომატური გამორთვა - ზედმეტად გაცხელების შემთხვევაში დაიცავს სახლს ხანძრისგან მაშინაც კი, თუ პუროს საცხობი დაგრჩათ ჩართული.

 

პურის საცხობის კოპლექტაცია

 

პურის საცხობის კომპლექტაციაპურის საცობს კომპლექტში უნდა მოჰყვეს ინსტრუქცია, საზომი ჭურჭელი (კოვზი და ჭიქა).

ზოგიერთ მოდელს მოჰყვება სპეციალური რეცეპტების წიგნი, რომელშიც აღწერილია ყველაზე ძირითადი პოპულარული პურფუნთუშეულისა და სხვადასხვა სახის ცომის მომზადების ინსტრუქციები.

იმისათვის, რომ სწორად იქნეს აწონილი ყველა ინგრედიენტი, რეკომენდებულია სამზარეულოს ზუსტი სასწორის შეძენა პროდუქტების სწორი რაოდენობის პროპორციისთვის.

 

პს

 

ყველაფერი პურის საცხობების შესახებძირითადი სხვაობა ბიუჯეტურ და ძვირადღირებულ მოდელებს შორის მდგომარეობს მაკომპლექტებელი დეტალებს ხარისხსა და ფუნქციების რაოდენობაზე.

თუ პირველ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეთ, მეორე საკითხთან მიმართებაში მოქნილობა გმართებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პურის საცხობს პირველად ყიდულობთ.

შესაძლოა თქვენთვის საერთოდ არ იყოს საჭირო 20-მდე პროგრამა და დამატებითი ინსტრუქციები, შესაძლოა ბევრი ამ ფუნქციათაგან არც გჭირდებათ და ვერასდროს გამოიყენებთ.

აი რაც შეეხება ხარისხს, აქ უკომპრომისო უნდა იყოთ. მისი იგნორირება არ შეიძლება. კორპუსი, შიდა საცხობი ფორმა, ცომის მოსაზელი ფართო ფრთები, სანდო დამაგრებები და კარგი იზოლაცია - ეს ის ფაქტორებია, რომელიც ნდობას უნდა იწვევდეს.

მაღალი ფასი - ეს სრულიადაც არ არის გარანტია დიდი ხნის და უპრობლემო მუშაობისთვის. პრაქტიკა აჩვენებს, რომ საშუალო ბიუჯეტური მოდელებსაც გააჩნიათ კარგი მახასიათებლები და შესანიშნავად უმკლავდება თავის საქმეს.

პურის საცხობის განთქმული მწარმოებლებია: Panasonic, Moulinex, REDMOND, Philips და სხვა

 

შესაძლო პრობლემები პურის ცხობის დროს:

 

პური არასაკმარისად ამოდის;

გამოუმცხვარი პური;

პური საერთოდ არ ამოდის;

ცომი ფხვიერია და არ ხდება მისი ფორმირება;

ცომი წებოვანია და არ ხდება მისი ფორმირება;

ცომი მოზელილია, მაგრამ პური არ გამოცხვა;

ამოსული პური ვარდება მაშინვე ან ცხობის პირველ სტადიაზე;

პურის კედლებზე დარჩა ფქვილი;

პურის ქერქი ნაოჭდება და „იჭმუჭნება“;

პური ფხვიერია;

პურის ქერქი დაიწვა;

პურის ქერქი მკრთალია (ძალიან ღია ფერის);

პურის ქერქი რეზინოვანი და მაგარია;

პური აქ გამოცხვა შუაში ან ზემოდან;

პურის ქერქი ძალიან რბილი ან ხრაშუნაა;

პურის კანის ქვემოთ ჰაერის ბალიშებია (დიდი სიცარიელე);

გაიქნა ცომში დამატებული წვრილად დაჭრილი დამატებითი ინგრედიენტები;

დანამატები არ იქნა არეული ცომში;

პური ძალიან მშრალია;

პური გამოვიდა ნასვრეტებიანი;

პურის საცხობმა გამოუშვა ბოლი;

ყველა ამ კითხვაზე პასუხებს, აგრეთვე პური საცხობით სხვადასხვა სახის პროდუქტების მომზადების ნიუანსებს და მეტად საჭირო და აუცილებელ რჩევბს იხილავთ ინსტრუქციაში:

როგორ გამოვიყენოთ პურის საცხობი

 

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

პურის საცხობები ინტერნეტ მაღაზია...

ცხობის წონა
900 გრამამდე
პურის საცხობები
10-ზე მეტი პროგრამით
მიმწვრობის საწინააღმდეგო
საფარით

დიდი მოცულობის
პურის საცხობები
პურის საცხობები
სტარტის გადავადების ფუნქციით
პურის საცხობების
სრული კატალოგი
პურის საცხობები ინტერნეტ მაღაზია...

KENWOOD-ის
პურის საცხობები

ინგრედიენტების დამატების
ინდიკატორით
პურის საცხობები
სწრაფი ცხობის ფუნქციით

პურის საცხობები
300 ლარამდე
EUROLUX-ის
პურის საცხობები
პურის საცხობების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ