წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 10043 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მსხვილი დატაცება საწყობში

1. მსხვილი დატაცება საწყობში

საწყობში მოხდა მსხვილი დატაცება. დამნაშავემ (თუ დამნაშავეებმა) ნაძარცვი ავტომანქანით გაიტანა. ეჭვი სამ რეციდივისტზე მიიტანეს. ესენია: A, B და C, რომლებიც მიიყვანეს განყოფილებაში დაკითხვისათვის. დაადგინეს შემდეგი:

1. არავინ, გარდა A, B და C - სა, არ იყო გარეული ამ ძარცვაში;

2. C არასდროს არ დადის საქმეზე A-ს გარეშე;

3. B - მ არ იცის მანქანის ტარება;

არის თუ არა A დამნაშავე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

2. ძარცვა

ძარცვაზე ეჭვმიტანილები: A, B და C გამოძახებულნი იყვნენ დაკითხვაზე. დადგინდა შემდეგი:

1. არავის გარდა A, B -სა და C - სი, საქმეში გარეული არაა.

2. A არასდროს მიდის საქმეზე მარტო.

3. C დამნაშავე არაა.

არის თუ არა დამნაშავე B ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

3. მაკდონალდის რესტორნის გაძარცვა

მაკდონალდის ერთ - ერთი ფარდულის მეპატრონისაგან ტელეფონით შეტყობინება მიიღეს, რომ ის გაძარცვულია. დაკითხვაზე კვლავ სამი ეჭვმიტანილი: A, B და C მიიყვანეს. დადგინდა შემდეგი:

1. ამ სამეულიდან თითოეული იმ დღეს ნამდვილად იყო რესტორანში და მათ გარდა იმ დღეს იქ სხვა არავინ ყოფილა.

2. თუ A დამნაშავეა, მაშინ მას ზუსტად ერთი თანამონაწილე ეყოლებოდა.

3. თუ B არაა დამნაშავე, მაშინ C ასევე არაა დამნაშავე.

4. თუ დამნაშავე ზუსტად ორია, მაშინ A ერთ - ერთი მათგანია.

5. თუ C არაა დამნაშავე, მაშინ B -ც არაა დამნაშავე.

ვის დაადანაშაულებს კომისარი მეგრე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

4. ოთხთა საქმე

დანაშაულისათვის ამჯერად ოთხი ეჭვმიტანილი დაიკითხა: A, B, C და D. დანამდვილებით გაირკვა, რომ ერთ - ერთი მათგანი მაინცაა უეჭველი დამნაშავე და ამ ოთხის გარდა ძარცვაში არავინ მონაწილეობდა. ამას გარდა დადგინდა შემდეგი:

1. A უეჭველი უდანაშაულოა.

2. თუ B დამნაშავეა, მაშინ მას ჰყავდა ზუსტად ორი თანამონაწილე.

3. თუ C დამნაშავეა, მაშინ მას ჰყავდა ზუსტად ორი თანამონაწილე.

კომისარს განსაკუთრებით ესაჭირეობოდა გაეგო, იყო თუ არა დამნაშავე D, რადგან იგი განსაკუთრებით საშიში წევრი იყო დამნაშავეთა სამყაროსი.
მისდა გასახარად, ზემოთ მოყვანილი ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა D - ს დამნაშავეობა - უდანაშაულობის საკითხის გასარკვევად.

მაშ, იყო თუ არა D დამნაშავე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

5. ბრიყვი დამცველი

ერთ ადამიანს ასამართლებდნენ ძარცვაში მონაწილეობისათვის. ბრალდებულმა და დამცველმა სასამართლო სხდომის პროცესში განაცხადეს შემდეგი:

ბრალმდებელი: თუ განსასჯელი დამნაშავეა, მაშინ მას ჰყავდა თანამონაწილე.

დამცველი: არასწორია!

ამაზე უარესის თქმა ამ უკანასკნელს არ შეეძლო. რატომ?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura