წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 4868 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როგორ შევინახოთ თანხა შავი დღისთვისთითქმის ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს სახელმწიფოში, მიეჩვია ისეთ ცხოვრებას, თითქოს ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებს, მათ ფინანსებს კი ჩაილურის წყალი ექნებათ დალეული.

ამიტომ ბევრი ცდილობს გადადოს გარკვეული თანხა გვერდზე და ამით აიცილოს მოსალოდნელი თუ მოულოდნელი პრობლემები.

მართლაც, როცა ცხოვრობ და ვერ გრძნობ მუდმივ სტაბილურობას, ყოველთვის ხვდები იმ ფინანსების საჭიროებას, რომელზე ფიქრიც კი არ გსურდათ, მაგრამ უეცარი ავადმყოფობის, ტრამვის, სამსახურის დაკარგვის და ა.შ შემთხვევაში თქვენთვის შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. 

რა თქმა უნდა თანხის ასეთი დაგროვება ვერ მოგიგვარებთ პრობლემებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ პირველ ხანებში უსიამოვნებებისგან ნამდვილად გიხსნით.

საერთოდ მიღებულია, რომ ფორსმაჟორის შემთხვევაში, თუ ფინანსების გარეშე დარჩით, მოგროვილი გქონდეთ თანხა, რომელიც უპრობლემოდ გეყოფათ 5-6 თვის განმავლობაში.

ეს ის ვადაა, რომელიც ალბათ გეყოფათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ჭკვიანური გათვლებით ისე, რომ არ იცვლიან ცხოვრების წესს, ყოველთვის ახერხებენ გარკვეული თანხის გადადებას და ამ თანხით სარგებლის მიღებასაც კი.

მიუხედავად ამისა ძალიან ცოტამ იცის, როგორ დაგეგმოს და გაანაწილოს სწორად თავისი ბიუჯეტი. არ იცის არც იმან, ვისაც ფინანსები თვიდან თვემდე ძლივს ყოფნის და არც მან, ვისაც საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვს.

სპეციალისტები თვლიან, რომ ამის მიზეზი საკუთარი ბიუჯეტის მართვის სისტემის არარსებობაა. ეს სისტემა გულისხმობს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შეფასებას და ნებისმიერი სასიცოცხლო რისკებისაგან თავის დაცვის მექანიზმის შექმნას, აგრეთვე დანაზოგის დაგროვებასა და მისგან სარგებლის მიღებას. ფინანსების მართვის დაგეგმვა ითვალისწინებს სამ ძირითად ფაქტორს: დრო, ფული და პროცენტები.

 

როგორ გავანაწილოთ ეფექტურად შემოსავლები
 

როგორ შევინახოთ თანხა შავი დღისთვისსპეციალისტები თვლიან, რომ უკეთესია, თუ ხელფასის, ან სხვა შემოსავლებით მიღებულ თანხას გაყოფთ 3 ნაწილად.

თუ ამას არ გააკეთებთ, მოგეჩვენებათ, რომ აღებული თანხა ბევრია, მას დაუხედავად ამოიღებთ და დახარჯავთ ხოლმე, რაც ქმნის იმის რისკს, რომ ძალიან მალე სახსრების გარეშე დარჩეთ.

შემოსავლის განაწილების კლასიკური მიდგომა ვარაუდობს, რომ შემოსავლის 70% შეადგენს სიცოცხლისათვის აუცილებელ თანხას, 10% საჭიროა ნათესავების, მეგობრების დახმარებისა და სხვა ქველმოქმედებისათვის, ხოლო 20% კი უნდა გადაიდოს დაგროვების და მისგან სარგებლის მიღების მიზნით. მაგალითად დაიდოს ბანკში მოკლევადიან ან გრძელვადიან დეპოზიტზე (თქვენი შეხედულებით). ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემოსავალი არასაკმარისად მაღალია.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემოსავალი საკმაოდ სოლიდურია, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, ბოლო თანხა, ანუ შემოსავლის 20% ორ ტოლ ნაწილად გაყოთ.

პირველი ნაწილი გამოიყენოთ ვალების დასაფარად (კრედიტები, განვადებები), ხოლო მეორე ნაწილი ასევე გაყოთ კიდევ ორ ნაწილად - 1. - მსხვილი სამომხმარებლო ნივთის შესაძენად (საერთოდ, მიღებულია, ნივთისთვის განკუთვნილი თანხა შეადგენდეს სიცოცხლისათვის აუცილებელი თანხის გაორმაგებულ რაოდენობას, ან ნივთის ფასიდან გამომდინარე რაიმე ფიქსირებულ თანხას) და  2. - კაპიტალისთვის

კაპიტალი ცალკე შეიძლება დაიყოს ასევე სამ ნაწილად, 20%- ის ინვესტირება მომგებიან საქმეში, 40%-ფინანსური უსაფრთხოებისათვის (სტაბილური ფასიანი ქაღალდების შეძენა, სამედიცინო დაზღვევა) და კიდევ 40%-გადადოთ შავი დღისთვის, ან დადოთ ბანკში მოკლევადიან ან გრძელვადიან დეპოზიტზე (თქვენი შეხედულებით. თუ ვალები უკვე დაფარული გაქვთ, მისი წილი თანხა ჯობია დაუმატოთ კაპიტალს).

შავი დღისთვის შეიძლება გადანახული იქნას არა მარტო ფული, არამედ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რაც ყოველთვის ინარჩუნებს ფასეულობას, მაგალითად ოქრო, უძრავი ქონება, ანტიკვარიატი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი არა მარტო ინარჩუნებენ ფასს, შესაძლებელია გარკვეული მოგებაც კი მოგიტანოთ.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura