მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8031 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კონკურენტებთან ბრძოლის წარმატებათუ თქვენ პერსპექტიულ სფეროში მოღვაწეობთ, ალბათ უკვე იცით რას ნიშნავს გამალებული კონკურენცია. ეს თავისუფალი ბაზრის პრინციპია.

მზარდი ბაზარი იზიდავს ახალ მოთამაშეებს, რომლებიც შემოდიან ახალი გადაწყვეტილებებით, ახალი პირობებით, მუშაობის ახალი სტილით და მეთოდებით.

მომხმარებლებისათვის ბრძოლა ბორტსგაღმა ტოვებს სუსტ მოთამაშეებს და რჩებიან მხოლოდ უძლიერესები.

ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია დროული და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რათა არ ჩამორჩეთ ლიდერებს და კიდევ უკეთესი - დაწინაურდეთ ამ ბრძოლაში.

არსებობს რამოდენიმე წესი, რომელიც დაგეხმარებათ კონკურენტებთან ბრძოლაში რა ბიზნესითაც არ უნდა იყოთ დაკავებული. 

დიდი კომპანიის ხელმძღვანელი ხართ, ტურისტული ფირმის დირექტორი, ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელი, პატარა პროდუქტების მაღაზიის მეპატრონე თუ ბაზარში რამოდენიმე წერტილს განაგებთ, ეს წესები უნივერსალურია ყველა შემთხვევაში.

 

კონკურენტების ყოველმხრივი შესწავლა


კონკურენტების ყოველმხრივი შესწავლასკურპულიოზურად შეისწავლეთ თქვენი კონკურენტები. უპირველეს ყოვლისა თქვენი სფეროს ყველაზე ძლიერი მოთამაშეები. შეეცადეთ მიიღოთ მათზე რაც შეიძლება მეტი და ამომწურავი ინფორმაცია.

რა თქმა უნდა საქმე აკრძალულ მეთოდებს არ ეხება. თქვენ ყოველთვის შეძლებთ მოიპოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გამოჩნდა კონკურენტი ბაზარზე, შეადაროთ მათი ფასები და პროდუქციის (მომსახურების) ხარისხი თქვენი და სხვა კონკურენტების ფასებს და პროდუქციას (მომსახურებას).

გაუკეთეთ ანალიზი რა კონკურენტულ უპირატესობას ფლობს თქვენი კონკურენტი და რა არის, ან შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

 

გაატარეთ სწორი ფასების პოლიტიკა

 

გაატარეთ სწორი ფასების პოლიტიკაეს ძალიან მნიშვნელოვანი წესია, ბევრმა ბიზნესმენმა უგულებელყო ის და შედეგად დიდი დანაკარგებიც მიიღო.

არასოდეს არ მოუმატოთ ფასებს პირველმა! დაელოდეთ როდის ასწევენ ფასებს თავის პროდუქციაზე (მომსახურებაზე) ყველაზე ძლიერი მოთამაშეები.

მაგრამ თქვენ არასოდეს გააკეთოთ ეს პირველმა!

გამონაკლისი შეიძლება დაუშვათ მხოლოდ მაშინ. თუ  ფლობთ ექსკლუზიურ პროდუქციას (მომსახურებას).

 

აქტიურად წასწიეთ წინ თქვენი პროდუქცია (მომსახურება)
 

 

აქტიურად წასწიეთ წინ თქვენი პროდუქცია (მომსახურება)ყველაზე წარმატებული კომპანიები არც თუ ისე ცოტა თანხებს ხარჯავენ თავიანთი პროდუქციის (მომსახურების) წინ წასაწევად.

ამისთვის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს: ტელე, ინტერნეტ, რადიო რეკლამები, მრავალფეროვანი აქციები, პრიზები, გათამაშებები და ა.შ  - ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მიიქციონ მომხმარებელთა ყურადღება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ საუკეთესო ფასები და ხარისხი გაქვთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეიტყოს ამის შესახებ. ისინი არასოდეს მოვლენ თქვენთან საკუთარი სურვილით. ამიტომ გახადეთ თქვენი სახელი და ბრენდი ცნობადი.

 

მოახდინეთ პროდუქციის (მომსახურების) დივერსიფიკაცია


მოახდინეთ პროდუქციის (მომსახურების) დივერსიფიკაციამუდმივად იმუშავეთ ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე.

შესთავაზეთ მათ ახალი პროდუქცია (მომსახურება), მუდმივად გადაახალისეთ, გაამრავალფეროვნეთ, მიმზიდველად წარმოაჩინეთ იგი.

ეს, საშუალებას მოგცემთ, მუდმივად ხელი გეჭიროთ მოვლენათა პულსზე და ყოველთვის წარმატებულად დაგეგმოთ და განახორციელოთ სასურველი მიზნები.

 

 

წარმატებულ ბიზნესს გისურვებთ!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ